2014 ქართულ მუსიკაში (ნაწილი პირველი)

ამ პოსტის დასრულება ძალიან დამაგვიანდა. რატომღაც მიმაჩნდა, რომ ჩაწერილი მუსიკის მხრივ, 2014 წელი საქართველოში ერთი დიდი ჩავარდნა იყო, მაგრამ რაც დრო გავიდა და ნელ-ნელა მასალების მოძიება შევძელი, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილა, როგორც ადრე მეგონა და საბოლოოდ ვიშოვე 30 ქართველი მუსიკოსისა თუ ბენდის ალბომი და EP, რომელიც სტილთა მრავალფეროვან პალიტრას მოიცავს. 2013-ის ალბომების მსგავსად, ამ ნამუშევრებსაც 3 ნაწილად წარმოგიდგენთ. იყო პროექტებიც, რომლებმაც 2014 წელს რამდენიმე ალბომი გამოსცეს – მათი ალბომები გაერთიანებულია. ძალიან გთხოვთ, თუ თქვენ იცით ალბომი, რომელიც ამ სიაში ვერ მოხვდა, შემატყობინეთ აქვე კომენტარებში და სიამოვნებით ჩავამატებ.

1. The BearFox – Holding You (EP)

bearfox

ambient pop, indie pop

ამ პროექტსა და ალბომზე ვრცლად უკვე აქ ვილაპარაკეთ, ასე რომ მათ დიდი წარდგენა არ სჭირდებათ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე არ მახსოვს, საქართველოში ბენდს ასე მალე მოეპოვებინოს ამხელა პოპულარულობა – და ისინი ალბათ კიდევ უფრო მეტად განვითარდებიან.

მოსასმენი ბმული: The BearFox – Holding You (EP)

2. წერილი – დანგრეულ სახლში

 tserili

gothic rock

ქართული ალტერნატიული სცენის ვეტერანებმა (ისინი 1996 წელს დაარსდნენ, როგორც „ამორალი“) მეოთხე სტუდიური ალბომი გამოსცეს. ეს ნამუშევარი წინებთან შედარებით უფრო მეტად ემყარება აკუსტიკას, მაგრამ გია თოიძის სახასიათო მანერა და მუსიკის პირქუში, გოთიკური ატმოსფერო ისეთივე საფირმოა, როგორც ადრე. ლინკზე შეგიძლიათ მოისმინოთ ალბომის რამდენიმე სიმღერა.

მოსასმენი ბმული: Tserili – Dangreul Saxlshi

3. გიორგი ერგემლიძე – 9

ergemlidze9

indie rock, baroque pop

მუსიკოსის მეორე სოლო-ალბომი (პირველი Ergland-ის სახელის ქვეშ იყო), სადაც პოპ-ექსპერიმენტები წინაზე უფრო მეტად განვითარებული და დახვეწილია, ზოგჯერ არასერიოზულ, ზოგჯერ კი რომანტიკული ტექსტებით დატვირთული ინდი-როკი ძალიან შემოქმედებითად ასინთეზებს ბევრს სხვადასხვა გავლენას The Beatles-ისეულ baroque pop-თან, რაც ჩემი აზრით, ამ ალბომის მთავარი ათვლის წერტილია. როგორც მსგავსი ახლის მაძებარი ალბომების უმეტესობა, ესეც ოდნავ არათანაბარია, მაგრამ პირველი ნამუშევრისგან განსხვავებით, აქ არაა გამოკვეთილად სუსტი სიმღერები და მთლიანად ალბომიც ძალიან გემრიელად ისმინება.

მოსასმენი ბმული: Giorgi Ergemlidze – 9

4. George Obsvell – You Can Walk (Remaster)

 youcanwalk

progressive rock, crossover prog

მართალია, ეს ნომინალურად 2012 წლის ალბომია, მაგრამ მისი რემასტერი მხოლოდ წინა წელს გამოვიდა და გავრცელდა. ვისაც გიზიდავთ ინტენსიური და თანაც მრავალფეროვანი პროგ-როკი, ვირტუოზული ბას-პირუეტებით და მომენტებში გიტარის მასიური რიფებით და სოლოებით, გიორგი იობაშვილის ეს ალბომი ძალიან მოგეწონებათ, ბონუსად კი Frank Zappa-ს “Muffin Man“-ის ძალიან კარგ ქავერსაც მიიღებთ.

მოსასმენი ბმული: George Obsvell – You Can Walk

5. Oimactta – Bad Trips (EP) / Tractarent (EP)

 oimactta1

 
oimactta2

waporwave, ambient

პროექტი, რომელიც ჯერ მხოლოდ თავისი სახელით მიგიზიდავს. OIMACTTAObjects In the Mirror Are Closer Than They Appear”-ის შემოკლებაა. მუსიკის მხრივ, ესაა უნაკლო ხმის რეჟისურის მქონე სემპლებით დატვირთული waporwave / ambient-ი – დაახლოებით Oneothrix Point Never-ის უფრო სადა, მარტივი ვარიანტი.

მოსასმენი ბმულები: Oimactta – Bad Trips (EP) / Tractarent (EP)

6. Signs – United In Tragedy

cover

symphonic black metal

ძალიან გამოცდილი მუსიკოსებისაგან შემდგარი ამ ბლექ-მეტალ ბენდის ალბომის მუხტი, ჩემი აზრით ვერ შეედრება წინა ნამუშევრის ხალას, ქარიშხლიან ენერგიას, მაგრამ ამ სტილის სიმფონიური განხრის მოყვარულებისთვის საყვარელი ელემენტები აქ მაინც ბლომადაა.

მოსასმენი ბმული: Signs – United In Tragedy

7. Nina Sublatti – Dare To Be

Nina Sublatti - Dare To Be-2 (Cover)

pop rock, alternative rock, dubstep

შეიძლება ითქვას, რომ ეს ალბომი შოუბიზნესის ასეთი ფიგურებისთვის სახასიათო ნამუშევარია. ვოკალური კონკურსის სენსაცია ოდნავ ნაჩქარევად გააქანეს სტუდიაში და შედეგად გვაქვს მოკლე 10-სიმღერიანი სტილის მხრივ მხრივ მიმობნეული ალბომი, საიდანაც 5 ქავერია. ნინას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი დაწერილი მასალა ძალიან კარგია და ალბომში სხვის სიმღერებზე არანაკლებ საინტერესოა. კარგად მოსასმენი ალბომია, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა, მისთვის ოდნავ დაეცლიათ და აქ ის სიმღერებიც შესულიყო, რომლებიც მან ახლახანს დაწერა.

მოსასმენი ბმული: Nina Sublatti – Dare To Be

8. Mindstreaming – Leaves Are Falling (EP)

mindstreaming

traditional electronic, jazz, abstract hip-hop

ეს პროექტი ჩემთვის წლის ელექტრონული აღმოჩენაა. ჯაზის, ჰიპ-ჰოპის და მელოდიური ელექტრონული მუსიკის ეს ძალზედ დახვეწილი კომბინაცია დიდ ემოციურ ეფექტს იწვევს. ამ EP-ს ლუკამ (რომლის გვარიც არ ვიცი) 2015 წელს კიდევ უკეთესი ალბომი მიაყოლა, რომელზეც შემდგომში აუცილებლად ვილაპარაკებთ. გამოტოვებას არავის გირჩევთ!

მოსასმენი ბმული: Mindstreaming – Leaves Are Falling (EP)

9. The Mins – Blind World (EP)

 themins

crossover prog, alternative rock

The Mins-ის 5-სიმღერიანი სადებიუტო EP წარმოგვიდგენს ძირითადად Muse-ით ინსპირირებულ, რადიო-ფორმატულ crossover prog-ს, ზუსტი არანჟირებებითა და დასამახსოვრებელი მელოდიზმით. ძალიან კარგი დასაწყისია და მათ ამ პირველ ნაბიჯს მალე სრული ალბომიც მოჰყვება.

მოსასმენი ბმული: The Mins – Blind World (EP)

10. Khatia Buniatishvili – Motherland

buniatishvili

classical, piano music

კარგი, მსუბუქად დაკრული კლასიკური საფორტეპიანო ალბომია, მუსიკის დიდი ვარიაციით (არის ბევრი რამე ბახიდან ლიგეტიმდე), მაგრამ ალბომის სახელიდან გამომდინარე უფრო მეტ ქართულ კლასიკურ მუსიკას ველოდი. ორი ქართული ნაწარმოებიდან საინტერესოა მეგრული სიმღერა „ვა გიორქო მა“-ს სოლო-საფორტეპიანო არანჟირება, რომელიც მგონი თვითონ ბუნიათიშვილმა გააკეთა.

მოსასმენი ბმული: Khatia Buniatishvili – Motherland

5 thoughts on “2014 ქართულ მუსიკაში (ნაწილი პირველი)

  1. Kid A says:

    Reblogged this on Robotmus.

  2. […] ქართული მუსიკის მიმოხილვას. პირველ ნაწილში შემოგთავაზეთ 10 მუსიკოსის 11 ჩანაწერი. […]

  3. […] პირველი და მეორე ნაწილების შემდეგ, მესამე ნაწილში, რომელიც ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა, კიდევ 10 ქართველი მუსიკოსის ალბომებს გაგაცნობთ. […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s