რევიუ #79: მთვარის კლუბი – მე გაზაფხულზე გეპატიჟებით (2005)

mtvarisklubi

indie rock, jangle pop, singer / songwriter

ტრეკლისტი:

  1. მე გაზაფხულზე გეპატიჟებით (2:34)
  2. გაზაფხული (3:31)
  3. მდინარის პირას პატარა ტყეში (1:42)
  4. ასეთი ღამე (2:13)
  5. ოცნება ზღვების (3:10)
  6. მგელს (2:30)
  7. პატარა პირიმზე (2:02)
  8. ფრთებს (2:39)
  9. მომეცი ფიცი (4:24)
  10. ოქროს ფოთოლთა ლივლივი (3:02)
  11. ისევ მიყვარხარ (1:40)
  12. ღამე მშვიდობისა (3:19)
  13. ასე წახვედი (3:29)
  14. ოღონდ შენ ნუ დამივიწყებ (3:35)
  15. მიყვარხარ (1:58)
  16. მე ვიპოვი (3:05)

შემადგენლობა:

  • ლევან ქუმსიაშვილი – ვოკალი, გიტარა
  • გოგიტა მაისურაძე – კლავიშები, სხვადასხვა ინსტრუმენტები
  • მურმან ლომიძე (?) – დასარტყამი ინსტრუმენტები

ვინც ოთხმოცდაათიანებში ქართული მუსიკით ინტერესდებოდა, თბილისში ეხსომება იმდროინდელი „მთვარის კლუბი“, შემოქმედებითი გაერთიანება, სადაც სხვებთან ერთად შედიოდნენ ახლადჩამოყალიბებული „33ა“, „ზუმბა“, „ინსაითი“, „აუთსაიდერი“ და თვითონ ჯგუფი „მთვარის კლუბი“. ამ ბენდს, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ფეხის ადგმის შემდეგ მეტ-ნაკლები აქტიურობის რამდენიმე ფაზა ჰქონდა. თავიდან მათ დაიწყეს როგორც გოთიკური როკით შთაგონებულმა პოსტ-პანკ ბენდმა, მაგრამ სხვებისგან მათ მაინც გამოარჩევდათ თავიანთი რბილი მელოდიურობა. სამწუხაროდ, „მთვარის კლუბისიმდროინდელი ჩანაწერები თითქმის არ შემორჩენილა, მათი 2004-05 წლებში ჩაწერილი ჩანაწერი კი პოპ ნიუანსებით გამდიდრებულ საინტერსო ინდი-როკს შეიცავს.

ალბომის საუნდი ჯგუფის დიდი ხნის ლიდერის, ლევან ქუმსიაშვილის ნახევრადაკუსტიკურ გიტარას ეფუძნება, თუმცა გოგიტა მაისურაძე ბევრ სიმღერაში სხვადასხვა ინსტრუმენტებზე ძალიან ლამაზ ფონს ჰქმნის. ამ 16 მსუბუქ სიმღერაში მსმენელი ძალიან მრავალფეროვან გავლენებს დაიჭერს, The Cure-ს ნაკლებად პირქუში მომენტებიდან „მთვარის კლუბის“ ადრეული წლებიდან გამოყოლილ სიმღერებში) დინამიკურ, რიტმულ jangle როკამდე (წარმოიდგინეთ აკუსტიკური Prefab Sprout / The Smiths). ზოგჯერ კი მუსიკას ფრანგული შანსონის და ბრაზილიური მუსიკის მელოდიზმის ოდნავი გავლენა ეტყობა. ზუსტად სადაც ყველაზე ლამაზი მელოდიებია, იქ აღწევს ალბომი თავის მწვერვალებს. ასეთი კი აქ მრავლადაა – „მე გაზაფხულზე გეპატიჟებით“, საოცარი „პატარა პირიმზე“, იდილიური „ოქროს ფოთოლთა ლივლივი“, რომანტიკული „მე ვიპოვი“ და „ოცნება ზღვების“… მუქი „ფრთებს“, „მგელს“ (ძალიან ძლიერი რამეა!) და „მომეცი ფიცი“ ალბომს საჭირო კონტრასტულობას უნარჩუნებს.

საბოლოოდ, ალბომის მთავარი ღირებულება მისი სილამაზე და ემოციურობაა. რასაც აქ ბევრგან ეძლევა საშუალება, გაიშალოს. მართალია, ნამუშევარი ოდნავ არათანაბარია, მაგრამ „პატარა პირიმზის“-ნაირი სიმღერების წყალობით “მთვარის კლუბს” ეკუთვნის თავისი პატარა ნიშა ქართულ მუსიკაში, მითუმეტეს, რომ ასეთი ჟღერადობის ქართული ალბომი მე მეორე არ მახსენდება. თან ის მეტად და მეტად იხსენება ყოველი შემდეგი მოსმენისას, სადაც ამ თითქოსდა მარტივ ალბომში არანჟირების ბევრ ლამაზი დეტალი მზეურდება. ქართული ინდის მცირე კლასიკა? შეიძლება! კარგი იქნებოდა, ამ ალბომს შემდეგი რამდენიმე წლის პოპ-როკ მუსიკაზე მეტი გავლენა მოეხდინა. 8,5 / 10 და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის ახალ რეაქტივაციას ბოლოსდაბოლოს ამ ძალიან ხალასი ალბომის სტუდიური გაგრძელებაც მოჰყვება.

P.S. დიდი მადლობა ლაშა გაბუნიას და ვახო მეზურნიშვილს ამ ალბომის მოწოდებისათვის.

————————————————————————————————————

People interested in Georgian music during 90s should remember “Mtvaris Klubi” (Georgian for “Lunar Club”), a creative consortium in Tbilisi featuring, among others “33a”, “Zumba”, “Insight”, “Outsider” and “Mtvaris Klubi” band itself.  This band had had a number of phases of relative activity. They started out playing gothic rock-influenced post-punk, but almost nothing survived from that period. Their only album recorded in 2004-05, contains pop hook-laden interesting indie rock instead.

The album sound is based on the semi-acoustic guitar of Levan Kumsiashvili, a long-time band leader, although Gogita Maisuradze’s multiinstrumentalism provides a versatile and beautiful background on many songs. Listener could find many various influences on these 16 songs, from The Cures lighter moments (a leftover from the early days) to dynamic, rhythmic jangle rock (imagine a more acoustic Prefab Sprout / The Smiths). Sometimes a passing melodic touch of French chanson and Brazilian music can also be felt.

So wherever there are the most beautiful melodies, that’s where the album strikes best, and there they are aplenty – title song “Me Gazapkhulze Gepatizhebit” [1], amazing “Patara Pirimze” [7], idyllic “Oqros Potolta Livlivi” [10], romantic “Otsneba Zgvebis” [5] and “Me Vipovi” [16]. Darker songs like “Prtebs” [8], “Mometsi Pitsi” [9] and “Mgels” (extremely strong!) [6] keep the needed contrast.

To sum it up, the album’s greatest value lies in the beauty and emotions within that is able to blossom here on many occasions. Wholly, the work might be a bit unequal, but thanks to songs like “Patara Pirimze”, album really deserves its own small niche in Georgian music, more so when I cannot really recall anything Georgian sounding close to this. Plus, this album is a huge grower, with small nuances getting discovered by every successive listen. So, a minor Georgian indie classic? May well be! I’d would have been nice if it had more influence on Georgian pop-rock music of a few subsequent years. 8,5 / 10 and I hope that yet another reactivation of Mtvaris Klubi can finally spawn a follow-up to this very lovely recording.

P.S. I’d like to thank Lasha Gabunia and Vakho Mezurnishvili very much for providing this recording.

გადმოსაწერი ბმული / download link: Mtvaris Klubi – Me Gazapkhulze Gepatizhebit (2005)

One thought on “რევიუ #79: მთვარის კლუბი – მე გაზაფხულზე გეპატიჟებით (2005)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s