2014 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

პირველი და მეორე ნაწილების შემდეგ, მესამე ნაწილში, რომელიც ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა, კიდევ 10 ქართველი მუსიკოსის ალბომებს გაგაცნობთ.

21. 13DPST – Que

 13dpst

ambient, drum’n’bass. glitch

ელექტრონული მუსიკოსი თორნიკე კვანჭიანი ამ ალბომზე წარმოგვიდგენს მსუბუქ, მოტივტივე ამბიენტს drum’n’bass-ის და ოდნავი glitch-ის ელემენტებით. ნაწარმოებები მოკლეფორმატიანია, რაც კიდევ უფრო მეტად ეხმარება ალბომს ამ სიმსუბუქის შენარჩუნებაში. მოკლედ, ალბომი გაზაფხულის წვიმიანი შუადღისთვის.

მოსასმენი ბმული: 13DPST – Que

22. David Datunashvili – Composure

Composure+Cover

experimental, ambient, field recordings, plunderphonics

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სოლო-ალბომი chillwave პროექტ Okinawa Lifestyle-ს ერთ-ერთი წევრისგან. ალბომის ატმოსფეროების კონტრასტი, ეკლექტური სემპლინგი (თითქმის ყველაფერია აქ არეული, ქართული სუფრული სიმღერებიდან, ანონიმურ ფანკ-ვოკალურ მოტივებამდე) ამ მუსიკის ძალიან ყურადღებით სმენას მოითხოვს, მაგრამ ამ ხანგრძლივი ნამუშევრის ჩამთავრებისას შეუძლებელია, არ დააფასო ავტორის გაწეული სამუშაო და ორიგინალური ხედვა.

მოსასმენი ბმული: David Datunashvili – Composure

23. Edi Line – Echo From The Future

cover

traditional electronic, pop, new age

უპრეტენზიო, მაგრამ ძალიან გულწრფელი, ნოსტალგიური და რაც მთავარია, ხშირად ამაღლებული განწყობის მატარებელი ელექტრონული ნამუშევარი – ალბომის ვრცელი განხილვა იხილეთ აქ.

მოსასმენი ბმული: Edi Line – Echo From The Future

24. Bakradze – Letter (EP)

bakradze

house, garage, ambient

Bakradze იგივე Gacha-ა. ამ ალტერნატიული სახელით გამოცემულ ჩანაწერში მისი მახასიათებელი სტილები, ამბიენტი, ჰაუსი და გარაჟია შერწყმული, მაგრამ აქ გაცილებით უფრო მეტი ჰაუსი, დინამიკა და მელოდიებია, რაც მომენტებში Legowelt-ის მუსიკას მოგაგონებთ.

მოსასმენი ბმული: Bakradze – Letter (EP)

25. Aghnie – Polymorphs vol. 1 / vol. 2: With Every Flame / vol. 3: Thru Tear

aghnie1

aghnie2

aghnie3

experimental, dark ambient

ეს იკა ჯოჯუას ძალიან მრავალმხრივი ელექტრონული პროექტია. Polymorphs-ის სამ ნაწილში კი მუსიკა ძალიან ავისმომასწავებელ ამბიენტ-ტერიტორიაზე იმყოფება, თან ძირითადად გამოყენებულია ქართული საეკლესიო გალობის სემპლები. უცნაური, მაგრამ საინტერესო რამეა. ეს ორი კომპოზიცია Polymorphs vol. 3-ში შედის.

მოსასმენი ბმული: Aghnie – Rupture / Between Iron And Flesh (from Polymorphs vol. 3)

26. George Shaman – Inception / Into Chaos

shaman

shaman2

ambient, house, minimal techno

ეს ორი home-made ალბომი წარმოგვიდგენს ამბიენტის, ჰაუსის, მინიმალ-ტექნოსა და ტრანსის მრავალფეროვან ნაზავს, აქცენტით ტრადიციულ, არადეფორმირებულ ელექტრონულ საუნდ-პალიტრაზე.

მოსასმენი ბმული: George Shaman – Inception / Into Chaos

27. deep Nature – Genesis / Reminiscence

deep nature1

deep nature2

ambient, downtempo

ასევე ორი ალბომი, რომელიც კარგად დაყენებულ ამბიენტს მრავალ სხვადასხვა გავლენას უთავსებს და საბოლოოდ ხან მსუბუქ lounge, ხან garage, ხანაც კი post-rock განწყობას იღებს.

მოსასმენი ბმული: deep Nature – Genesis / Reminiscence

28. Vakouz – Shirley Lost 230 Pounds (EP) / 7 Theaters

vakouz

vakouz2

rap, hip-hop, electronic

საინტერესოდ პროდუსირებული ინგლისურენოვანი რეპ-ნამუშევრები, სადაც საკმაოდ მასიური სემპლინგი შეთავსებულია ორიგინალურ მელოდიურ (ძირითადად ნეო-სოულ) თემებთან. საინტერესოა ის, რომ მომენტებში დასემპლილია რანდომული დიალოგებიც, რაც ალბომს კინემატურ ატმოსფეროს ანიჭებს.

მოსასმენი ბმული: Vakouz – Shirley Lost 230 Pounds (EP) / 7 Theaters

29. Neko Alamut – … And Rise Of The New Psychedelic Cats From Hell (EP)

nekoalamut

breakbeat, minimal techno, hip-hop

მოკლე EP, სადაც ბრეიკბიტი, მინიმალ-ტექნო და ჰიპ-ჰოპი აბსტრაქტულ ამბიენტ-ატმოსფეროშია გადაწყვეტილი.

მოსასმენი ბმული: 29. Neko Alamut – … And Rise Of The New Psychedelic Cats From Hell (EP)

30. Jordan Blacksmith – Jordan Blacksmith (EP)

jordan

breakbeat, ambient

მოკლე, მაგრამ კარგად დაწერილი და ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი EP, მოკლე ინტერლუდიით, ბრეიკბიტ-კომპოზიციით და ერთი საინტერესო ამბიენტ ნაწარმოებით, რომელიც ორიგინალურად, ნელ-ნელა იძენს ბიტს.

მოსასმენი ბმული: Jordan Blacksmith – Jordan Blacksmith (EP)

2 thoughts on “2014 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s