2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი პირველი)

წინა წლები ქართულ მუსიკაში 2014: 1 / 2 / 3 2013: 1 / 2 / 3 / 4

2015 წელს საქართველოში წინა წელთან შედარებით არანაკლები კარგი მუსიკა დაიწერა. ვინაიდან წინა წლის შეჯამება ოდნავ დაგვაგვიანდა, მოდით, 2015-ში გამოსული ქართული მუსიკის გაზიარებას ახლავე, წლის დასრულებამდე დავიწყებ. წესისამებრ, პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ 10 ნამუშევარს.

1. Papuna – Lifeline

papuna

electronic, ambient, piano music

პაპუნა ჭუმბურიძის ფორტეპიანოზე დაფუძნებული გრილი, ჰიპნოზური ამბიენტი. მახასიათებელი მელოდიური ატმოსფერო ხშირად კრიმინალური დეტექტივის საუნდტრეკების განწყობას შეგიქმნით; თან ეს მუსიკა იმდენად მსუბუქად ისმინება, რომ შეიძლება მეორედაც დაატრიალოთ. ეს ალბომი პაპუნას მეორე ნამუშევარია.

მოსასმენი ბმული: Papuna – Lifeline

2. Z For Zulu – Better Than Dog

better than dog

alternative rock, britpop, post-grunge

ამ სტაჟიანი პოსტ-გრანჟ / ბრიტპოპ ბენდის პირველი სტუდიური ნამუშევარი, რომელიც სავსეა კარგად პროდუსირებული, მელოდიური, კომერციული პოტენციალის მქონე სიმღერებით. ძალიან ხალასი, დინამიკური ალბომია – სტილის მოყვარულებს ძალიან მოგეწონებათ.

მოსასმენი ბმული: Z For Zulu – Better Than Dog

3. Lasha Bochorishvili – Oldman

oldman

progressive rock

ეს ლამაზი ალბომი მოიცავს ლაშა ბოჭორიშვილის მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაწერილ 7 ინსტრუმენტულ ნაწარმოებს, რომელთა მელანქოლიური არანჟირებები გამდიდრებულია მისი საფირმო შაკუჰაჩით და გიორგი იობაშვილის ვირტუოზული ბასით. რეკომენდებულია ინსტრუმენტული პროგ-როკის მოყვარულთათვის.

მოსასმენი ბმული: Lasha Bochorishvili – Oldman

4. Aux Field – Imaginable Layers

aux fields

progressive electronic, ambient

Aux Field = რეზო ღლონტს. ეს ალბომი კი არის შედევრი, სადაც სამოცდაათიანების გერმანული პროგ-ელექტრონული სტილი იდეალურადაა შერწყმული თანამედროვე ექსპანსიურ მიდგომებთან. უნაკლო საუნდი და მინიმალისტური, მაგრამ დახვეწილი მელოდიზმი ერთად საოცარ ეფექტს ქმნის. ტრადიციული ელექტრონიკის ბერლინური სკოლის (განსაკუთრებით Cluster-ის) მოყვარულთათვის ამ ალბომის მოსმენა არის აუცილებელი!

მოსასმენი ბმული: Aux Field – Imaginary Layers

5. Dudey – Dudey’s Doodles (EP)

dudey

vocal house

ქრისტინა „Dudey” ავსარქისოვას EP-ში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შეიძლება კარგი songwriting-ის შეთავსება ჰაუსისნაირ მინიმალურ სტილებთან. ცარიელი საუნდი, მონოტონური ვოკალური პარტიები და მინიმალური, მაგრამ ძალიან ჩამთრევი მელოდიური hook-ები, გოთიკური და პოპ ატმოსფეროების უცნაურ კომბინაციას ჰქმნის; ამას დავუმატოთ ძალიან კარგი, დახვეწილი ტექსტები. მოკლედ, რეკომენდაციები – ეს ჩემთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ჩანაწერია.

6. Inspired Machine – Innblástur (EP)

innblastur

post-rock, ambient

ლევან სიდიანის ინსტრუმენტული პოსტ-როკ სოლო-პროექტი, ორიენტებული ატმოსფერულ, მელოდიურ მუსიკაზე, ამბიენტის დიდი დოზით. ამ EP-ს გარდა Inspired Machine-მ კიდევ გამოსცა split-ი „Spirit Karasu” პოსტ-როკ პროექტ Deus Ex Machina-სთან ერთად. ტრივია: ბენდის სახელი შთაგონებულია სამოცდაათიანების ფინურ პროგ-როკ ბენდ Wigwam-ის ერთ-ერთი სიმღერით.

მოსასმენი ბმული: Inspired Machine – Innblástur (EP)

7. Of Noah – The Cheapest Dream

ofnoah

post-metal

თუკი ბიკო ასკურავას და რომან ხომასურიძის დუეტის პირველი ალბომი „Where Things Grow Without Light” გემძიმათ, მაშინ მათი მეორე ნამუშევარი ჩართეთ. „The Cheapest Dream” კიდევ უფრო დამძიმებულ, ინტროვერტულ, პარანოიულ, ხშირად ეპიკური მასშტაბების პოსტ-მეტალს შეიცავს. ძალიან კარგი ალბომია, ოღონდ მოსმენის წინ მოემზადეთ – ის მთელს თქვენ ყურადღებას მოითხოვს.

მოსასმენი ბმული: Of Noah – The Cheapest Dream

8. Stellar Flux – Fluxadelic

stellar flux

psychedelic trance

ძალიან საინტერესო ფსიქოდელიური ტრანს-ტრიო, რომელიც სამი გამოცდილი ელექტრონული მუსიკოსის Obrigado-ს, 2kija-ს და In Deed-ისგან შედგება. მათ პირველ ალბომზეც კლიშე ტრანს-მელოდიების ნაცვლად მუსიკალური აქცენტი ატმოსფერულ განვითარებაზე კეთდება. არის სხვა სტილების (მაგ. ტექნო) ოდნავი გავლენები, მაგრამ აქ ისინიც ფსაიტრანს ატმოსფეროს ემსახურება. რეკომენდებულია სტილის მოყვარულთათვის, ძალიან ხალასი მოსასმენია.

მოსასმენი ბმული: Stellar Flux – Fluxadelic

9. Ennui – Falsvs Anno Domini

ennui

death doom metal

David Unsaved-ის და სერგი შენგელიაdoom metal პროექტის რიგით მესამე ალბომი, უკვე რამდენიმე დასავლელი სტუმრის მონაწილეობით. აქ ბენდმა თავის ლამაზ ლამენტურობას უკვე ენერგიული death metal აფეთქებები დაუმატა და წინაზე კიდევ უფრო გრანდიოზული ატმოსფერულობა მიიღო. ასე რომ, წინა ორი ალბომის მაღალ სტანდარტებს არც ეს ნამუშევარი ღალატობს.

მოსასმენი ბმული: Ennui – Falsvs Anno Domini

10. Mindstreaming – Mind Enclosure

mindstreaming

traditional electronic

ამ წლის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ქართული ელექტრონული აღმოჩენა – ძალიან ლამაზი ტრადიციული ელექტრონული ალბომი, მშვენიერი ინსტურმენტული პარტიებით, ჯაზის გავლენებითა და გამართული მელოდიზმით. „Dancing in the Unconscious Mind“ კი უბრალოდ, ეპიკურია. არ გამოტოვოთ!

მოსასმენი ბმული: Mindstreaming – Mind Enclosure

4 thoughts on “2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი პირველი)

  1. […] 2015 წლის მუსიკალურ მიმოხილვას. პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ 10 ალბომი. […]

  2. Drvg says:

    ისეთი შთაბეჭდილევა დამრჩა თითქოს ეს სია высосана из пальца, როგორც რუსევი იტყვიან. ნაწილი პირველად ვიხილე საერთოდ, ნაწილი წლევია ერთსა და იმავეს ატრიალევს, სხვადასხცა ოდნავი ვარიაციებით, გინდა გამოსულა ეგ ალბომევი, გინდა არა. თვალს მოაკლდა VINYL (Backwarmer), ჩემი აზრით ბოლო პერიოდის (საკმაოდ ხანგრძლივი ბოლო პერიოდის) ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია და ზალიან უცნაურია რომ აქ არ არის. ასევე გამიკვირდა სიაში Psychonaut4-ს Dipsomania-ს არ ყოფნა, ერთადერთი ქართული ბენდია, რომელიც გასცდა საზღვრევს და საერტოდ ახალი რამე შექმნეს მთლიანად DSBM სცენაზე. Of Noah-ს დანახვამ გაასწორა, ლაუდსპიქერზე წინ რომ არის и то хлеб. 20 ალბომირომ შეარჩიო 100 მაინც უნდა იყოს გამოსული, ”24 ალბომი გვაკვს, მოდი 20ს ავარჩევ”-ს მაგონევს ეს სია.🙂

    • thandrus says:

      ესაა მუსიკალური 2015-ის შეძლებისდაგვარად სრული მიმოხილვა და არა best-of სია. ამიტომაც ეს მიმოხილვა მინიმუმ 4-ნაწილიანი იქნება და თქვენს მიერ ჩამოთვლილი ალბომები რათქმაუნდა, დაიდება. ნომრები კი არაა “ადგილები” – ისინი უბრალოდ მისათითებლად და ადვილად მოსანახადაა დანომრილი. იმასაც შეამჩნევდით, რომ რაც ალბომებზე წერია, ის ძირითადად აღწერაა და არა შეფასება. ეს ბლოგი ინფორმაციას აზიარებს – შეფასებით კი მსმენელმა შეაფასოს🙂

  3. […] იქიდანვე, სადაც გავჩერდით. პირველ და მეორე ნაწილებში მიმოვიხილეთ 2015 […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s