რევიუ #77: Adramalech – Drawing The Nature (2011)

Front

atmospheric black metal, dark ambient

ტრეკლისტი:

  1. Drawing Part I (1:11)
  2. Drawing Part II (5:41)
  3. Drawing Part III (8:10)
  4. Drawing Part IV (6:00)
  5. Drawing Part V (5:37)
  6. Drawing Part VI (5:42)
  7. Drawing Part VII (1:50)

შემადგენლობა:

  • Omega – გიტარა, კლავიშები
  • Frantic – ბას-გიტარა

Black metalთან ასოცირებული მუსიკოსების ტრადიციული არაკომერციულობისა და ანონიმურობის კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ეს ყველაფერი განსაკუთრებით სჩანს ამ განხრის ელექტრონულ / ამბიენტ ჰოუმ-პროექტებში, სადაც დისკოგრაფიები ვრცელია, მუსიკოსი კი – უცნობი. Dungeons & Dragons-ის ერთ-ერთი პერსონაჟისაგან ნასესხები სახელით, Adramalech მათ რიგს მიეკუთვნება. პროექტის წარმოდგენილი მუსიკა ძირითადად მჭახე, ძალზედ მელანქოლიური ბლექ-მეტალის და ელექტრონული ნიუანსების ნაზავია სხვადასხვა შეფარდებებით; მათ ჩანაწერებში კი ყველასგან ერთი ალბომი გამოირჩევა, რომელიც ამ ორკაციანი ბენდის მუსიკის ესთეტიკას ყველაზე სრულად და დახვეწილად გადმოსცემს.

Drawing The Nature მთლიანად ინსტრუმენტული, შვიდნაწილიანი ალბომია. ნახსენები მუსიკალური კომპონენტები აქ გაძლიერებულია ლამაზი, სუსხიანი ატმოსფერულობით. ინტენსიურ მომენტებშიც კი, ამ ალბომის ბლექ-მეტალი დაფუძნებულია მოკლე, განმეორებად მელოდიურ მოტივებზე; ზოგჯერ კი ეს მასიური, მაგრამ მაინც რბილი რიფები ეფლობა გამყინავ, რევერბერაციულ თოვლში. ეს განსაკუთრებით კარგად სჩანს მესამე და მეოთხე ნაწილებში – აქ აღწევს ალბომი ემოციურ პიკს. დანარჩენი ნაწილები (მეექვსეს გარდა) ალბათ საუკეთესო ამბიენტური მომენტებია ბენდის შემოქმედებაში. ისინი კარგად ავსებენ ალბომის მიერ დახატულ. მძინარე ზამთრის ბუნების მონოლითურ სურათს.

ჩემი აზრით, ალბომი მსგავსი მუსიკის მსმენელებს ძალიან მოეწონებათ – რეკომენდებულია როგორც Burzum-ის ამბიენტ / ბლექ-მეტალ ალბომების მოყვარულთათვის, ასევე მაგალითად, Alcest-ის სენტიმენტალური მელანქოლიის დამფასებლებისთვის. მუსიკა მთლიანად მინორშია გადაწყვეტილი, მაგრამ მისი მსუბუქი ატმოსფერულობა საშუალებას მოგცემთ, დიდად არ დაითრგუნოთ. ვისაც კი ბლექ-მეტალი სპეციფიკური ვოკალის გამო არ გიყვართ, აქ ეს პრობლემა საერთოდ არ არის. 2012 წელს ამ პროექტი შეჩერდა და მისმა წევრებმა წამოიწყეს ახალი, ამჯერად post-metal ბენდი Give That Man A Report.

7,5 / 10.

 ————————————————————————————————————

Non-commercial approach of black metal musicians is well known, however this is best felt in their electronic / ambient home-projects, with extensive discographies and almost nothing known about the people behind. With the name borrowed from Dungeons & Dragons video game, Adramalech belongs to this kind of bands. Their music is mostly a mix of raw, utterly melancholic black metal and electronic nuances in various ratios – but still there’s one album in their recorded output that most fully and exquisitely showcases the aesthetics of this two-man band.

Drawing The Nature is a fully instrumental, seven-part album. The aforementioned musical elements are augmented with the beautiful, frosty atmosphere. Even in its most intense, the album’s black metal is founded on repetitive melodic motives; and at times, these massive but still soft riffs are drowned into freezing, reverberative snow. This is best heard in Part III and IV, which constitutes album’s emotional peak. Other parts (besides Part VI) could be the best ambient moments overall in the band’s music – they fill in the album’s monolithic picture of sleeping winter nature.

I think lovers of this particular brand of music will like it much – it’s recommended to everybody who appreciates Burzum’s ambient/black-metal, Alcest’s sentimental melancholy or everything in between. Album is all in minor, but the soaring atmosphere won’t let you get depressed. If you dislike black metal for its specific vocals, there’s no problem with it here. 2012 this project was put on hold as the members turned their attention to a new post-metal band, Give That Man A Report.

7,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Adramalech – Drawing The Nature (2011)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s