რევიუ #78: ა. კილაძის ჯაზ-ნონეტი – EP (1973)

cover kiladze

psychedelic rock, folk-rock, vocal jazz

ტრეკლისტი:

  1. ლაშქრული (2:55)
  2. მზე (2:38)
  3. ჩემი ცხენი (1:45)
  4. გურული (3:07)

შემადგენლობა:

  • ალექსანდრე კილაძე – ხელმძღვანელი
  • ?

ახლა მინდა ერთი ჩანაწერი წარმოგიდგინოთ, რომელზეც არც მე ვიცი დიდად რამე. ალექსანდრე კილაძეს ქართული ფოლკლორისა და მრავალხმიანობის ჯაზ-კონტექსტთან ადაპტირების ძალზედ დიდი სტაჟი აქვს. ვინც მის შემოქმედებას იცნობს, უმეტესობას მისი “ჯაზ-ქორალი“ ჰყავს მოსმენილი, რომელმაც ოთხმოციანების არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში მოიპოვა პოპულარულობა, არამედ აქტიურად გასტროლირებდა საზღვარგარეთაც. ამ ბენდზე შემდეგში ვისაუბრებთ, მაგრამ რაც კიდევ უფრო საინტერესოა, კილაძემ ამ ტიპის ექსპერიმენტები სამოცდაათიანების დასაწყისში დაიწყო. ჰოდა მისი “ჯაზ-ნონეტის“მინიონი (EP), რომელიც 1972 წლით თარიღდება, შეიცავს დაახლოებით იმ ინგრედიენტებს, რომელმაც „ჯაზ-ქორალი“ 15 წლის შემდეგ გახადა პოპულარული.

თარიღის გარდა ამ ე,წ, flexi-ს (ელასტიური, „ცელოფნის’ ფირფიტა“) შესახებ არაფერი ვიცი – ის გამორჩენილია საბჭოთა ლეიბლ „მელოდიას“ ყველაზე ფართო რეტროსპექტულ კატალოგებშიც, ინტერნეტში კი ვერბალური ინფორმაცია არის 0. მუსიკას რაც შეეხება, წარმოდგენილი 4 სიმღერა დახვეწილი პოლიფონიის და ფოლკ-იმპროვიზების აკომპანემენტად იმ დროისთვის ტიპიურ როკ-ინსტრუმენტებს იყენებს – ასე რომ, აქ ჯაზზე მეტად ფსიქოდელიური-როკ მუხტი იგრძნობა და შედეგი, ნებსით თუ უნებლიედ, ძალიან საინტერესოა. ჟღერადობა იმ პერიოდის ქართული ჯგუფების მსგავსია („ლალე“ „ოროველა“, „ციცინათელა“, „აისი“), მაგრამ საბოლოო ჯამში მათზე გაცილებით მეტად ჩამოყალიბებული და ფოკუსირებული. ის უკვე მოასწავებს იმ ჯაზ-როკ ექსპერიმენტებს, რასაც 75-მა სულ რამდენიმე წელიწადში მიჰყო ხელი.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიამ ეს რელიზი საგულდაგულოდ გადამალა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან საკმაო გავლენა მოახდინა შემდეგ რამდენიმე წელიწადში ქართული ჯაზ-როკ ესთეტიკის განვითარებაზე (მაგ. „აისი“ აშკარად ‘ჯაზ-ნონეტს“ დაესესხა ქალთა პოლიფონიის იდეას). ამას გარდა, ეს იმ პერიოდის ერთ-ერთი ფსიქოდელიზებული მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, ასე რომ ჩემგან ამ დაკარგულ განძს, პირადი ბონუსის გათვალისწინებით, 8,5 / 10. ამ ოთხიდან ორი სიმღერა („მზე“, „გურული“) “ჯაზ-ქორალის” 1986 წლის ალბომისთვის თავიდან დამუშავდა.

————————————————————————————————————

Now I’d like to present a recording I myself know very little of. Alexander Kiladze has a long experience of adapting the Georgian folklore and polyphony to jazz-context. Most of people acquainted with his music have merely heard his “Jazz Choral”, band that not only attained popularity in USSR, but also actively toured abroad in late eighties. We are going to talk about it someday soon, but what’s more interesting, Kiladze started his experiment in the early seventies. So a flexi EP, released by his “Jazz Nonet” in 1972, is made up of similar ingredients that made “Jazz Choral” so popular 15 years later.

Besides the date of release, I know nothing about this EP. It is somehow omitted from the most comprehensive retrospective “Melodya” catalogs and there is zero verbal info in internet. Concerning the music, the 4 songs presented on the EP make use of rock music instruments typical of that time and place as the accompaniment to the very exquisite polyphony and folk-improvisations. So here it all gives out more a psychedelic folk-rock than a jazz vibe, and the result, whether intended or not, is very interesting. The sound is reminiscent of other Georgian bands of that period (“Lale”, “Orovela”. “Tsitsinatela”, “Aisi”), but it’s overall much more formed and focused compared to their peers, forewarning the folk / jazz-rock experiments 75 would commence in just a couple of years.

So despite this release having been thoroughly hid by history, we can speculate that it exerted quite an influence on the development of Georgian jazz-rock aesthetics for some years to come (for example “Aisi” most likely borrowed the idea of female polyphony from them). Besides, this EP is one of the best examples of Georgian psychedelized music of that period, so this lost gem, considering a small personal bonus, gets 8,5 / 10 from me. Two of these four songs were subsequently reworked for Jazz Choral’s album from 1986.

გადმოსაწერი ბმული / download link: Alexander Kiladze Jazz Nonet – EP (1972)

5 thoughts on “რევიუ #78: ა. კილაძის ჯაზ-ნონეტი – EP (1973)

  1. Stas says:

    Hello!
    Could you also add the matrix number for this release. please?

  2. Stas says:

    Hi Thandrus,
    That’s a pity – ok, will keep looking. But do you happen to know anything about this record – http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36596?mode=simple&submit_simple=Show+simple+item+record – do you happen to have it or the picture of the back side?

  3. stas says:

    Hi again
    Just if you are still interested – the matrix number is Г62-05379-80 and the tracklist can be found here http://www.records.su/album/53665

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s