რევიუ #84: ჭაბუკა ამირანაშვილი – ანატონია (2007)

Cover

new age, ECM-type jazz

ტრეკლისტი:

  1. ანატონია (16:00)
  2. სინთეზია (10:34)
  3. კენჭები (1:54)
  4. მსუბუქი (11:16)
  5. ბაო-ბაო (4:39)
  6. მარტოპიანო (8:13)
  7. დასაწყისი (5:08)

შემადგენლობა:

  • ჭაბუკა ამირანაშვილი – ფორტეპიანო, სინთეზატორი
  • ?

ჭაბუკა ამირანაშვილის მუსიკა იმაზე ბევრად ხშირად გვსმენია, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ. საუკუნის დასაწყისში, სუხიშვილების საცეკვაო პროგრამა უმეტესად მისი მუსიკით იყო გაფორმებული, ასე რომ ის „ხალხური საცეკვაოები“, რომელიც იმ პერიოდში ყოველი კუნჭულიდან გვესმოდა, სინამდვილეში ამირანაშვილის მუსიკა იყო. მისი რამდენიმე ფოლკლორული ნაწარმოები გამოყენებულია ჰოლივუდურ ფილმ Driven To Kill-ში; ფილმ „სვანი“-ს მის მიერ დაწერილი საუნდტრეკი კი, თუ არ ვცდები, ერთადერთი ქართული ფილმის საუნდტრეკია, რომელიც ფილმისაგან დამოუკიდებლად, CD-ზე გამოიცა.

ასევე, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, როგორც საქსოფონისტმა, მან მონაწილეობა მიიღო ქართველი და ინგლისელი მუსიკოსების უნიკალურ ჯაზ-კოლაბორაციაში. ელექტრონული მუსიკით დაინტერესებამ კი ის ჯერ ამ სტილის ფოლკლორთან სინთეზამდე, შემდეგ კი new age ალბომის ჩაწერამდე მიიყვანა, რომელსაც „ანატონია“ დაარქვა და 2007 წელს გამოსცა.

ალბომის მთავარი ინსტრუმენტი ფორტეპიანოა. თითქმის ყველა ნაწარმოები მის მარტივ, ჰაეროვან თემებს მიჰყავს, მაგრამ მომენტებში გამოყენებული სხვადასხვა ინსტრუმენტები – სინთეზატორი, ულადო ბასი, ჯაზურად დაკრული დრამი და პერკუსიები – ამ გრილ ალბომს ECM-type ჯაზისთვის მახასიათებელ ისეთ შტრიხებს უმატებენ, რაც ამ ალბომს „პროფესიონალი“ new age  მუსიკოსის ნამუშევრისაგან განასხვავებს. ნამუშევრის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებიან მარტივი, მაგრამ ლამაზი მელოდიები, ატმოსფერულობა (ხშირად ჰიპნოზური, მაგრამ მომენტებში ძალიანაც ეპიკური) და ფორტეპიანოს იმპროვიზებული პასაჟები. ალბომის საუკეთესო მომენტებში ეს ბალანსი იმდენად ზუსტადაა დაცული, რომ ხარგძლივი კომპოზიციებიც კი თავს საერთოდ არ გაბეზრებს.

ალბომის ეს ღირებულებები ყველაზე კარგად 16-წუთიან სასათაურო ნაწარმოებშია ინტეგრირებული: მსუბუქად მელანქოლიური, მოტივტივე ლაიტმოტივი ათასგვარი ვარიაციით, რამდენიმე განშტოებად მელოდიურ პასაჟთან ერთად თითქმის შეუმჩნევლად ეფარება ჰორიზონტს. „სინთეზია“, ალბომის ყველაზე ინტენსიურად კინემატური მომენტი, იდეალური საუნდტრეკია აღმოსავლეთში მოგზაურობის მენტალური სურათისთვის. „კენჭები“ ძალიან უცნაური გადახვევაა პირველი ორი ნაწარმოების ატმოსფეროდან – ძალიან მოკლე, დისსონანტური თემა, რომელიც ნელ-ნელა უფროდაუფრო იძირება chorus ეფექტში. შემდეგი სამი ნაწარმოები მსუბუქი და წინებზე კომპოზიციურად ოდნავ უფრო ცალმხრივია, მაგრამ მაინც სარელაქსაციოდ საკმარის ატმოსფეროს ჰქმნის. ალბომი კი მაღალ ნოტზე იხურება: „დასაწყისი“ ეპიკურობით „სინთეზიას“ უტოლდება, მაგრამ აქ ეფექტი არა სინთეზატორული ნისლით, არამედ ჰიპნოზური რიტმითა და ორიენტალური მელოდიური თემითაა შემქნილი.

ანატონია“, რომელიც რუკაზე კლასიკურ new age-სა და ECM-type jazz-ს შორის შეგვიძლია დავაყენოთ, მოეწონება იმ მსმენელს, ვისაც უნდა ბევრის მომთხოვნი მუსიკისაგან დასვენება და ლამაზ, ატმოსფერულ ნისლში ცოტა ხნით ცურვა. მუსიკალური ანალოგიის მხრივ კი, თუ მოგისმენიათ და მოგწონთ Peter Bardens-ის მსუბუქი სოლო-ალბომები, Mike Isham-ის, George Winston-ის ან სხვა ჯაზმენების შედარებით რბილი ნამუშევრები, მაშინ ამ ალბომსაც სიამოვნებით მოუსმენთ.

7 / 10.

————————————————————————————————————

We have heard Chabuka Amiranashvili’s music much more than we’d ever imagine. At the dawn of the century, the dance program of Sukhishvili Ensemble was based on his music, so “folk dances” that could be heard from every corner were actually written by Amiranashvili. Some of his folk dance music was even used in a Hollywood movie “Driven To Kill”; And if I’m not mistaken, his music to “Svanimight be the only Georgian movie soundtrack released as a standalone CD.

Also, as a sax player, he was a part of The Georgian Ensemble, a group of Georgian jazz-musicians that collaborated with Keith Tippett-led free-jazz / free improvisation band Mujician. His interest in electronic music first resulted in the synthesis of folk and EM, and then in recording of a new age album “Anatonia”, that came out in 2007.

Piano is the main instrument on the album. Almost all pieces are based on its simple, aerial themes, but other instruments – synthesizer, fretless guitar, jazzy drums and percussion – infuse this cool album with ECM-type jazz moments that make this album different from the works by “professional” new age musicians. Simple, beautiful melodies, atmospherics (often hypnotic, but sometimes quite epic) and improvised piano passages alternate with each other. The album’s best moments feature such a delicate balance, that the most long-form compositions don’t get the listener bored.

All these values are best integrated on 16-minute title piece: lightly melancholic, floating leitmotive with multiple variations, coupled with a couple of branching melody lines gets lost beyond the horizon almost innocuously. “Sintezia” [2], the album’s most cinematic moment, might be an ideal soundtrack to a mental picture of a lonesome oriental voyage. “Kenchebi” [3] is a strange detour from the albums usual feeling – a very short, dissonant theme that gets drowned in chorus effect as it develops. The next three pieces are light and compositionally less diverse, but enough to create a relaxing atmosphere. Album is closed on a high note by “Dasatskisi” [7] that rivals the grandeur of Sintezia [2], but here the effect is achieved by the hypnotic rhythm and oriental melodic theme, instead of a synthesizer mist.

Anatonia” that can be put on a map somewhere between new age and ECM-type jazz, will be appreciated by people who would like to relax from more challenging music and let themselves float a bit in this beautiful, misty atmosphere. Going for the musical analogs, those who have heard and like Peter Bardens’ light solo stuff of the 80s, or more mellow albums by Mark Isham, George Winston or other jazz musicians, will enjoy this one too.

7 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Chabuka Amiranashvili – Anatonia (2007)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s