რევიუ #58: გიული ჩოხელი – გიული ჩოხელი (1978)

cover

jazz, orchestral pop

ტრეკლისტი:

  1. მზის პალიტრა (3:35)
  2. მე დღეს ვარსკვლავებს ავანთებ შენთვის (3:28)
  3. За Синью Моря Я Живу (3:21)
  4. უსახელო სიმღერა
  5. Shiny Stockings (3:21)
  6. Yesterday Once More (4:15)
  7. ზღვის ძახილი (3:22)
  8. ყვითელი ფოთლები (3:20)
  9. მე მივდივარ (3:55)

შემადგენლობა:

  • გიული ჩოხელი – ვოკალი
  • ორკესტრი კ. ორბელიანის ხელმძღვანელობით (?)

რამდენიმე დღის წინ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა „ეს იყო სიზმარი“, ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელის შესახებ. ფილმის ნახვის შემდეგ ოდნავ სინდისმაც კი მქენჯნა, რომ მისი შემოქმედებაზე სასაუბროდ აქამდე ვერ მოვიცალე. ასე რომ გადავდე ყველა საქმე და ახლა გთავაზობთ მის, ჩემი აზრით, საუკეთესო ალბომს (იმ რამდენიმედან, რაც მომისმენია).

გიული ჩოხელის სასიმღერო კარიერა ორმოცდაათიანების შუაში დაიწყო და ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს სამოციანების მეორე ნახევარში მიაღწია, სოპოტის პოპ-ფესტივალზე ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. სამწუხაროდ, მან ფირფიტების ჩაწერა ძალიან გვიან, სამოცდაათიანებში დაიწყო. თან უცნაურია, რომ მისი პირველი ნამუშევარი არა საბჭოთა კავშირში, არამედ პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა. სამოცდაათიანებსა და ოთხმოციანებში მან საკმაოდ ბევრი ფირფიტა გამოსცა (თუ არ ვცდები, 5-6); ძირითადად ეს ფირფიტები იქამდე არსებული ჩანაწერების მრავალფეროვანი კომპილაციები იყო; 1978 წლის ნამუშევარი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, შედარებით უფრო შეკრული და ორგანულია და ამიტომაც უფრო კარგად ისმინება, როგორც მთლიანად ალბომი.

თუმცა მრავალფეროვნება არ ამ ალბომს აკლია: აქ ნახავთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ სიმღერებს, მუსიკალურად კი ალბომი ვარირებს სტანდარტული ვოკალური ჯაზიდან ძალიან საინტერესო ორკესტრულ პოპამდე, სადაც თავისებურ, ლამაზ მელოდიებს ოდნავი ფსიქოდელიის ჩრდილები დაკრავს. ამ მხრივ განსაკუთრებით ალბომის პირველი გვერდია მიმზიდველი, სადაც გვხვდება ორი ლამაზი ბალადა, „მზის პალიტრა“და „უსახელო სიმღერა“ – ორივეგან ორკესტრულ ფონზე ლამაზი სასიმღერო მელოდია სოულ-ინტონაციებით იშლება. ბალადური სენტიმენტები დანარჩენ ქართულ სიმღერებსაც ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაზ-კომპონენტი ხშირად წინაა წამოწეული. ორი ინგლისური ქავერი ალბომს დიდს არაფერს ჰმატებს, რუსული სიმღერა კი მსუბუქი, სასიამოვნო პოპ-ფანკია.

საინტერესოა ჩოხელის შესრულების სტილიც. ის ძირითადად ჯაზ-ინტონაციების დაჭერას ცდილობს, მაგრამ მისი ხმის ტემბრი იმდენად მელოდიურია, რომ ჯაზი და სპონტანური მელოდიზმი ერთმანეთს კალეიდოსკოპივით ენაცვლება. ეს კარგად სჩანს ზემოთნახსენებ ოკესტრულ ბალადებში.

თუმცა ალბომი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ რამდენიმე ძლიერი სიმღერა [1, 2, 4] გარანტირებას უკეთებს მის ხარისხს. დანარჩენი სიმღერებიც, თუ ასეთივე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენენ, სასიამოვნო, მსუბუქ, რეტრო-ატმოსფეროს ნამდვილად შექმნიან.

6,5 / 10.

————————————————————————————————————

A couple of days ago, “The Public Broadcaster” (read: the main Georgian TV channel) aired “Es Iyo Sizmari (It’s Been A Dream), a great documentary about Giuli Chokheli, Georgian female jazz-singer. Seen it, my conscience called for a review of her music on this blog was long overdue. So, I abandoned what I was doing at the moment and I’m offering her best album (from a couple that I’ve heard from her).

Giuli Chokheli’s singing career started in mid-50es, and soon she found herself among USSR’s one of the best jazz-performers. Her popularity peaked in the late 60es, after very impressive performance at Sopot Pop Festival. Unfortunately her recording career started very late, in seventies. What’s strange, her first album was recorded and released in Poland, not in USSR. Soon, in 1971, her USSR debut followed, and she recorded quite actively until the mid-80es (she released 5-6 LPs in that period, if I’m not mistaken). Most of these LPs are more like compilations of previously recorded diverse material. The album I’d like to present (released in 1978), is her most coherent disc.

There’s still much variety here: you’ll find songs in Georgian, English, Russian. Musically the album varies from standard vocal jazz to very interesting orchestral pop music, peculiar melodies wear the shade of slight psychedelia. The A side of the album is more impressive in this regard: we have two gorgeous ballads “Mzis Palitra” [1] and “Usakhelo Simgera” [4]. Both songs possess soul-tinged melody beautifully backed by hypnotic orchestra. Other Georgian songs also carry the balladry vibe, despite some of them being quite high on jazz. Two English covers (one song by Fred Foster and the other by The Carpenters) do nothing special, and the Russian song has a pleasant, light pop-funk atmosphere.

Chokheli’s singing style is also very interesting: she constantly tries to catch jazzy intonations, but her timbre is just so melodic that the jazz and classical tonality constantly alternate with each other. This is well seen in the aforementioned orchestral ballads.

Overall, even if the album doesn’t present anything extraordinary in itself, a couple of strong songs [1, 2, 4] still guarantee its value. Even the pieces not as impressive, can surely create the pleasant, light, retro-atmosphere.

6,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / Download link: Giuli Chokheli – Giuli Chokheli (1978)

Advertisements

რევიუ #53: ინოლა გურგულია – … პირველად იყო სიმღერა (1977)

Pirvelad Iyo Simgera (Cover)

singer / songwriter

ტრეკლისტი:

  1. ადამიანი (1:52)
  2. გელი (2;51)
  3. სიზმარია (2:42)
  4. შენთან მინდა (4:09)
  5. მინდა ნავი (2:04)
  6. გახსოვს? (2:26)
  7. მოვალ (3:18)
  8. რად გინდა? (1:44)
  9. შენთან (2:15)
  10. დე იყოს ასე (1:57)
  11. სიყვარული დამათრობს (1:44)
  12. Singing (1:27)
  13. Oh, Say (1:57)
  14. იმ ღამეს თოვდა (2:50)
  15. ზღვას აწვიმს (1:44)
  16. ნურაფერს მეტყვი (2:06)
  17. რწმენა (2:32)
  18. მითხარი რამე (2:25)
  19. ფიფქები (1:31)
  20. საქანელა (2:05)
  21. ნაკადული (2:03)
  22. ფრთები (2:37)
  23. ნუ მოხვალ (2:51)
  24. განა ჩემი ბრალია (3:06)
  25. დარჩი ჩემთან (2:05)
  26. ადამიანი (2:48)
  27. მადლობელი ვარ (2:20)
  28. ჩემი ლოცვა (1:05)

შემადგენლობა:

  • ინოლა გურგულია – ვოკალი, გიტარა

საქართველო ხომ უცნაური ქვეყანაა – ნიჭისა და სიზარმაცის, ინჟინერის ექიმობის, ექიმის ეკონომისტობის, ეკონომისტის ინჟინერობის… ამას თან დავამატოთ საბჭოთა ტოტალიტარიზმის კონკრეტული, უფროსი თაობის მიერ თავის თავზე გამოცდილი სპეციფიკა და უკვე ყველა მარტივად მივხვდებით, რატომ ვერ მზადდებოდა „შემოქმედებითი პროდუქტი“ იმ „შემოქმედებითი ნედლეულისგან“, რომლითაც მთელი ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს.

ასეთ რეპრესიულ და თან უფორმო მუსიკალურ ატმოსფეროში შემოქმედებითი წარმატების მიღწევის შანსი მამაკაცს უფრო მეტად ჰქონდა, თავისი გაქვავებულ სტერეოტიპად დამკვიდრებული სოციალური დომინანტობის ანდაც უბრალოდ ფიზიოლოგიური „ჟილკის“ არსებობის გამო. ქალთა როლი საბჭოთა პოპულარულ მუსიკაში მხოლოდ მომღერლობით შემოიფარგლებოდა. შეიძლება შემომედავოთ, რომ ეს იმდროინდელ დასავლეთშიც მსგავსად იყო. კი, ალბათ ასეა, მაგრამ სსრკ-ში ეს ამბავი გაცილებით უარესად იყო.

ყველა საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპთა დამანგრეველი ხალხი. მაგრამ თავისუფალ სამყაროში ამ ხალხის წარმატება მხოლოდ თავიანთ უნარებზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დროს კი ასეთი ადამიანების შესახებ კი მეხსიერება საერთოდ არ დარჩებოდა, თუ ბედს და გარემოებებს რომ არ გაეღიმათ (მაგალითად, გაიხსენეთ რუსეთის ორი უდიდესი და ერთად მოღვაწე ბარდის, ვისოცკისა და გალიჩის განსხვავებული ბედისწერები).

მაშინდელ მუსიკალურ საქართველოშიც იყვნენ ასეთები. მათ გახსენებისას პირველად ბევრს ინოლა გურგულია მოაგონდება. გურგულია იყო აბსოლუტურად თვითმყოფადი მუსიკალური ნიჭი, რომელმაც მოახერხა გაფურჩქვნა მუსიკალურად ძალიან მშრალ პოსტ-სტალინურ ეპოქაში, თან ყოველგვარი იმპერატიული მუსიკალური განათლების გარეშე. ორმოცდაათიანების შუაში მან ჩამოაყალიბა ტრიო „სამაია“, რომელიც ძირითადად ინოლას სიმღერებს ასრულებდა. სამოციანებში ინოლა ხალხში უკვე იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი ‘თვითშემოქმედი“ სტატუსის (ეს კი ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ შენ არ შეგეძლო მასშტაბური მუსიკალური საქმიანობის წარმოება) მიუხედავად, ის მაინც გადაიღეს რამდენიმე კინოში, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში (ინოლა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა), მას არ ჩაუწერია არცერთი (!) ოფიციალური ფირფიტა და ფაქტობრივად ერთადერთი, სადაც შეიძლებოდა გურგულიას მოსმენა, ეს ზემოთ ნახსენები ფილმები იყო.

მაგრამ საბედნიეროდ, დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, 1977 წელს, მან მოახერხა, საკუთარ სახლში, ახლადშემოსულ ბაბინებზე ჩაეწერა ბევრი თავისი სიმღერა. ეს ჩანაწერები, რათქმაუნდა, ათწლეულების განმავლობაში გურგულიას სახლში იდო, მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოს ენთუზიასტებმა მიაკვლიეს, გაწმინდეს და გამოსცეს ეს საგანძური.

ამ დისკში 28 სიმღერაა, რომელიც სრულად ცხადჰყოფს ინოლას სიმღერის განსაკუთრებულ სტილს და იმას, თუ რატომ არ ეხატებოდათ გულზე ის მთავრობის წარმომადგენლებს. მისი მუსიკა ატარებს ერთის მხრივ ქართული ქალაქური რომანსის და მეორის მხრივ – დასავლური swing-ის გავლენებს, რომელიც ისე ეფექტურადაა ადაპტირებული ამერიკული საავტორო მუსიკის (singer / songwriter) ფორმატთან, რომ მთლიანი ალბომის განმავლობაში გიჩნდება ანალოგიები ლეგენდარულ Joan Baez-თან.

ხშირად მუსიკას ეტყობა თითქოს ურთიერთგამომრიცხავი არისტოკრატულობა და მარტივი ავთენტურობა. ასევე ნასახი არაა იმ შებოჭილების, რომელიც მაშინდელ ოფიციალურ ქართულ პოპ/როკ მუსიკას ძალზედ ხშირად ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერები ოფიციალურად დიდი ხნის განმავლობაში არსად გამოცემულა, ბევრი მათგანი ზეპირი გადმოცემით ძალიან პოპულარული გახდა. მაგალითად „ადამიანი“, „მინდა ნავი“, „მადლობელი ვარ“ და „შენთან მინდა“ უმეტესობას სადმე მაინც გექნებათ ბავშვობაში მოსმენილი.

მოკლედ, აჰა თქვენ და აჰა ინოლას მუსიკა – ეს დისკი ყველასთვისაა რეკომენდებული, როგორც სიმართლისა და სილამაზის მოულოდნელი გაელვება იმდროინდელ გრილსა და უფერო დროში.

10 / 10.

————————————————————————————————————

Yeah, Georgia is a country so strange – country of talent and laziness, engineer’s medicine, doctor’s economics, economist’s engineering… Then please add the specifics of Soviet totalitarianism, as told by older generation, so you’ll easily get an idea why there was so little “creative product” made from vast “creative material” Georgia is well-known for.

It is mostly men who could have success in such a repressive and yet amorphous musical atmosphere, be it either because of hopelessly petrified male-dominancy stereotype or just simply due to physiological masculine will.  Anyways, women’s role in Soviet pop music was mostly limited to that of a performer. You could argue that it has been like this in the west too. Well, maybe, but in USSR this felt much worse.

Every society has their own rule-defiers. But in the free world, their success depends almost solely on their own skills, whereas in Soviet state this kind of people were mostly covered by oblivion, be it not for fate and fortunate circumstances (Just remember vastly different fates of two genius Russian singer/songwriters – Visotskiy and Galich).

There were non-conformists in Soviet Georgian music too. When recalling them Inola Gurgulia is who comes to mind first. Gurgulia was absolutely distinctive musical talent who managed to thrive even in the musically driest post-Stalin period, without any imperative musical knowledge. In mid-50es, she formed trio “Samaia”, with whom she performed her own songs. By the sixties, she was already so popular that she managed to star in a couple of Georgian movies, despite her “non-professional” status (which effectively meant she couldn’t undertake any big musical project apart from unofficial concerts).

During her short lifetime (she died 49 years old in 1979), she never released any (!) of her recordings, and only place where you could hear her songs were a couple of films she starred in. But fortunately, not long before her death, she made a reel-tape home recordings of many of her songs. These remained shelved for decades, but at the end of the century enthusiasts found, cleaned and released this treasure box.

There are 28 songs on this disc, which make Inola’s singing style perfectly clear – also one could easily guess why government didn’t love her very much. Music carries Georgian urban romance influences from one side and of American swing from another. But this all is so effectively adapted with American singer / songwriter format that you get strong Joan Baez reminiscence throughout.

This music carries contrasting feeling of aristocracy and simple authenticity. Here you won’t find any trace of expressive chains, which so often plagued most “official” Georgian pop/rock bands at that time. Despite commercial unavailability of any of these songs back then, they still became very popular just by word-of-mouth. For example, most of Georgians would have heard “Adamiani” [1], “Minda Navi” [5], “Shentan Minda [3] and “Madlobeli Var” [27], in some or other version.

So here you are and here’s Inola’s music. Recommended to everybody, as an unexpected flash of truth and beauty in those cool and colourless times.

10/10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Inola Gurgulia – … Pirvelad Iyo Simgera (1977)

რევიუ #50: რევაზ ლაღიძე – ლელა (ოპერა, 1973)

lelaweb

classical, opera                                           [C10 22995 001]

ტრეკლისტი:

  1. პირველი მოქმედება (22:28)
  2. პირველი მოქმედება (გაგრძელება) (24:36)
  3. მეორე მოქმედება (27:17)
  4. მესამე მოქმედება (25:36)

შემადგენლობა:

  • მედეა ამირანაშვილი – ლელა
  • ზურაბ ანჯაფარიძე – ბერდო
  • ტარიელ ჭიჭინაძე – შერგილი, ბერდოს მამა
  • ჯემალ მდივანი – გელა
  • შოთა ჩაკვეტაძე – მლოცველი-კაცი
  • ელზა გარსევანიშვილი – მლოცველი-ქალი
  • ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი
  • ჯანსუღ კახიძე – დირიჟორი

დაბოლოს, საახალწლოდ, მინდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ოპერა შემოგთავაზოთ, რითაც კლასიკაზე ლაპარაკს ცოტა ხნით დავასრულებ. რევაზ ლაღიძე გენიალური კომპოზიტორი იყო, ვისი ამაგიც ქართული მუსიკისთვის ფასდაუდებელია. მას ეგოიზმის ნასახიც არ გააჩნდა და დაწერილი ულამაზესი მუსიკის უმეტესობა მას მრავალ კინოფილმში, თითქმის ანონიმურად აქვს გაბნეული. მიუხედავად კლასიკური საკომპოზიციო განათლებისა, ის იშვიათად კავდებოდა აკადემიური მუსიკით; დამაინც, მან მოახერხა შეექმნა თავისი „ფიდელიო“ – ოპერა „ლელა“.

ვინაიდან ლაღიძე თავისი სულით მაინც არ იყო კლასიკური კომპოზიტორი, მისი ეს ერთადერთი ოპერაც ძალიან არასტანდარტულად ისმის: თითქოს უყურებ ერთ დიდ ფილმს თავისი ხანგრძლივი, რომანტიკული კინომუსიკით, სადაც პერიოდულად ბზინავენ ულამაზესი სასიმღერო მელოდიები.

არ ვიცი, ამ ნაშრომს ოპერის პურისტები როგორ შეაფასებენ, მაგრამ მე, როგორც რიგით მსმენელს, მაოცებს ამ ორსაათიანი ოპერის ასეთი სიმსუბუქე, მთლიანი სილამაზე და ამაღლებული განწყობა. ის ისეთივე უშუალოა, როგორც ლაღიძის სიმღერები – როცა, ასეთი რამე ხდება, ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულთან გაქვს საქმე.

ჰოდა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს – ისიამოვნეთ!

10 / 10.

————————————————————————————————————

So, finally, on these holidays, I’d like to present one of my favourite Georgian operas and then I’ll for a while move on from classical music. Revaz Laghidze was a genius, who’s work in Georgian music cannot ever be overestimated. He possessed no egoism whatsoever, so he scattered most of his beautiful music throughout the movies, almost anonymously. Despite his classical compositional education, he seldom addressed academic music. Still, he could manage to put up his “Fidelio” – an opera, called “Lela”.

Since Laghidze wasn’t a classical composer by spirit, his only opera sounds very original: One seems like watching the big film with its long, romantic soundtrack, embellished with amazing vocal lines.

I don’t know how will this work be rated by opera purists, but I, as a casual listener, am amazed by lightness, overall beauty and elevated spirit of this work. It is just as immediate as Laghidze’s songs – so when you meet a thing like this, you know it’s something really special.

So, have a happy new year and enjoy the opera!

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული 1 / download link 1: Revaz Laghidze – Lela (Opera, 1973) – Part 1

გადმოსაწერი ბმული 2 / download link 2: Revaz Laghidze – Lela (Opera, 1973) – Part 2

რევიუ #47: ნექტარიოს ჩარგეიშვილი – სიმფონია (1971)

Chargeishvili _ Symphony (1970-1971)

classical, avantgarde, expressionism

ტრეკლისტი:

  1. სიმფონია (22:46)

შემადგენლობა:

  • დიმიტრი ლისი – დირიჟორი

კომპოზიტორებს განსხვავებული ბედისწერები აქვთ. ხშირად ეს ბედისწერა არამუსიკალური ფაქტორებითაა გამოწვეული. ზოგის მუსიკა ყვავის, ხალხს უყვარდება და ლეგენდარული ხდება. ზოგის შემოქმედება კი მიზანმიმართულად იმალება და იშლება ხალხის მეხსიერებიდან. ნექტარიოს ჩარგეიშვილი მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებულთა იმ ოქროს თაობას მიეკუთვნებოდა, რომელმაც მუსიკალურ სამყაროს ალფრედ შნიტკე, ედისონ დენისოვი და სოფია გუბაიდულინა მისცა. ბევრის აზრით, ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კომპოზიტორი იყო.

ამ უდიდესი პოტენციალის რეალიზებას ხელი ერთადერთმა ნიუანსმა შეუშალა: ჩარგეიშვილი საბჭოთა ხელისუფლების ღია მოწინააღმდეგე იყო. ამის გამო იგი დაითხოვეს კონსერვატორიიდან და მისი მუსიკა უმალვე დაიმალა. მას აეკრძალა ყველანაირი ოფიციალური მუსიკალური საქმიანობა; საქმე იქამდე მივიდა, რომ ის ავტობუსის მძღოლადაც აღარ მიიღეს. ფაქტობრივად სახლში გამოკეტილი ჩარგეიშვილის მენტალური მდგომარეობა შეირყა; ასეთ პირობებში მან დაიწყო თავისი ყველაზე მასშტაბური ნაშრომის, სიმფონიის წერა, რომელიც მან 1971 წელს დაამთავრა.

ძველი კავშირების წყალობით მან მიაღწია სიმფონიის პრემიერას, მაგრამ უცნობ მიზეზთა გამო ღონისძიება ჩავარდა. იმავე წელს ჩარგეიშვილმა თავი მოიკლა, ამ სიმფონიის შესრულება კი საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაბლოკილი იყო. მხოლოდ 1991 წელს, ნახევრადცარიელ დარბაზში შედგა ამ ნამუშევრის განმეორებითი პრემიერა, სადაც დღეისთვის არსებული ერთადერთი ჩანაწერი გაკეთდა. თუმცა ეს სიმფონია დღესაც თითქმის უცნობია, გუბაიდულინასგან მან დაიმსახურა შეფასება: „გენიალურია“.

10 / 10.

————————————————————————————————————

Composers have different fates. This fate is often determined by non-musical factors. Ones’ music thrives, is loved, becomes legendary; while others’ is hidden on purpose and erased from people’s memory. Nektarios Chargeishvili belonged to the golden generation of Moscow Conservatioire graduates, which spawned the likes of Alfred Schnittke, Edison Denisov and Sofia Gubaidulina. He was often cited as one of the most talented composers of his generation.

There was the only nuance that hindered the realization of Chargeishvili’s enormous potential: he was openly against Soviet government. Hence he was dismissed from the Conservatioire and his music got immediately hidden. He was banned from all kinds of official musical work. He couldn’t even apply as a bus driver. As a result Chargeishvili’s mental health deteriorated. In such conditions, as he was stuck home, he started his most massive project, the symphony – which he finished in 1971.

Thanks to old acquaintances he was able to premier the symphony but the event was a total failure due to unspecified reasons. Chargeishvili committed suicide the same year and the symphony was repressed till the breakup of Soviet Union. It was only in 1991, when the symphony received its true premiere in a half-empty concert room. That’s where its only recording so far was made. Although this work is barely known today, it was described as “genius” by Sofia Gubaidulina.

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Nektarios Chargeishvili – Symphony (1971)

რევიუ #38: აისი – აისი (1975)

aisi

vocal jazz, psychedelic rock, baroque pop

ტრეკლისტი:

  1. თბილისელი გოგონები (1:45)
  2. ოროველა (5:43)
  3. ვარდსა ჰკითხეს (2:02)
  4. Осень (4:45)
  5. გაზაფხულმა დამიძახა (2:38)
  6. ნეტავ ეს გზები საით მიდიან (2:00)
  7. ჩემო თბილისო (2:29)
  8. ვოკალიზი (2:30)
  9. კალოს ხელხვავი (1:53)
  10. აფხაზური სიმღერა (3:02)
  11. Caravan (3:03)
  12. ჯარისკაცის ბალადა (4:21)

შემადგენლობა:

  • გ. ქართველიშვილი – სამხატვრო ხელმძღვანელი
  • ზ. მჟავია – არანჟირება (2, 10)
  • ლ. მღებრიშვილი – არანჟირება (3, 11)
  • შემსრულებლები უცნობია.

სამოცდაათიანების ქართულ როკ-მუსიკაში ჩაღრმავებისას, სკივრის ძირიდან ბევრი რარიტეტული ვინილის ამოღება შეიძლება. ასეთმა ჯგუფებმა ქართულ პუბლიკაში ვერ მოიპოვეს პოპულარობა და მათ ნამუშევრები დროის სვლასთან ერთად, უკვალოდ გაქრა. ამისდა მიუხედავად, დაინტერესებული ხალხისთვის, ამ იშვიათ ჩანაწერებში ბლომადაა საინტერესო მოსასმენი. ამ კოლექტივების რიცხვს მიეკუთვნება „აისი“, რომელიც 6 გოგონასგან შედგებოდა. სამწუხაროდ, მათ შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ვინილის გაფორმებაც თითქმის მთლიანად ანონიმურია – ჯგუფის შემადგენლობა არსადაა მოცემული; სურათზე გამოხატულ ქსილოფონს კი საერთოდ არანირი კავშირი არ აქვს ალბომის მუსიკასთან.

მუსიკიდან კი სჩანს, რომ „აისი“, იმ პერიოდის ქართული ჯგუფებიდან ყველაზე მეტად განიცდიდა ძველმოდური ამერიკული ჯაზის გავლენას – ვინილზე Duke Ellington-ის ერთი ნაწარმოებიცაა შესული; ასევე ჩასაბერების მსუბუქი სექცია თითქმის ყველა სიმღერაში ფიგურირებს. ჯაზთან ერთად, ალბომის დაახლოებით ნახევარში, წინა პლანზე ფსიქოდელიური როკიც გამოდის. სამოცდაათიანებში, თითქმის ყველა ქართულ როკ-ჯგუფს ჰქონდა „ოროველა“-ს საკუთარი ვარიანტი. „აისი“-ს ვერსია კი ყველაზე მეტად ფსიქოდელიურია.  მოცემულია რამდენიმე ლამაზი baroque pop ბალადა (“Осень”, ჯარისკაცის ბალადა”).

ასევე აღსანიშნავია ვოკალური მხარეც: აქცენტი ძირითადად ჰარმონიებზეა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომზე რამდენიმე სუფთად ვოკალური ნაწარმოებია, სოლო პარტიები მხოლოდ რამდენიმე სიმღერაში თუ გვხვდება.

ალბომში არ მოიპოვება საჰიტე პოტენციალის მქონე სიმღერები, მაგრამ მისი დიდი ნაწილი ღირებულია საინტერესო ფსიქოდელიური და ჯაზ-არანჟირებით. საუკეთესო სიმღერებია „ოროველა“, „ვარდსა ჰკითხეს“ და „აფხაზური სიმღერა“, სადაც „აისი“-ს ფსიქოდელიური არანჟირება არაფრით ჩამოუვარდება მოწინავე ქართული ჯგუფებისას. არის რამდენიმე სასიამოვნო პოპ-სიმღერა („გაზაფხულმა დამიძახა“, „Осень“, “ჯარისკაცის ბალადა”), დანარჩენი კი საშუალო, უპრეტენზიო მუსიკაა.

საბოლოო ჯამში, ალბომს 6 / 10-ს დავუწერ. ის ნამდვილად არ განეკუთვნება პერიოდის საუკეთესო ნამუშევრებს, მაგრამ ზემოთაღწერილი საინტერესო მომენტების წყალობით, „აისი“ ქართული როკ-მუსიკის მაძიებლებში გაცილებით მეტ ცნობადობას იმსახურებს.

————————————————————————————————————

Delving deeper into Georgian rock music of the seventies, you’ll find many rarities on the bottom of the treasure box. This kind of bands didn’t attain much popularity in the homeland, an their works sank into the oblivion as time passed. However, there’s much interesting can be found by the searching listener. One member of such a list is Aisi. Other than the fact of being 6-piece all-girl band, almost nothing else is known about this band. Vinyl artwork is almost anonymous too – line-up is not provided, and the xylophone on the front cover bears absolutely no relation to the album’s music.

But the music shows that Aisi were the most old time jazz-influenced among its peers. Even Duke Ellington is covered on the vinyl, and the brass-section is present almost everywhere. Besides jazz, psychedelic rock also comes to fore on about half of the album. Almost every major Georgian band had covered the folk-tune “Orovela”; Aisi’s version is the most psychedelic of them all. Also, a couple of beautiful baroque pop ballads can be found (“Osen“ [4], “Jariskatsis Balada” [12]).

Albums vocal aspect is also worth mentioning: here the spotlight falls onto harmonies. Although album has 2 almost purely vocal numbers, the solo vocals only appear scarcely on the release.

Album doesn’t have any song with a particular hit potential, but for the most part, it is valuable for interesting psychedelic / jazz arrangements. “Orovela” [2], “Vardsa Hkitxes” [3] and “Abkhazuri Simgera” [10] come up as the best songs here with some other pleasurable pop songs (“Osen” [4], “Gazapkhulma Damidzakha” [5] “Jariskatsis Balada” [12]). Others are just average, non-pretentious songs.

This release will get 6 / 10 from me. While it doesn’t belong to the best Georgian albums of that period, thanks to the interesting musical moments just described, Aisi deserves a lot more exposure among Georgian music aficionados.

გადმოსაწერი ბმული / download link: Aisi – Aisi (1975)

რევიუ #28: დიელო – დიელო ’75 (1975)

75_2

jazz-rock / fusion, psychedelic rock, psych pop, urban, folk

ტრეკლისტი:

  1. ჩემო მზეო (4:00)
  2. მუხამბაზი (6:43)
  3. სიმღერა კ/ფ “მხიარული რომანი”-დან (3:45)
  4. შემოვიდა გაზაფხული (3:47)
  5. სიმღერის სიმები (4:21)
  6. ნიბლია (3:50)
  7. ბავშვობის დღეები (4:29)
  8. ყვავილების ქვეყანა (2:55)
  9. Sunny (4:27)
  10. ხევსურული სიმღერა (4:30)

მიახლოებითი შემადგენლობა:

  • ამირან ებრალიძე – სამხატვრო ხელმძღვანელი, ვოკალი
  • სოსო ებრალიძე – სამხატვრო ხელმძღვანელი, ვოკალი
  • შოთა კოპალეიშვილი – ვოკალი
  • ენვერ ხმირევი – საყვირი
  • და სხვ.

დიელო“, რომელიც 1962 წელს შეიქმნა, „ორერა“-ს შემდეგ ყველაზე ხანდაზმული ანსამბლი იყო. მათი შემოქმედებითი კარიერა „ორერა“-საზე ნელა ვითარდებოდა და ისინი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. ერთგვარად მათი უფროსი კოლეგების ჩრდილში იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამოცდაათიანების დასაწყისში გამოცემულ პირველ რამდენიმე ალბომში „დიელო“ და „ორერა“ მსგავს მუსიკალურ მასალაზე ორიენტდებოდნენ (რაც ძველი თაობის მესხვათაშორისე მსმენელში საკმაოდ სასაცილო სიტუაციას ჰქმნიდა – ზოგს „ორერა“ და „დიელო“ ერთიდაიგივე ეგონა), ოდნავი ყურადღებისას ადვილად დაიჭერთ განსხვავებას ამ ორი ჯგუფის მიდგომებს შორის. სადაც „ორერა“ უფრო მსუბუქ, ზედაპირულ pop / beat-ს მისდევდა და თავისი პოტენციალის დიდი ნაწილი საშინელი რუსულ-ქართული ქიმერების შექმნაზე გაფლანგა, „დიელო“ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ინსტრუმენტულ ნაწილს და არანჟირებას. ამასთან ერთად, დიელოს მუსიკაში ქართულ ქალაქურ მუსიკასთან და პოპთან ერთად ყოველთვის საკმაო დოზით იყო ჯაზი. ამასთან ერთად, „დიელოს“ საფირმო ნიშანი ლამაზად დაყენებული მრავალხმიანობა იყო. როცა დრო მოვა, „დიელო“-ს ადრეულ, არათანაბარ, მაგრამ საინტერესო ნამუშევრებს მივუბრუნდებით; ახლა კი მთავარ თემაზე, მათ უფრო გვიანდელ პერიოდზე ვილაპარაკოთ.

სამოცდაათიანების შუაში, „დიელო“-ს პოპ-როკ მუსიკაში ჯაზი კიდევ უფრო დომინანტური გახდა. მკვეთრად გამოიკვეთა ჩასაბერთა სექცია; მუსიკაში უფრო გახშირდა funk groove-ბი; ჟღერადობაც გაცილებით უფრო გამრავალმხრივდა. მუსიკალური პროგრესის შედეგმა არ დააყოვნა და 1975 წელს ჯგუფმა თავისი მორიგი ალბომი გამოსცა, სადაც ისინი მსმენელის წინაშე გაცილებით დახვეწილი მუსიკით წარსდგნენ.

ალბომი თავიდანვე სიურპრიზებით იწყება. სადაც წინა ალბომებს მოკლე swing ინსტრუმენტალი ან ჩვეულებრივი ქალაქური სიმღერა ხსნიდა, აქ პირველი კლასიკური, უმეტესად ინსტრუმენტული ჯაზ-როკ კომპოზიციაა. კარგი, მოფანკო რიტმული სექცია, განვითარებადი ჩასაბერების თემა და ბოლოს ლამაზი, მოკლე მრავალხმიანი ჩართვა. ზოგადი ჟღერადობა ალბათ ადრეულ Chicago-ს ჰგავს, სადაც მსგავსი ფსიქოდელიური პროტო-პროგრესივი საყვირებით იყო გაძლიერებული.

შემდეგი სიმღერა კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობაა. „მუხამბაზი“ ქალაქური სიმღერის და ფსიქოდელიური მუსიკის ასეთი პირდაპირი და წარმატებული შერწყმის უიშვიათესი მაგალითია. ნელი სიმღერა, ჰიპნოზური ბარაბნებით (ა-ლა Santana) და ერთობ მინიმალისტური საგიტარო და საკლავიშო აკომპანემენტით. ვოკალური ნაწილის არანჟირებაც ამ მომნუსხველი შეგრძნების გამოკვეთას ემსახურება. ბოლოს კი მოულოდნელად fuzz გიტარის სოლო ფეთქდება. მოკლედ, ეს სიმღერა სტილის მსოფლიო სტანადრტებით არამარტო ძლიერია, არამედ უნიკალურობაზეც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრეტენზია.

შემდეგ სიმღერას ალბათ უმეტესობა იცნობთ: ის ცნობილ ფილმ „მხიარული რომანი“-დანაა. ფილმებიდან აღებულ მუსიკას ქართული როკ-ანსამბლები ხშირად ამუშავებდნენ ხოლმე და ეს სიმღერა ამის ყველაზე კარგი მაგალითია. ამ სიმღერის არანჟირებაშიც Santana-სეული პერკუსიაა გამოსარჩევი. ეს არცაა გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ „დიელო“ ჯერ კიდევ 1972-ში უკრავდა „Soul Sacrifice”-ს.

შემოვიდა გაზაფხული“ სასიამოვნო, მელოდიური პოპ-სიმღერაა, სადაც ლამაზადაა ჩაქსოვილი ჩასაბერები მოულოდნელ barocco ორღანული შესავალთან და გადასვლებთან ერთად.

სიმღერის სიმები“ იწყება როგორც კლასიკური ქალაქური რომანსი, მაგრამ მას ნელ-ნელა ეპარება ღამის ჯაზის დახვეწილი ელემენტები, რაც ლამაზ სამხმიან ვოკალთან ერთად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ჰქმნის.

ნიბლია“-ს ალბომი ისევ ფანკ-ლიანდაგებზე გადაჰყავს. ქართული ფანკის (ან უფრო ზოგადადაც, ჯაზ-როკის) ერთი საინტერესო განმასხვავებელი ისაა, რომ იმდროინდელ აქაურ ფანკს თითქმის მთლიანად აქვს გამოცლილი soul ელემენტი და ის ჩანაცვლებულია ქართული ფოლკლორით ან ქალაქური სიმღერით. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი კი მუსიკას უცხოელი მსმენელისთვისაც საინტერესოს გახდის. „ნიბლია“ ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო დასტურია.

ბავშვობის დღეებიRare Bird-ის „Sympathy”-ს ქართულენოვანი გადამღერებაა. საინტერესოა, რომ სიმღერა ფირფიტაზე ქართველი ავტორებისთვისაა მიკუთვნებული. ეს პლაგიატი შეიძლება უბრალოდ ეშმაკური სვლა იყო სიმღერის ალბომზე გასატანად, ვინაიდან ოფიციალურად უცხოური როკ-ჰიტის შესრულება შეიძლება ცენზურას დაებლოკა.

ყვავილების ქვეყანა“-ც მოკლე ჯაზ-როკ ვარიანტშია წარმოდგენილი. მას მოსდევს ერთადერთი ოფიციალური ქავერი ალბომზე. სოულ-სტანდარტი “Sunny”, რომელსაც ყველა Boney M-ის დისკო ვერსიით მაინც იცნობს (რომელიც, სხვათაშორის, „დიელო“-საზე წელიწადნახევრით გვიან ჩაიწერა!). ესეც, იმდროინდელი ქართული ანსამბლების მიერ ინგლისური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა.

ალბომს „ხევსურული სიმღერა“ მართლაც ხარისხიან ნოტზე ხურავს. სიმღერა პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ფოლკლორული პირველი, ლამაზი, ლირიკული მეორე და ხანგრძლივი, ინსტრუმენტული ბოლო ნაწილი, სადაც ჩასაბერთა სექციას საბოლოოდ ეძლევა გასაქანი, გაიხსნას fusion ფსიქოდელიის კუთხით. ამ სიმღერის რუსული ვერსია “დიელო”-ს შემდეგ, 1977 წლის ალბომს ხსნის, სადაც ინსტრუმენტული ნაწილი კიდევ უფრო ენერგიულია და მომენტებში free jazz-ის კარზეც კი აკაკუნებს.

სხვათაშორის, ამ ალბომის მთლიანობაში შეფასება არც ისე ადვილია. ნამუშევრის ჟღერადობა მრავალმხრივია, სტილისტიკა კი ფართოდ, ბევრი მიმართულებითაა გაშლილი. აქ შეხვდებით ბევრ რამეს სოლიდური ჯაზ-როკ / ფსიქოდელიიდან ქალაქურ და პოპულარულ მუსიკამდე. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ ამ ალბომი თანაბრად ძლიერია ან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც „75“-ის და „ივერიას“ ამავე წლის ნამუშევრებმა, მაგრამ ამ აქ არის ბევრი ისეთი მუსიკალური მიგნება და სინთეზი, რასაც სხვაგან ვერსად შეხვდებით; ამიტომაც „დიელო ‘75“-ს ეგზოტიკური, ადგილობრივი არომატის მქონე ჯაზ-როკით დაინტერესებულ ყველა მსმენელთან გავუწევ რეკომენდაციას. ის, რათქმაუნდა, არ განეკუთვნება შედევრთა რიცხვს, მაგრამ საკმარისი ღირსებები აქვს. ამიტომაც, ამ ყველაფრის, ისტორიული მნიშვნელობის და მცირედი პერსონალური ბონუსის გათვალისწინებით, ალბომის შეფასება იქნება 8 / 10.

შემგომ წლებში „დიელო“-ს ჯაზ-როკ გეზი კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ სამწუხაროდ მათი ბოლო ორი ალბომი უმეტესად რუსულენოვანია, ასე რომ მათ განხილვას არ ვაპირებ. სადღაც 1980 წლისთვის ჯგუფს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა არსებობა. 1981 წელს გამოსული, „დიელო“-ს ნომინალურად ბოლო ფირფიტა კი, რეალურად, უკვე აბსოლუტურად სხვა ჯგუფის მიერაა ჩაწერილი.

გადმოსაწერი ბმული: Dielo – Dielo ’75 (1975)

რევიუ #23: მაყვალა & არჩილ ჩიხლაძეები – მაყვალა & არჩილ ჩიხლაძეები (1976)

makvala-archil

folk, pop, singer/songwriter

ტრეკლისტი:

  1. სალხინო (1:52)
  2. კართან მოდგა შემოდგომა (2:49)
  3. ხევსურული სიმღერა (2:07)
  4. Обелиск (2:48)
  5. სიყვარულის დილა (2:44)
  6. ვინც ამ გოგოს გააცინებს (1:44)
  7. Mar, Dyandya (2:17)
  8. სიჭაბუკე (2:32)
  9. ორი გული გაქვს (3:36)
  10. Santa Maria (2:47)
  11. ოსური სატრფიალო (1:43)
  12. წლები გარბიან (3:12)
  13. Pyar Hua Iqrar Hua (3:25)

შემადგენლობა:

  • მაყვალა ჩიხლაძე – გიტარა, ვოკალი
  • არჩილ ჩიხლაძე – გიტარა, ვოკალი
  • საესტრადო ორკესტრი “რერო” (1, 4, 1o, 13)

დაელაპარაკეთ მუსიკაზე თქვენს დედ-მამასა და ბებია-ბაბუას. ჰკითხეთ, რა იყო მათ დროს პოპულარული, რას ღიღინებდნენ ქუჩაში ახალგაზრდობაში, რა სიმღერებს მღეროდნენ დაბადების დღეებსა და ექსკურსიებზე… რაც არ უნდა განხვავდებოდეს თქვენი მშობლების გემოვნებები ერთმანეთისგან, ალბათ თითქმის ყველა გიხსენებთ მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეებს. მათი დუეტი იმდენად პოპულარული იყო საქართველოში, რომ ჩემს ბავშვობაშიც კი (ოთხმოცდაათიან წლებში), იშვიათი იყო სუფრა, სადაც გიტარა იყო და მათი რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერა ვინმეს არ შეესრულებინოს. ასევე, ბავშვობაში არ შემხვედრია ვინილების არც ერთი კოლექცია, რომელსაც ჩიხლაძეების მიერ ჩაწერილი გრამფირფიტა არ იყო.

ახლა სწორედ ეს ფირფიტა მინდა შემოგთავაზოთ. ის სამოცდაათიანების შუაგულში ჩაიწერა და 1976 წელს გამოიცა. როგორც მაშინდელი პოპ- (და არა მარტო პოპ-) ალბომების წესი იყო, აქ ძალიან ბევრ განსხვავებულ რამეს მოისმენთ. 13 სიმღერა 5 (!) სხვადასხვა ენაზე სრულდება (ქართულ, რუსულ, ბერძნულ, ბოშურ, ინდურ) და მართალი გითხრათ, ამ ხუთიდან 3-4-ს სულაც ამოვიღებდი ალბომიდან; მაგრამ საბედნიეროდ, ჩანაწერის უმეტესი ნაწილი უკავია იმას, რისთვისაც ეს დუეტი მართლაც ღირებულია: მარტივ, აკუსტიკურ, უაღრესად დახვეწილ ქართულ სიმღერას.

მართლაც, ძაგნიძისა და ჩხიკვაძის შემდეგ მე ასეთი დახვეწილი დუეტი არ მახსენდება. მაყვალას მდიდარ ხმას არჩილი ხშირად არაკლასიკურ, თითქოს იმპროვიზებულ კონტრაპუნქტებს ადებს, რაც ძალზედ ორიგინალურად და შთამბეჭდავად ისმის. ზოგჯერ ეს კონტრაპუნქტები ცალკეული ხმების (პირველის და მეორის) როლში გვხვდება, მაგრამ უმეტესად ეს განსხვავებები საერთოდ წაშლილია.

მელოდიზმის მხრივ, ქართული სიმღერების უმეტესობა იმდენად ძლიერია, რომ ისინი კლასიკურ სტატუსს იმსახურებს. ალბათ ყველაზე ცნობილი სიმღერაა „კართან მოდგა შემოდგომა“ – ამ სიმღერას ზოგჯერ ახლაც მღერიან ხოლმე. თუმცა ჩემი ბავშვობის სიყვარული „სიჭაბუკე“ იყო. ეს სიმღერა სოსო ებრალიძის დაწერილია და დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ უნაკლო მელოდიაზე, რომელსაც ვოკალური არანჟირება დუეტმა უზადოდ გაუკეთა.

კიდევ ერთი გამორჩეული სიმღერაა „წლები გარბიან“, რომელიც ჩემი აზრით ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართული სატრფიალო სიმღერაა… აქ რაღაც პარადოქსულად ლამაზად ერწყმება ერთმანეთს ქალაქური და ევროპული მელოდიზმი. ამ ფენომენის დეტალური ახსნა მუსიკის თეორეტიკოსებს მივანდოთ; აქ ეს საჭირო არაა. უბრალოდ მოუსმინეთ, ემოცია იგრძენით და გაიზიარეთ.

ამ შედევრების გარდა ჩანაწერზე ბევრი ბრწყინვალე სიმღერაა, ძირითადად მოკლე და ფოლკლორულ თემებზე („სალხინო“, „ხევსურული სიმღერა“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“, „ოსური სატრფიალო“).

ერთი სიტყვით, ამ უცხოური სიმღერების მაგივრად (თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს Mar, Dyandya-ს ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიაა, რაც მომისმენია და დანარჩენიც კარგადაა შესრულებული, Обелиск-ის გარდა), რომ ქართული აკუსტიკური სიმღერები ჩაესვათ, ალბომი უნაკლო იქნებოდა (სერიოზულად, 10/10-ს დავუწერდი), მაგრამ როგორც არის, ჩემი აზრით, ჩანაწერი ახლაც ძალიან ღირებულია; და პერსონალური და ემოციური ბონუსის გათვალისწინებით შევაფასებ: 8,5 / 10.

მოასმენინეთ თქვენს მშობლებს: გაახსენებთ ახალგაზრდობას, გააბედნიერებთ. სამწუხაროდ, მოგვიანებით მაყვალა და არჩილი განქორწინდნენ, თუმცა ისინი დროდადრო იკრიბებიან და ერთად გამოდიან ხოლმე. როგორც ამბობენ. 2011 წელს მათ ახალი დისკი გამოსცეს, მაგრამ ის მე არ მომისმენია.

ჩემი აზრით, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის დიდი სირცხვილია, რომ დღეს, არჩილ ჩიხლაძისნაირი მომღერალი უსახსრობის გამო შიმშილობს. YouTube-ზე მარტივად შეძლებთ მისი ახლანდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების მონახვას. მოგიწოდებთ, როგორმე დავეხმაროთ ამ კაცს; ის კიდევ ძალიან გამოადგება ქართულ კულტურას!

გადმოსაწერი ბმული: Makvala & Archil Chilkhladze – Makvala & Archil Chikhladze (1976)