2014 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

განვაგრძობთ 2014 წელს ჩაწერილი ქართული მუსიკის მიმოხილვას. პირველ ნაწილში შემოგთავაზეთ 10 მუსიკოსის 11 ჩანაწერი. ახლა წარმოგიდგენთ მუსიკოსთა შემდეგ ათეულს.

11. IC122 – Efflorescence / IC122 Invades The Jazz / Stargazer / Stargazer II / Random Works vol 1 & 2 / 122///C (feat. Mindstreaming)

IC1IC2 IC3 IC4 IC5 IC6 IC7  

electronic, microhouse, glitch, jazz, plunderphonics, ambient, folk

სანდრო თავართქილაძე ალბათ ბოლო წლების ყველაზე მეტად პროდუქტიული ქართველი მუსიკოსია. 2014-ში მან 7 (!) ალბომი გამოსცა და როგორც ჩანს, ის ტემპის დაგდებას არ აპირებს. რაც ყველაზე სასიხარულოა, უკლებლივ ყველა ნამუშევარი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია – მაგალითად, Efflorescence ეფუძნება ძალზედ ეკლექტურ ფოლკ-სემპლინგს ელექტრონული მოდულაციებით, IC122 Invades The Jazz ჯაზურ vibe-ს განსხვავებულ ელექტრონულ ნიუანსებს არგებს, Stargazer და Stargazer II კი ძალიან საინტერესოდ გაკეთებული პულსური ambient / glitch-ია.

მოსასმენი ბმული: IC122 – Discography

12. Elsinor – Elsinor

Elsinor

progressive rock, blues rock

Atomic Rooster-ის პროგრესული ბლუზ-როკით ინსპირირებული ამ ალბომის საუკეთესო ელემენტია ორღანისა და გიტარის დუელით დატვირთული საინტერესო ინსტრუმენტული პასაჟები, რომლებიც მიანიშნებენ იმ გეზს, საითკენაც ბენდს თავისი მუსიკის განვითარება კარგად შეუძლია.

მოსასმენი ბმული: Elsinor – Elsinor

13. Gela Guralia – Dream Of Me

gelaguralia

classical crossover, pop

გელა გურალია რუსული „X-factor”-ის გამარჯვებულია. ნინა სუბლატის მსგავსად, მანაც ოპერატიულად ჩაწერა ალბომი მსგავსი შედეგებით. ნამუშევარი კარგად წარმოაჩენს მის ორიგინალურ და ლამაზ ხმას, მაგრამ სტილისტურად გაბნეული და ფოკუსმოკლებულია – შეხვდებით ბევრ რამეს: ინგლისურენოვან ბლუზს, ქართულ და რუსულ პოპს – უმეტესად ორკესტრული აკომპანემენტით.

მოსასმენი ბმული: Gela Guralia – Dream Of Me

14. Gacha – When The Watchman Saw The Light (EP)

gacha

ambient, garage house, techno

ძალიან უპრეტენზიოდ, მაგრამ გემოვნებით არანჟირებული. house-შეზავებული ambient / garage ალბომი, კომფორტულობის მაღალი დონით. რელიზი გამოსულია ლეგენდარულ ელექტრონულ ლეიბლ Apolloზე, სადაც მან 2015-ში უკვე სრული ალბომიც გამოსცა.

მოსასმენი ბმული: Gacha – When The Watchman Saw The Light (EP)

15. Evidence The Lost – Local Schizophrenia

 evidence

brutal death metal

„კლასიკური“, კომპეტენტურად შესრულებული brutal death მეტალი, თავისი ყველა საჭირო ინგრედიენტით, growling-ით, მძიმე რიფებით, მომენტებში ოდნავი ჩახუჭუჭებებითაც. მართალია, მე მათი სადებიუტო EP მირჩევნია, მაგრამ ეს ალბომიც კარგია და ამ ჯგუფს განვითარების პოტენციალი და რესურსები აშკარად ემჩნევა.

მოსასმენი ბმული: Evidence The Lost – Local Schizophrenia

16. Zuricha – Lunar (EP)

zuricha

ambient house ეს ქართული ალტერნატიული სცენის ვეტერანის, ზურა ძაგნიძის ელექტრონული პროექტია. წლების განმავლობაში მას აქვს დაკრული Afternoon Version-ში, Izbuha-ში, Veli Ulevi-ში და სხვა ბევრ ბენდში, ძირითადად გიტარაზე. ამ EP-ზე Sikha-ც მღერის Afternoon Version-იდან. ჩანაწერი, თავისი ჰიპნოზურობის მიუხედავად დატვირთულია პატარ-პატარა ეკლექტიური მოტივებით, რის წყალობითაც ეს თითქოსდა კომფორტული მუსიკა ამასთანავე ძალიან მდიდარი და დახვეწილია.

მოსასმენი ბმული: Zuricha – Lunar (EP)

17. The Groove – Meditate

Cover

funk rock, pop rock, blue-eyed soul

მელოდიური როკ-ალბომი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა. ჯგუფი თავის მსმენელად Sting-ის და The Rolling Stones-ის მოყვარულებს მოიაზრებს და ალბათ ეს სიმართლესთან ახლოსაა (უბრალოდ მე Phil Collins-ის სოლო-მუსიკის მოყვარულებსაც ვურჩევდი, გაესინჯათ) – ალბომში შერწყმულია ცოტა ფანკი, ოდნავი ბლუზი, როკენროლი და დიდი დოზით – ბალადურობა.

მოსასმენი ბმული: The Groove – Meditate

18. მგზავრები – მგზავრული / In Vino Veritas

mgzavrebi1 mgzavrebi2

pop rock, folk rock

გასაგებია, რომ ეს ბენდი სხვადასხვა წრეებში ერთმანეთის საპირისპირო ემოციებს იწვევს, მაგრამ ვერავინ უარყოფს მათ პროდუქტიულობას და წინა ნამუშევრებთან შედარებით, მუსიკის ნაბიჯ-ნაბიჯ დახვეწას. 2014-ში მათ 2 ალბომი გამოსცეს, სადაც უფროდაუფრო ნაკლებადაა (თუმცა მაინც შესამჩნევია) ის მუხტი, რომელიც ძალიან ბევრს ასე არ მოსწონს. მოკლედ, მოუხდათ უკრაინა.

მოსასმენი ბმულები: Mgzavrebi – Mgzavruli / In Vino Veritas

19. TSU Gordela – TSU Gordela

gordela

folk

„გორდელა“, მსგავსი ფოლკლორული კოლექტივებისგან პირველ რიგში თავისი ინსტრუმენტული ვირტუოზობით გამოირჩევა. მათი საკონცერტო ჩანაწერები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. რამდენიმეწლიანი არსებობის შემდეგ მათ წინა წელს ბოლოსდაბოლოს მოახერხეს თავიანთი სადებიუტო ალბომის ჩაწერა. ამ კომპეტენტური, მაგრამ ოდნავ დაფანტული ალბომის საუკეთესო მომენტებიც, როგორც მოსალოდნელია, ისაა, სადაც მათი ინსტრუმენტული პოტენციალი ბოლომდეა გახსნილი – ალბომის ბოლოს, ფოლკ-სუიტაში. ჩემი აზრით, მათს შემდეგ ალბომს ფოკუსირებული და უფრო რთულ კომპოზიციურ გეზი ძალიან გამოადგება. YouTube-ზე შეგიძლიათ მოისმინოთ რამდენიმე სიმღერა ალბომიდან.

მოსასმენი ბმული: TSU Gordela – Samshoblo / Gabrtskindeba Sakartvelo / Qartuli Suita

19. Sophie Villy – Dress

sophie villy dress

indie rock

სულ რამდენიმე წელიწადში, სოფო ხუციშვილმა ძალიან მოუმატა, პირველ რიგში, როგორც კომპოზიტორმა. სიმღერები ფორმატით არაა რთული, მაგრამ ალბომის არანჟირება, მისი ატმოსფერო და დინამიკა ძალიან ზუსტ დეტალებშია გათვლილი. შედეგად, მის თითქოსდა სათუთ ინდი-როკს დიდი ენერგიული პოტენციალი აქვს, რაც Tbilisi Open Air-ზე მისმა გამოსვლამაც დაამტკიცა.

მოსასმენი ბმულები: Sophie Villy – Dress (Full Album, Deezer) / Dress (Most Of The Songs, Soundcloud)

3 thoughts on “2014 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

  1. […] და მეორე ნაწილების შემდეგ, მესამე ნაწილში, […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s