რევიუ #76: New Discipline – ND Live! In Regensburg (1994)

nd

progressive rock, jam band, new wave

ტრეკლისტი:

  1. Intro (8:12)
  2. Fascination (7:13)
  3. Our Story (6:44)
  4. Dancing On The Leaf (4:37)
  5. Город Золотой (3:38)
  6. Walking Down (4:47)
  7. Cage (4:37)
  8. A Mob Of Crazy Butchers (7:38)
  9. Between The Sky And The Land (5:44)
  10. Jam (1:28)
  11. Sometimes (6:00)

შემადგენლობა:

  • სერგეი დავიდოვი – ვოკალი, გიტარა, კლავიშები
  • იური მაკაროვი – ვოკალი, ვიოლინო
  • ნუგზარ ფანცულაია – გიტარა
  • ვადიმ ჩერნიშევი – ბასი
  • რობერტ ნერსესოვი – კლავიშები
  • ალექს გეგეშვილი – საქსოფონი
  • ედო დავიდოვი – დასარტყამი ინსტრუმენტები
  • დათო ადუაშვილი – პერკუსია
  • დიმა დემჩინსკი – ტექსტები

საქართველოში მოღვაწე რუსულენოვან ალტერნატიულ მუსიკოსებზე ძალიან ცოტაა ცნობილი, არადა მათ ოთხმოციანებში რამდენიმე ამბიციური პროექტი ჩამოაყალიბეს. მაგალითად, ჰარდ-როკულმა Капкан-მა თავისი ისტორიის მანძილზე (1978-1989) ერთი ალბომი და ბევრი საარქივო ჩანაწერი დატოვა; Или (1983-1993) კი, ქრონოლოგიურად, ალბათ პირველი ქართული post-punk / art-punk ჯგუფი იყო, საკმაოდ ვრცელი დისკოგრაფიით.

New Discipline-ც ოთხმოციანების ბოლოს, რუსულ სექტორში ჩამოყალიბდა. Или-სთან ამ ბენდს გიტარისტი ნუგზარ ფანცულაია ანათესავებს. მათ მიერ დატოვებული მუსიკალური მასალა თვისობრივად საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც მაშინ ქართულ ალტერნატიულ სცენაზე ხდებოდა. 1991-ში მათ ჩაწერეს ძალიან ხანგძლივი ალბომი Never Try, სადაც ყველაფერი ინგლისურადაა ნამღერი, მუსიკა კი ლავირებს Или-ს გარაჟულ art-punk-სა და რიტმულ, სინთეზატორულ new wave-ს შორის.

მათი მეორე ალბომი კი გერმანიაში, 1994 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ რეგენსბურგში გამართული კონცერტის დროს ჩაიწერა (სხვათაშორის, იმ პერიოდში სხვა ქართულმა ჯგუფებმაც სცადეს გერმანიაში თავიანთი მუსიკის გატანა – მაგ. Soft Eject, Adio). არაა გასაკვირი, რომ ევროპაში ჩაწერილი საკონცერტო ალბომის ხარისხი ერთიორად სჯობს მათ წინა „ქართულ“ სტუდიურ ალბომს. მუსიკალური გეზიც შეცვლილია – new wave ექსპრესიას ამჯერად არა პოსტ-პანკი, არამედ jamming-ზე და groove-ებზე დაფუძნებული, ფანკნარევი პროგ-როკი ეთავსება.

Аквариум-ის ცნობილი სიმღერის კონტექსტიდან ამოვარდნილი ქავერის გარდა, მთელი ალბომი ამ ზემოთნახსენებ მუსიკალურ ფასეულობებს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრეკლისტში არ არის გამოკვეთილი highlight-ი, ალბომის მსუბუქი, განმეორებადი groove-ების წყალობით ალბომი სოლიდურად და საინტერესოდ ისმინება. კიდევ ერთი პლუსია ორიგინალური ჟღერადობა, რომელსაც პროგ-როკის მასშტაბით ძნელია, ანალოგი მოუძებნო: დაახლოებით წარმოიდგინეთ Talking Heads-ის რიტმულობას და სიმღერის მანერას + Phish-ის იმპროვიზაციული დრაივი. საერთო ჯამში, ალბომის მუსიკა ინსტრუმენტული სექციების დროსაა უფრო შთამბეჭდავი. ამ ყველაფრის და მცირე პერსონალური ბონუსის გათვალისწინებით, ამ ალბომს ჩემგან 7,5 / 10. დღესდღეობით ჯგუფის წევრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ, ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

 ————————————————————————————————————

There is really little info about Russian-speaking musicians of the Georgian alternative music scene, although they were responsible for some quite ambitious projects in the eighties. For example, hard-rocking Kapkan left an album and a very extensive archival recorded catalogue throughout their existence (1978-1989); and Ili (1983-1993) is perhaps chronologically first Georgian post-punk / art-punk band, that recorded quite an extensive discography. 

New Discipline, established in the late eighties, related with Ili by the guitar player, Nugzar Pantsulaia, was yet another band from the “Russian sector”. Their recorded output was a bit apart from what was happening on Georgian alternative scene at that moment – they recorded their first. very long. album “Never Try”, entirely sung in English, that stood in-between Ili’s garage art-punk and rhythmic, synth-driven new wave.

Their second album was recorded on November 26, 1994, during the concert in Regensburg, Germany. (Btw, a couple of other Georgian bands also tried to export their music to Germany at those times – e.g. Soft Eject, Adio). No surprise that this live album sounds indefinitely better than their “Georgian” studio recording of back then – anyways, musical direction also took an interesting twist: now instead of post-punk, the new wave sensibilities were augmented by jam and groove-based progressive rock with some funk influences.

Besides quite out-of-context cover of Akvarium’s famous hit, the entire album conveys the aforementioned values. Although the tracklist doesn’t feature a distinct highlight, album’s light, repetitive grooves make it solid and very pleasant to listen. The original sound is a very big plus too – you cannot easily find a close analog, as it sits somewhere between Talking Heads’ rhythmic approach and Phish’s jamming excursiveness. Overall, album is more impressive during its instrumental sections.

So, “ND Live! In Regensburg” is an album of its own kind. Considering all this and a slight personal bonus, it gets 7,5 / 10 from me. Now most of the people involved with this album live in Western Europe, some still working in the music field.

გადმოსაწერი ბმული / download link: New Discipline – ND! Live In Regensburg (1994)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s