რევიუ #85: ეთერ იოსებიძე – ეთერ იოსებიძე (2008, 80-იანების ჩანაწერები)

eteriosebidze

pop

ტრეკლისტი:

  1. მე მოვალ შენთან (3:47)
  2. უნდა გითხრა* (5:12)
  3. 1+1 (4:00)
  4. ჯარისკაცები (3:14)
  5. ო, როგორ გითხრა (3:07)
  6. ვინ იცის (2:56)
  7. ბილიკი მღერის (3:47)
  8. მონატრება (4:27)
  9. სიმღერა თბილისზე (4:04)
  10. გელოდი (3:36)
  11. არ შემეკითხო (2:19)
  12. ვედრება (ისევ აპრილი დგება) (3:11)
  13. თოვლი მოსულა (2:53)
  14. სალაღობო (1:26)
  15. სიყვარული ყველას უნდა (2:06)
  16. მე მოვალ შენთან (4:11)

* – ეს სიმღერა უკეთესი ხარისხით მოცემულია 1991 წლის კომპილაციაზე, რომელსაც ასევე გთავაზობთ.

შემადგენლობა:

  • ეთერ იოსებიძე – ვოკალი, ფორტეპიანო
  • ნიკა დოლენჯაშვილი – ვოკალი (8, 13)
  • დავით ტურიაშვილი – ვოკალი (3, 6)
  • ნათელა იოსებიძე – ვოკალი (7)
  • საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო სიმფონიური საესტრადო ორკესტრი.

როდესაც ქვეყანა ტერიტორიულად პატარაა, მუსიკალური ინდუსტრია ბოლომდე არაა გამართული და მუსიკის გაშუქებაც იდეალურად არ ხდება, ეს მის ესტრადაზეც აისახება. საბჭოთა დროის ქართული ესტრადა გაჯერებული იყო პოპულარული შემსრულებლებით – ასეთი კონკურენციის გამო ხშირად ძალიან ნიჭიერი მომღერლები შედარებით ჩრდილში რჩებოდნენ. ვინაიდან მაშინ ჩამწერი ინდუსტრია ძირითადად უკვე პოპულარულ მომღერლებზე აკეთებდა აქცენტს, ახალმოსულებს ძალიან უჭირდათ ამ „ელიტაში“ შეჭრა.

ეთერ იოსებიძის სახელი და გვარი ბევრისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, ნაკლებად იქნება ცნობილი, მაგრამ ქართული პოპ-ესტრადის მცოდნეთათვის ის ძალიან ბევრს ნიშნავს. ცნობისათვის „იმღერე რამე“-ს საუკეთესო ვერსია, რომელიც კ/ფ „მხიარულ რომანშია” გამოყენებული, იოსებიძის ნამღერია – სამწუხაროდ ფილმის მემონტაჟის სულელური გადაწყვეტილებით, სიმღერა ფილმში შუაზე წყდება და აუდიოს ორიგინალი იმის შემდეგ ალბათ აღარავის მოუსმენია.

მისი კარიერა სამოცდაათიანების დასაწყისში დაიწყო, როდესაც მან ტელეფესტივალ „ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“-ში გაიმარჯვა. მომდევნო ათწლეულში ის პერიოდულად გამოდიოდა კონცერტებით, მაგრამ 1989 წელს მისი ადრეული გარდაცვალების შემდეგ მისი სიმღერების მხოლოდ მხოლოდ იქით-აქეთ გაბნეული ჩანაწერები შემორჩა, საიდანაც რამდენიმე 1991 წელს ვინილზე გამოვიდა.

საბედნიეროდ, 2008 წელს, მცირე ტირაჟით, მაგრამ მაინც გამოვიდა მისი სიმღერების დისკი. რომელმაც ნათლად ცხადჰყო იოსებიძის დიდი საშემსრულებლო და პოპ-კომპოზიციის ტალანტი. დისკზე ძირითადად განთავსებულია ოთხმოციანებში, სხვადასხვა დროს, ძირითადად კონცერტებზე ჩაწერილი მასალა, ძირითადად ორკესტრული აკომპანემენტით. ამ 15 სიმღერიდან რამდენიმე („უნდა გითხრა“, „1+1“, „ვინ იცის“, „მონატრება“) ბრაზილიური ჯაზის ოდნავი გავლენის მატარებელი, ლამაზი პოპ-სიმღერაა; ზოგიერთი („მე მოვალ შენთან“, „ჯარისკაცები“ „ბილიკი მღერის“) ნელი, ემოციური ბალადაა; 2-3 სიმღერას კი იოსებიძე ფორტეპიანოზე ასრულებს და საოცარია, როგორ საინტერესო ხდება ქალაქური მუსიკა მისი ფერადი ტემპერამენტის წყალობით; „ვედრება (ადამიანი)“ კი თავისუფლად დაუდგება გვერდზე ინოლა გურგულიას ყველაზე სულში ჩამწვდომ, გულწრფელ სიმღერებს.

არის რამდენიმე ნაკლებად შთამბეჭდავი სიმღერაც, მაგრამ ნათელია, რომ ამ დისკის დიდი ნაწილი იმდროინდელი საესტრადო პოპ-მუსიკის მწვერვალებს შორისაა. გასაგები მიზეზების გამო, კრებული არაა სრულად ინტეგრირებული, მაგრამ სამაგიეროდ წარმოგვიდგენს ეთერ იოსებიძის მუსიკის ძალზედ მრავალფეროვან პალიტრას და თან შემდგენლებმა დავიწყებას გამოსტაცეს ქართული პოპ-მუსიკის ბევრი ულამაზესი მომენტი. ამ ყველაფრის საერთო მნიშვნელობის გამო, ჩემგან ამ დისკს 8,5 / 10 და იმედია ოდესმე ტელევიზიის ან რომელიმე სხვა არქივიდან კიდევ ამოტივტივდება მისი სხვა, გამოუქვეყნებელი სიმღერები.

P.S.

ამ დისკთან ერთად გთავაზობთ ეთერ იოსებიძის 1991 წელს გამოსულ კრებულს, სადაც ამ დისკის რამდენიმე სიმღერა შედის. ჩანაწერს ვინილის წკაპები ახლავს, მაგრამ გაცილებით ხალასი ხმა და ნაკლები შიშინი, ვიდრე СD-სთვის გაციფრულებულ, მოძველებულ მასტერ-ლენტებს.

————————————————————————————————————

When a country’s territory is small, music industry is not completely developed and music exposure is not ideal, pop music is also affected. Georgian variety scene of Soviet times was saturated by popular singers – this competition put many talented performers in the shadow, and because recording industry put its accent on already popular singers, it was almost impossible for newcomers to break into this “elite”.

Name of Eter Iosebidze will not be known to many, especially younger generation, but it will surely mean much to Georgian pop connoisseurs. For inquiry, the best ever version of “Imgere Rame”, one of the most popular Georgian songs ever, used in “Mkhiaruli Romani (Joyful Romance)” movie, was sung by Iosebidze – unfortunately, but movie editor’s stupid decision, the song is cut in half and the soundtrack master tape has then been forever lost.

Her career effectively started when she wan a talent contest (a Soviet “X-Factor” analogue) in early 70s. She used to give periodic concerts in the following decade, but after her untimely death from cancer in 1989, all she left music-wise was scattered live recordings, a few from which were compiled on a memorial vinyl in 1991.

Fortunately, 2008 saw the release a limited-copy album of her songs that elucidated her great talent both as a performer and a pop-songwriter. The CD mostly features live material recorded at various times during the 80s, often with accompanying orchestra. Some from these 15 songs (“Unda Gitkhra [2], “1+1 [3], “Vin Itsis [6], “Monatreba [8]) are pretty pop songs bearing a slight Brazilian jazz influence; some (“Me Moval Shentan [1,15], “Jariskatsebi [4], “Biliki Mgeris [7]) are slow, emotional ballads and some of the songs are sung by Iosebidze accompanying herself with just a piano and it’s amazing how interesting the urban music becomes thanks to her colourful temperament. “Vedreba [12] can be put beside Inola Gurgulia’s most touching, heartfelt songs.

There are a couple of less impressive moments too, but it’s clear that most of what is featured on this CD is among the peaks of Georgian pop music of those times. For understandable reasons, the compilation is not completely integrated, but it presents us the extremely versatile palette of Eter Iosebidze’s music, with compilers having been successful to rescue Georgian pop’s some of the most beautiful moments from complete oblivion. Considering all this, I give 8,5 / 10 to this eponymous CD and I stil l hold hope that there are more of her unreleased songs yet to be found in State TV or other archives.

P.S.

I’m also offering the 1991 compilation I mentioned. It features number of songs also found on this CD. Vinyl has its characteristic clicks, but sound is fresher and features less hiss than CD material digitized from master tapes that got quite old in the meantime.

გადმოსაწერი ბმული / download link 1: Eter Iosebidze – Eter Iosebidze (2008)

გადმოსაწერი ბმული / download link 2: Eter Iosebidze – Eter Iosebidze (1991)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s