რევიუ #83: გპი-ს კვარტეტი – გპი-ს კვარტეტი (1954-59)

Jazz Quartet'

jazz, swing

ტრეკლისტი:

  1. ექსპრესი “წყალტუბო – ქუთაისი” (2:18)
  2. ია ხარ ჩემი გაზაფხულის (2:56)
  3. დააჩქარე (2:15)
  4. ჩემი ვარდი ხარ (3:00)
  5. აი, მთაზედა (1:35)
  6. ბორჯომის ხეობა (3:18)
  7. შენი თვალების დაღლილი ეშხი (3:08)
  8. ჩემო ჩიტუნია (2:34)
  9. ზანგური ნანა (3:47)
  10. ჩეხური სიმღერა (1:50)
  11. ყვავილებში იწვიან (2:51)
  12. ზეცა (2:16)
  13. დამელოდე (1:46)
  14. ნანა (2:14)

შემადგენლობა:

  • გურამ ბზვანელი – ვოკალი, ლიდერი
  • შოთა ხარაბაძე – ვოკალი
  • გურამ ბაკურაძე – ვოკალი
  • თამაზ ცინცაძე – ვოკალი
  • ა. გელოვანი – ვოკალი (4, 9)
  • ი. ხაჩატუროვი – ვოკალი (2)
  • საესტრადო ორკესტრი იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით

17 მაისს, 80 წლის ასაკში, ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსალი, გურამ ბზვანელი გარდაიცვალა. მას რამდენიმე ძალიან საინტერესო სიმფონიური ნაწარმოები და ბევრი ლამაზი სიმღერა ეკუთვნის, მაგრამ მისი ყველაზე ეპოქალური წამოწყება იყო საქართველოს ისტორიაში პირველი ვოკალური ჯაზ-კოლექტივი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (გპი) კვარტეტი.

ჯაზმა საქართველოში პირველი ნაბიჯები 30-იან წლებში გადადგა, როცა ჯანო ბაგრატიონმა პირველი ქართული ჯაზ-ორკესტრი ჩამოაყალიბა. სხვათაშორის, დასავლური მუსიკისადმი მაშინდელი რეპრესიული განწყობის მიუხედავად, ამ ორკესტრმა საკმაოდ დიდხანს, მეორე მსოფლიო ომამდე იარსება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ ერთი ორკესტრი ჩამოყალიბდა, ამჯერად იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. მაგრამ მაინც, რეალურად ჯაზი საქართველოში სტალინის სიკვდილის შემდგომი წლების შედარებითი ლიბერალიზაციისას დაიძრა.

გპი-ს კვარტეტი 1954 წელს შეიქმნა და თავისი ხშირი კონცერტებით ძალიან მალე მოიპოვა უდიდესი წარმატება არამხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. თავისი 5-წლიანი არსებობის განმავლობაში კვარტეტი ძალიან ბევრს გასტროლირებდა და მათი ქართული პოლიფონიური ტრადიციით გამაგრებული, ჯაზზე მორგებული მრავალხმიანი swing-ი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მუსიკას მოწყურებულ მსმენელზე. მათ აკომპანემენტს ხშირად იოსებ ტუღუშის ორკესტრი უწევდა.

2006 წელს, არქივებიდან ამოიქექა და ოფიციალურად გამოიცა მათი ჩანაწერების კრებული. კვარტეტის ისტორია და მუსიკა ძალიან კარგადაა განხილული იმ ორ პატარა სტატიაში, რომელიც დისკს მოჰყვება; მე კი უბრალოდ დავამატებ, რომ მათმა მუსიკამ უდიდესი გავლენა ქართულ ჯაზ-ესთეტიკაზე. მათი ვოკალური პოლიფონიის ექოები ისმის „დიელო“-ში,ორერა“-ში და მათი გავლით, ჯაზის გავლენის მქონე საბჭოთა დროის ბევრ ქართულ ბენდში. დისკზე მოთავსებული სიმღერებიდან ზოგი თვითონ ბზვანელის [3, 6, 7, 13], ზოგი კი ახალგაზრდა გია ცაბაძის მიერ [4, 5] სპეციალურად კვარტეტითვისაა დაწერილი – ასე რომ, მათი უმეტესობა მე სხვა შესრულებით არც კი მომისმენია. ჩანაწერების ხარისხი ცვალებადია, მაგრამ ყველგან ნათლად იგრძნობა სიმღერების სილამაზე და ძალიან დახვეწილი, ხმებში ორიგინალურად გაშლილი შესრულება.

ასე რომ გარდა იმისა, რომ ეს კრებული საოცრად დიდ ისტორიული მნიშვნელობისაა (ფაქტობრივად ესაა ქართული ჯაზ-სიმღერის საწყისი), ის ამავედროს გვაგრძნობინებს იმ სუფთა ჰაერს, რომელიც ხანმოკლე „ხრუშჩოვის დათბობის დროს“, დასავლურმა გრილმა ნიავმა სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შემოიტანა. არქივებში კი, როგორც ხედავთ, დიდძალი განძი ინახება და ენთუზიაზმისა და სათანადო ნების პირობებში ქართული მუსიკის ლეგენდები და დაუდასტურებელი ამბები შეიძლება ფასდაუდებელ აუდიოდოკუმენტებად გადაიქცეს. რეკომენდებულია ყველასათვის, ვისაც აინტერესებს ქართული ჯაზი და მისი ისტორია.

9 / 10.

P.S. დიდი მადლობა ლაშა გაბუნიას ჩანაწერის მოწოდებითვის.

————————————————————————————————————

On 17th of May, Guram Bzvaneli passed away. One of the most universal figures in Georgian music, he has penned a number of very interesting Classical orchestral works and some very beautiful pop songs, but his most epochal endeavour still came in the 50s, when he formed the first Georgian vocal jazz-collective – Georgian Polytechnic University (GPI) Quartet.

Georgian Jazz took its first steps in the 30s, when Jano Bagrationi formed a jazz-orchestra. Despite government’s repressive attitude towards Western music at that time, this orchestra lasted for quite long, until the WW2. After the war, yet another orchestra formed, headed by Ioseb Tugushi. But still, it was only after Stalin’s death when Jazz in Georgia became a moving force.

GPI Quartet formed in 1954 and their frequent live performances took not only Georgian audience, but gained much love in the whole Soviet Union. During their 5-year existence, their folk-based, jazz-adapted swinging polyphony made a big impression on music-hungry public. They were often accompanied by Ioseb Tugushi’s orchestra.

After thorough scanning of TV and radio-archives, a number of Quartet’s recordings were found and officially released in 2006. Their history and music are very well-reviewed in two concise essays in the CD booklet. I’m just going to add that their importance cannot be overestimated: their polyphony had an enormous influence on bands that emerged in a few following years – the echoes can be heard in Dielo and Orera, and through them in many jazz-influenced Georgian rock bands of later time. Several songs here [3, 6, 7, 13] are by Bzvaneli himself, and a couple of pieces were written by young Gia Tsabadze [4, 5] specially for the Quartet – so I haven’t heard any other version of most of the songs from here.

So besides having a huge historical importance (practically, this is where Georgian Jazz song began), this compilation also makes one feel that fresh air brought to Georgia by Western breeze, during all too short Khrushchev Thaw. As for those archives, as you can see, they might contain a lot of treasure given the enthusiasm and an appropriate will, Georgian music legends and unproven facts can turn to invaluable audio documents. Recommended for all those interested in Georgian jazz and its history.

9 / 10.

P.S. A huge thanks to Lasha Gabunia for providing the recording.

გადმოსაწერი ბმული / download link: GPI Quartet – GPI Quartet (1954-59, rel. 2006)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s