რევიუ #82: Veli Ulevi – Distances (2013)

cover

progressive folk, freak folk, indie folk

ტრეკლისტი:

  1. Temptation (3:59)
  2. Tinely (4:08)
  3. Strawberry Lane (4:02)
  4. He (2:57)
  5. Not Waving But Drowning (4:51)
  6. I Am The Song (4:19)
  7. გაზაფხული (4:36)
  8. Yes (3:45)
  9. Rocking Chair (3:37)
  10. Distances (3:28)
  11. The Door (2:27)
  12. The Cure (4:06)
  13. Earth (3:58)
  14. ცა (3:23)
  15. Gallows Child’s Lullaby (3:58)

შემადგენლობა:

  • რუსუდან მეიფარიანი – ვოკალი, ფორტეპიანო, მინი-პიანინო, კლავიშები
  • ზურა ძაგნიძე – აკუსტიკური გიტარა, კალიმბა, ქსილოფონი, ელექტრონათურა
  • Fabian Wendt – ბას-გიტარა
  • Jörg Bielfeld – დასარტყამი ინსტრუმენტები

როდესაც ქართულ ფოკლორულ ტრადიციაზე ლაპარაკობ, თითქმის ავტომატურად ვოკალურ ფოლკლორს გულისხმობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულებში რამდენიმე ბენდი თავის ფოლკ-აქცენტს ძირითადად ინსტრუმენტალზე აკეთებდა. არაა გასაკვირი რომ ამ ჯგუფების უმეტესობა ფოლკლორის ევროპულ ესთეტიკაზე იყო ორიენტებული და ხშირად ქართულს უცხოურ ფოკლორსაც უთავსებდა: ოთხმოცდაათიანებში ბოლოს ეს იყო Adio და Soft Eject, შემდეგ დეკადაში – სტუმარი, The Sanda, ZumbaLand, ეგარი, და სხვები. დეციშის მუსიკაშიც კი, რომელიც ძირითადად ქართულ ინსტრუმენტულ მოტივებს იკვლევდა, ევროპული საშემსრულებლო მიდგომა ადვილად იყო შესამჩნევი. ამ დეკადაში უნდა ითქვას „ირიაო“-ზეც, რომელმაც ფოკლორულ ბაზაზე ტოპ-კლასის ჯაზ-როკი დააფუძნა.

მაგრამ უსმენ Veli Ulevi-ს და ხედავ, რომ მათი ფოლკი ზემოთჩამოთვლილი ბენდებისას თითქმის არაფრით ჰგავს. მათი მუსიკა მიახლოებულია freak folk / indie folk პარადიგმასთან, მაგრამ მაღალი საშემსრულებლო დონის წყალობით, ბენდი მარტივად აღწევს სახასიათო ჟღერადობასა და ეფექტს. თუმცა Veli Ulevi ქართველთათვის თითქმის სრულიად უცნობია, მის ბირთვს ორი ძალიან გამოცდილი მუსიკოსი წარმოადგენს. რუსუდან მეიფარიანი კლასიკურად განსწავლული ვოკალისტი / პიანისტია, რომელიც 2000-ების დასაწყისიდან გერმანიაში მოღვაწეობს და თავისი ფართოდიაპაზონიანი, სუფთა ხმით არაერთი ამბიციური ექსპერიმენტი შემოუთავაზებია (მისი მუსიკის ამ წახნაგის მოსმენა 2007 წლის ალბომ Lieder aus einer Inselზე შეგიძლიათ, მაგრამ ნუ დაელოდებით ადვილ მუსიკას – წარმოიდგინეთ Diamanda Galas-ის ნათელი, კლასიკასთან ახლო ანტიპოდი). ზურა ძაგნიძე კი ბევრისთვის უფრო ცნობილია, როგორც ალტ. როკ-ჯგუფ Afternoon Version-ის გიტარისტი უკვე 20 წლის სტაჟით, თუმცა ამ პერიოდში ის ამავედროს აკუსტიკური მუსიკითაც იყო დაინტერესებული.

სწორედ ძაგნიძის ვირტუოზული აკუსტიკური გიტარაა, რაც ამ ალბომში პირველად იქცევს ყურადღებას. მისი დაკვრის მრავალფეროვანი ტექნიკა არამხოლოდ ჟღერადობას ანიჭებს ორიგინალურობას, არამედ ჯგუფს საყურებლადაც საინტერესოს ხდის. Fabian Weldt-ის და Jörg Bielfeld-ის რიტმ-სექცია მუსიკას არ ტვირთავს და მსუბუქ, მომენტებში ოდნავ-ფანკ დინამიკას აძლევს; მეიფარიანი კი ამ ალბომზე ვოკალური ექსპერიმენტების ნაცვლად, მარტივად აღსაქმელ, ლამაზ მელოდიზმს ჰქმნის. მორიდებული, მაგრამ დახვეწილი კლავიშები (განსაკუთრებით, გემოვნებით გამოყენებული მინი-პიანინო) კარგად უსვამს ხაზს ჟღერადობის ფაქიზ, იდეალურ ბალანსს. ეს ატმოსფერული, მინიმალურად დატვირთული ალბომი სინამდვილეში ბევრ სხვადასხვა გავლენას ასინთეზებს – ვოკალის სისუფთავეს მუსიკას ბრიტანული female-fronted პროგ-ფოლკისკენ (მაგ. Fairport Convention, Trees, Pentangle) მიჰყავს, რიტმ-სექციას მომენტებში მუსიკას swing მომენტებით ამდიდრებს, გიტარას კი, ზემოთხსენებული უნიკალურობის მიუხედავად, რამდენიმე სიმღერაში მსუბუქი ალტ.როკ დრაივი შემოაქვს. ეგზოტიკული ინსტრუმენტების (კალიმბა, ქსილოფონი… ელექტრონათურა, გიტარა, როგორც პერკუსია) შიგადაშიგ გამოყენებით კი ჯგუფის ისედაც სახასიათო საუნდი კიდევ უფრო ძნელად აღსაწერი ხდება.

კომპოზიციის მხრივ, ალბომი თანაბრად ძლიერია, მუდმივად საინტერესო, სუსტი წერტილების გარეშე. მწვერვალების გამორჩევა კი მიჭირს, ვინაიდან ეს მაინც მთლიანად მოსასმენ ალბომად მიმაჩნია თავისი ლამაზი ატმოსფეროთი, სადაც დრაივიანი მომენტები ზედმეტ სენტიმენტებს თავიდან იცილებს. მაინც, Tinely, გაზაფხული, Rocking Chair, The Cure, ცა და ულამაზესი Earth ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.

ორიგინალური ჟღერადობა, ლამაზი სიმღერები, ვირტუოზული შესრულება – ამ ალბომში ყველაფერია, რაც ინდი ან პროგრესული ფოლკის მოყვარულს შეიძლება უნდოდეს. ადვილი საგრძნობია, რომ ჯგუფს კიდევ უფრო უკეთესის გაკეთება შეუძლია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ალბომი მხოლოდ დასაწყისია. ბევრი ყურადღებიანი მოსმენის შემდეგ, ჩემგან ამ ალბომს ძალიან დიდი რეკომენდაცია: ნუ დაიზარებთ, იპოვეთ და შეიძინეთ – ის თავისუფლად დადგება ამ სტილის დღესდღეობით ყველაზე პოპულარული წარმომადგენლების ნამუშევართა გვერდზე. თანაც, Ulrike Bohnet-ის და Clemens Schmiedlin-ის მიერ შესრულებული ალბომის გაფორმებაც ძალიან ლამაზია. 8.5/10. 

ალბომის შესაძენად დაუკავშირდით ბენდს მათ ვებ-გვერდზე, მეილზე ან FB-გვერდზე. როგორც ვიცი, გასაყიდი კოპიები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

————————————————————————————————————

When you talk about folk tradition in Georgia, you almost automatically mean vocal folklore. Despite this fact, recent decades saw a number of Georgian bands make their folk-accent on instrumental side. Unsurprisingly, the majority of these bands were oriented towards European folk-aesthetic and commonly brought Georgian and European folk music together: Adio and Soft Eject did it in 90s, Stumari, The Sanda, ZumbaLand, Egari and others – in the new millennium. Even the music of Detsishi, which mostly researched Georgian instrumental motives, was characterized by distinctly European performing approach. From the bands in the present decade, we should also mention Iriao, that built their own top-class jazz-rock on folkloric base.

But you hear Veli Ulevi (Georgian for “Inexhaustible Field”), and their folk has almost no overlap with folk of the bands mentioned above. Their music is loosely based on a freak-folk / indie folk paradigm, but thanks to the talents of all performers involved, they easily attain their unique sound and effect. Although almost completely unknown to Georgian audience, the core of the band is formed by 2 experienced Georgian musicians: Rusudan Meipariani is a classically trained vocalist / pianist / composer, who has been based in Germany since the early 00s and she has undertaken many ambitious experiments with her multioctave voice (for this side of her creative work, try her 2007 album “Lieder au seiner Insel”, but don’t expect easy music – imagine a more bright, classical-type antidote to Diamanda Galas.). Zura Dzagnidze. more widely known as the guitar player for Afternoon Version, a Georgian alternative rock band, since its inception in early nineties, has also been interested with acoustic guitar music throughout this period.

And it’s Dzagnidze’s virtuoso acoustic guitar that attracts the attention first in this album. His versatile playing technique not only gives the sound its originality, but makes the band performances very interesting to watch. Rhythm-section made up by Fabian Wendt and Jörg Bielfeld does not overload the music and imparts music with a light, occasionally funk-influenced dynamic. The complex experiments are dropped by Meifariani in favour of easily understandable, beautiful vocal melodies; and her restrained but refined keyboards playing (especially the toy piano used with a great taste) well underlines fragile, ideal balance of sound.

This minimally loaded, atmospheric album in fact synthesizes many different influences: this pure singing brings it close to British female-fronted prog-folk (e.g. Fairport Convention, Trees), rhythm-section sometimes swings the music up a bit, and the guitar, although as mentioned above, quite unique, carries a light alt.rock drive at moments. An occasional use of exotic instruments (kalimba, xylophone… lightbulb, guitar used as percussion) makes the sound even harder to describe.

Composition-wise, the album is quite equally strong, ever interesting, without the weak moments. I can hardly pick a highlight, because I still think that this album should be experienced as whole, with its beautiful atmosphere that avoids excess sentiments thanks to driving moments. If still pushed, I’d pick Tinely [2], Gazapkhuli [7], Rocking Chair [9], The Cure [11], Tsa [14] and amazing Earth [13], that makes a special impression.

Original sound, beautiful songs, virtuoso performance – this album holds all that indie or prog-folk over would like. It’s easily perceptible that the band can do even more and I hope this album is just the beginning. After many attentive listens, I warmly recommend this album: don’t be lazy, track it down and buy it – it can well stand next to the works by the most popular proponents of this style. Artwork, done by Ulrike Bohnet and Clemens Schmiedlin, is very beautiful too. 8.5/10.

Here I will present a number of songs from this album. To buy the CD, contact the band via their website, mail or FB page. As I know, copies are still available.

მოსასმენი ბმულები / streaming links:

One thought on “რევიუ #82: Veli Ulevi – Distances (2013)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s