რევიუ #80: ჯაზ-ქორალი – ჯაზ-ქორალი (1986)

jazzchoral

vocal jazz, jazz-rock / fusion

ტრეკლისტი:

  1. თეთრი დილა (3:21)
  2. მზე (2:22)
  3. მოდის წვიმა (5:01)
  4. აპრილი თბილისში (5:27)
  5. გურული (2:11)
  6. ცისარტყელა (2:38)
  7. Осеннее Настроение (3:27)
  8. ვოცნებობდი (3:18)
  9. Tuxedo Junction (2:37)

შემადგენლობა:

  • ლალი ბერაძე – სოპრანო
  • ლიანა ოდიშელიძე – სოპრანო
  • მანანა დარსაველიძე – სოპრანო
  • მარინა კაკიაშვილი – სოპრანო
  • გოდერძი ტურაზაშვილი – ტენორი
  • ჯონი გოგია – ტენორი
  • ქეთევან ფრანგიშვილი – ალტო
  • მედეა გოგილაშვილი – ალტო
  • გია კულიჯანოვი – ბარიტონი
  • ზურაბ ედიშერაშვილი – ბარიტონი
  • დავით ღამბაშიძე – ბანი
  • ოთარ ჟღენტი – ფორტეპიანო
  • სერგო გევორქოვი – საქსოფონი
  • ჯანო ჯიოევი – კონტრაბასი
  • ირაკლი კაციაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტი
  • ალექსანდრე კილაძე – მუსიკალური ხელმძღვანელი

როგორც ჩანს, „ჯაზ-ნონეტი“-ს შემდეგ, ალექსანდრე კილაძემ გააგრძელა თავისი ექსპერიმენტები ვოკალურ-ჯაზში. ამ ანსამბლს მოჰყვა „ჯაზ-კვარტეტი“, 1985 წელს კი მისი ყველაზე წარმატებული პროექტი, „ჯაზ-ქორალი“ შეიქმნა. არაა გასაკვირი, რომ ამ ბენდმა წარმატება ასე უცბათ მოიპოვა – აქ მუსიკის არამხოლოდ ვოკალური კომპონენტი იყო უმაღლესი დონის, არამედ ინსტრუმენტული არანჟირებაც დიდი სიხალასით და დინამიზმით გამოირჩეოდა. მათ მოიგეს რამდენიმე საკავშირო ჯაზ-კონკურსი და 1986 წელს, სადებიუტო ალბომის ჩაწერის შემდეგ, გამართეს გასტროლები პოლონეთში, სადაც კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა მოახერხეს ცნობილ პოლონელ საქსოფონისტ Tomasz Szukalski-სთან ერთად.

პირველი ორი სიმღერა ალბომი ორი ძალიან ძლიერი, ენერგიული სიმღერით იწყება, სადაც ვოკალურ არანჟირებაში ინტენსიური ინსტრუმენტული პასაჟებია ჩაქსოვილი. „თეთრი დილა“ გამორჩეულია ფლეიტის, „მზე“ კი ფორტეპიანოს შთამბეჭდავი პარტიებით. სამი სიმღერა, „მოდის წვიმა“, „გურული“ და „ვოცნებობდი“ აკაპელად სრულდება, მაგრამ არანჟირება იმდენად მკვრივია, რომ საერთოდ არ რჩება რაიმეს ნაკლულობის განცდა. „აპრილი თბილისში“ კი ხანგრძლივი ბალადაა ისევ ფლეიტისა და ფორტეპიანოს ლამაზი დუელებითა და მოულოდნელი გადასვლებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბანალური ფსევდო-bossa nova რუსულენოვანი “Осеннее Настроение“ და ზედმეტად ძველმოდურად შესრულებული ჯაზ-სტანდარტი „Tuxedo Junction” ალბომს ბოლოში ოდნავ აფუჭებს, ალბომში ბევრი ძალიან ორიგინალური მუსიკალური იდეაა, განსაკუთრებით იქ, სადაც ქართული ფოლკლორი პირდაპირაა დაპირისპირებული ვოკალურ ჯაზთან. ასე რომ, ამ ალბომსაც შევაფასებ ისევე, როგორც „ჯაზ-ნონეტ“-ის ჩანაწერს: მცირე ბონუსით, 8,5/10.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კილაძე რუსეთში გადასახლდა და „ჯაზ-ქორალი“ დაიშალა, თუმცა ოთხმოცდაათიანების ბოლოს კოლექტივი მის გარეშე, ლალი ბერაძის ხელმძღვანელობით აღდგა. ეპიზოდურმა გასტროლირებამ შედეგად 2001 წელს მოსკოვში ჩაწერილი საკონცერტო ალბომი მოიტანა (რომელიც სამწუხაროდ მიზერული ტირაჟით გამოვიდა). შემდეგ გეგმაში ახალი სტუდიური ალბომიც იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, ეს იმედები რამდენად რეალურია.

————————————————————————————————————

As it shows, after “Jazz-Nonet”, Alexander Kiladze still continued his experiments in vocal jazz. This band was followed by “Jazz-Quartet”, and 1985 saw the formation of “Jazz-Choral”, his most successful musical endeavour. The immediate success of the band is not at all suprising, given the great instrumental inventiveness next to their top-class vocal arrangements. They won several state jazz-competitions and in 1986, after recording the debut LP, toured Poland, where they recorded their sophomore effort with a well-known sax player Tomasz Szukalski.

The opening two songs are fantastic pieces full of energy, where vocal arrangements are augmented with intense instrumental passages. “Tetri Dila” [1] features great flute and “Mze” [2] relies on a very impressive piano play. Three songs, “Modis Tsvima” [4], “Guruli” [5] and “Votsnebobdi” [8] are done a cappella, but they arranged so fully that they leave no sense of incompleteness whatsoever and “Aprili Tbilisshi” [4] is a lengthy ballad with the beautiful piano / flute interplay and unexpected theme changes.

Although banal pseudo-bossa-nova Osennee Nastroenie” [7] and all too old-fashioned way of playing “Tuxedo Junction” bring the album a bit down, it still contains many very original musical ideas, especially at the moments where Georgian folk is directly juxtaposed with vocal jazz. So I’d rate this album the same way as I did “Jazz-Nonet” – 8,5 / 10 with a small bonus.

After the collapse of the Soviet Union, Kiladze immigrated to Russia and “Jazz-Choral” disbanded, though the band got together again without him in the end of the 90s under Lali Beradze’s leadership. Occasional touring brought a live album recorded in Moscow in 2001 (unfortunately released in just a handful of copies). There’ve been plans for the new studio album too, but I can’t really tell how real they might be.

გადმოსაწერი ბმული / download link: Alexandre Kiladze’s Jazz Choral – Jazz Choral (1986)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s