რევიუ #75: 75 – ვარსკვლავთცვენა (1982)

cover

pop / rock

ტრეკლისტი:

  1. ვარკვლავთცვენა / Starfall (4:56)
  2. თეთრი ღამე / Bright Night (2:25)
  3. ფოთოლცვენა / Falling Leaves (3:12)
  4. ლიანები / At The Seaside (3:39)
  5. ციხისძირი / Tsikhisdziri (4:04)
  6. არა (აღარ გამებუტო) / Don’t Be Angry (2:37)
  7. პირველი სიყვარული / First Love (2:56)
  8. ბაკურიანი / Bakuriani (3:25)
  9. სადღაც / Somewhere (2:07)
  10. ტირიფები / Willows (4:29)
  11. იმპროვიზაცია / Impromptu (1:31)
  12. გულმართალი კაცი მიყვარს / My Song (2:15)

შემადგენლობა (სოლისტები):

  • თეიმურაზ რევაზიშვილი (1, 4, 6)
  • ბესიკ კალანდაძე (2, 5 10, 11)
  • კობა ბეჟიტაშვილი (3, 7)
  • უჩა კორძაია (8)
  • ნუგზარ ერგემლიძე (9)
  • რობერტ ბარძიმაშვილი (12)

ბლოგის არსებობის მანძილზე პირველად ვუთხმობ ერთსადაიმავე ბენდს მეორე განხილვას; მაგრამ ახედეთ რევიუს ნომერს და მიხვდებით, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა. სამოცდაათიანების ბოლოს 75-ში დიდი ცვლილებები მოხდა – შეიცვალა ბევრი წევრი, მოვიდნენ ახლები. გადამწყვეტი მომენტი ჯგუფში ბესო კალანდაძისა და თემურ რევაზიშვილის მოსვლა იყო, რომელთა ვოკალურ მანერასაც ნელ-ნელა ჯგუფის მუსიკა დაექვემდებარა. ასე რომ, ოთხმოციანების დასაწყისში ფოლკლორზე დაფუძნებული ეს ჯაზ-როკ კოლექტივი მელოდიურ, თანდთანობით სასიმღერო პოპ-როკ ჯგუფად გადაიქცა.

საკონცერტო ალბომი „ვარკვლავთცვენა“ 1982 წელსაა ჩაწერილი. როგორც ამბობენ ესაა მთლიანი კონცერტის პირველი, ოფიციალური ნაწილი. მეორე ნაწილში როგორც წესი, უფრო გამომწვევი, ცენზურასთან მეტად კონფრონტაციული მუსიკა შესრულდა; პირველი ნაწილი კი  უფრო მსუბუქ მუსიკას დაეთმო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ალბომი საბჭოთა დროის ქართული როკის ერთ-ერთი მწვერვალია – უბრალოდ ძალიან ძლიერი სასიმღერო მასალის გამო. მართლაც, ალბომში მოთავსებული 12 ნაწარმოებიდან უმეტესობა ქართული სიმღერის ოქროს ფონდშია შესატანი. ბევრი მათგანი ხალხში დღესაც ძალიან პოპულარულია („პირველი სიყვარული“, „ლიანები“, „ტირიფები“) ან მომდევნო დეკადებში ძალიან ბევრჯერ გადამღერებულა („ციხისძირი“, „გულმართალი კაცი მიყვარს“, „თეთრი ღამე“). ნაკლებად ცნობილ სიმღერებს შორის კი შეხვდებით ულამაზეს „არა (აღარ გამებუტო)“-ს და ოთარ რამიშვილის „ექსპრომტს“.

ვისაც ჯერ ეს სიმღერები არ მოგისმენიათ, გეტყვით, რომ ალბომის პოპ-როკს ეპიზოდურად ერწყმის სხვადასხვა ნიუანსები. განყენებულ, მაღალი რეგისტრის სინთეზატორებს და მომენტებში Pink Floyd-ის სტილის გიტარებს მსუბუქი space ელემენტი შემოაქვთ. მომენტებში ისმის ფანკი და დისკოც, მაგრამ ჯგუფისთვის მახასიათებელი ჩასაბერების ძლიერი სექციიდან მხოლოდ მცირე კვალია დარჩენილი.

საბოლოოდ, ალბომის კომპოზიტორთა (ძირითადად ზურა მანაგაძე და ნუგზარ ერგემლიძე, რომელთაც ალბათ თავიანთი საუკეთესო სიმღერები ამ ალბომითვის დაწერეს) და ბრწყინვალე ვოკალური შესრულების წყალობით მივიღეთ ქართული პოპ-როკითვის კლასიკური ჩანაწერი. ალბომი იდეალური არაა (არის ერთი სუსტი „ბაკურიანი“ და რამდენიმე საშუალო სიმღერა), მაგრამ ეს ადვილად იყლაპება სხვა ღირსებათა ფონზე.

ასე რომ, პერსონალური ბონუსის გათვალისწინებით, ალბომს ჩემგან 9,5 / 10. აუცილებლად მოსასმენია!

 ————————————————————————————————————

It’s the first time I ever dedicate the second review to the same band throughout the blog; but if you notice the review number you’ll see it just couldn’t be otherwise. 75 underwent many changes in the late seventies. Many early members left while others came in. Still, the crucial point was the arrival of Beso Kalandadze and Temur Revazishvili who conformed the band’s music under their own vocal style. So, in early eighties, once a folk-influenced jazz-rock collective slowly morphed to a catchy pop/rock band.

Starfall, a live album, was recorded in 1982 and contains the first, official section of the concert. Band would mainly dedicate the second section to more provocative music which used to confront censorship in some way, but the first half was mainly represented by lighter music. Despite all that, the brilliant songwriting makes this album a pinnacle of Soviet Georgian rock music. In fact, out of 12 songs presented here, most should be inducted to the golden book of Georgian song. Many of them are still hugely popular among people (“Pirveli Siyvaruli” [7], “Lianebi” [4], “Tirifebi” [10]) or have been performed in the numerous new versions (“Tsikhisdziri” [5], “Gulmartali Kaci Miyvars” [12], “Tetri Game [2]). Even the lesser-known songs contain brilliant “Ara (Agar Gamebuto) [6] and “Impromptu” [11].

For whom still haven’t heard those songs, I’d describe this album as pop/rock with various episodic nuances and spices. High-pitched, detached synthesizer sound and Pink Floyd-oriented guitar work instills a light spacey component; there is some disco and funk here and there (a characteristic of Georgian music from that period), but there are only a few detectable traces of the band’s once-mighty brass section.

So, thanks to songwriters’ excellence (Zura Managadze and Nugzar Ergemlidze might have composed all of their best songs just for this album) and nearly impeccable vocal performances this album ranks as a Georgian pop/rock classic. Although album is not ideal (there’s the weak “Bakuriani” [8] and a couple of average songs), but these few drawbacks can be swallowed safely next to the great merits of this recording. 

That means, considering a personal bonus, this album gets 9,5 / 10. A must-have for ones even remotely interested in Georgian rock music.

გადმოსაწერი ბმული / download link: 75 – Starfall (1982)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s