რევიუ #74: ნიკა წერეთელი & მამუკა ბერიკა – ანიდან ჰოემდე (2001)

anidanhoemde

world music, ethnic fusion, downtempo

ტრეკლისტი:

  1. Maidani (6:02)
  2. Om Nama (5:50)
  3. Erekheli (5:21)
  4. Papaya (4:46)
  5. Achu-Achu (5:33)
  6. O (12:15)
  7. Golkonda (5:44)
  8. Anidan Hoemde (5:04)
  9. More (3:51)
  10. Mandala (Bonus) (5:00)

შემადგენლობა:

  • ნიკა წერეთელი – პროგრამირება, არანჟირება, პერკუსია, კლავიშები, ვარგანი
  • მამუკა ბერიკა – ვოკალი, ფლეიტა, პერკუსია (2, 3, 5, 6, 8, 9), პროდუსერი (2-6, 8-9)
  • დავით “კაკადუ” მაჭავარიანი – დასარტყამი ინსტრუმენტები (2, 8)
  • ზურა ძაგნიძე – გიტარა (7, 8, 9)
  • მადი სერებრიაკოვა – ვოკალი (3, 8, 9)
  • დათო თოიძე – ვოკალი (1, 7)
  • გიორგი სიხარულიძე – ვოკალი (2)
  • ალექს გაჩავა – ტაბლა (4)
  • ვახო მამალაძე – ვოკალი (3)
  • კვინტეტი ურმული და დათო ქავთარაძე – დუდუკი (1, 7)

საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც მუსიკა ფოლკლორში ტრადიციულად ერთგვარად პრივილერგიერებულია, დიდი აფიშირებისა და ხელშეწყობის გარეშეც კი, სპონტანურად ყოველთვის იქმნებოდა ხოლმე ეთნიკური მუსიკისა და სხვადასხვა სტილების საინტერესო სინთეზები. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში დასავლეთ ევროპაში გაჩენილმა ელექტრონული მუსიკის ფოლკლორულთან შეზავების მოდამ დეკადის ბოლოს ჩვენთანაც შემოაღწია და ახალ ათწლეულის პირველ ნახევარში საქართველოში უკვე წარმოიქმნა რამდენიმე ძალიან საინტერესო ethnic fusion პროექტი. პროექტები “სამება“, თავისი თითქმის საცეკვაო დრაივით, “ქორალი“, თავისი აქცენტით ვოკალურ პოლიფონიაზე, “ადილა” თავისი უნებური lo-fi ესთეტიკით, სხვებისგან ამ მუსიკისადმი თავისი მახასიათებელი მიდგომით გამოირჩეოდნენ, თუმცა იმდროინდელი ქართული ethnic fusion-ის საუკეთესო მომენტად მაინც ნიკა წერეთლისა და მამუკა ბერიკასანიდან ჰოემდე” მიმაჩნია. ბევრ მოწვეულ მუსიკოსს შორის აქ არიან ნიკა წერეთლის კოლეგებიც Afternoon Version-იდან.

ეს ალბომი არაა იმდენად ფოკუსირებული ქართულ ფოლკლორზე; აქ უფრო ტრანსნაციონალური აღმოსავლური გავლენები დომინირებს: საქართველოს შემდეგ შემოივლით სომხეთს, შუა აზიას, ინდოეთს. გამოყენებულია ბევრნაირი ბუნებრივი და სემპლირებული ნელი, რიტმული პერკუსია რაც თბილ, სინთეზატორულ ფონთან და ბერიკას ბარიტონთან ერთად ერთად განყენებულ, დაახლოებით Sacred Spirit-ის მსგავს სამედიტაციო განწყობას ჰქმნის. სინთეზატორული ჟღერადობა და მოკლე არპეჯირებული სეკვენსები ხშირად Alan Parsons-ის სოლო ალბომ “A Valid Path“-ის მსგავსია, მუსიკის “ინდური” მხარე კი მომენტებში Deep Forest-ის “Music Detected“-ს და Shpongle-სეული ფსიქოდელიური ტრანსის ყველაზე ნელ მომენტების გამოძახილია.

მთლიანობაში ალბომი ძალიან კარგია კომპოზიციურად – სხვადასხვა ნაწარმოებებში აღმოსავლეთის სხვადასხვა მხარეთა მოტივებია გამოყენებული რაც ნამუშევარს იმ მრავალფეროვნებას ანიჭებს ხოლმე, რაც ამ ტიპის ალბომებს ძალიან ხშირად აკლია. ამასთან ერთად, ეს გავლენები ერთი ხელწერითაა დამუშავებული და ნამუშევარი ფრაგმენტულადაც არ ისმინება. მოკლედ, “ანიდან ჰოემდე” თანაბარი მაღალი დონის ალბომია; საუკეთესო ნაწარმოები კი ჩემთვის სასათაურო სიმღერაა, ბოლოში ძალზედ შთამბეჭდავი პერკუსიული კრეშენდოთი. რეკომენდებულია ფართე აუდიტორიისთვის – განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ე.წ. downtempo ელექტრონული მუსიკა უყვარს.

8,5 / 10.

————————————————————————————————————

In the countries like Georgia, where music is, by tradition, somewhat privileged over other arts in folklore, the interesting fusions of ethnic music with different styles would spring up spontaneously, even without much help or promotion. The trend of mixing ethnic music with various electronic approaches, first set in early-90s Europe, finally got it’s way into Georgia by the endiof the decade, so the dawn of the new millennium already saw a number of interesting ethnic fusion projects emerge. “Sameba“, with their almost a dance-music drive, “Qorali“, with the clear spotlight on vocal polyphony and “Adila” with unpurposeful lo-fi aesthetics, distinguished themselves by their characteristic musical approach, but still, “Anidan Hoemde” (approximately translated as “From A to Z” in English), a collaborative album by Nika Tsereteli and Mamuka Berika, count as the best of this bunch in my book. Here are Tsereteli’s colleagues from Afternoon Version among the musicians guesting on this album.

That said, the album in question is not as centered on Georgian folklore; it’s dominated by certain transnational oriental influences: from Georgia, you will be led on a trip to Armenia, Middle East, India. There’s a plenty of natural and sampled slow, rhythmic percussions, which together with warm synthesizer background and Berika‘s baritone vocals create a detached, meditative atmosphere akin to Sacred Spirit. Overall synthesizer sound and short arpeggiated sequences are somewhat similar to Alan Parsons‘ “The Valid Path” album, while the most of the “Indian” moments echo Deep Forest’s “Music Detected” or a slower kind of Shpongle‘s psychedelic trance.

Composition-wise, album is very good overall – motives from different eastern places are used in the different pieces and it gives the album a welcome quality of versatility, all too often absent from this kind of music. Still all those influences are filtered with similar creative approach, so despite it’s variety this work still doesn’t feel fragmented. To put it short, “Anidan Hoemde” is an equal, high-quality album; best cut for me would still be the title piece, with its huge percussive crescendo. Recommended for a wide audience – especially for those who love downtempo electronic music.

8,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Nika Tsereteli & Mamuka Berika – Anidan Hoemde (2001)

One thought on “რევიუ #74: ნიკა წერეთელი & მამუკა ბერიკა – ანიდან ჰოემდე (2001)

  1. Koma says:

    გამოვარჩევდი Maidani-ს, Papaya-ს, Golkonda-ს და Mandala ალბათ ყველაზე ძლიერი სიმღერაა ამ ალბომში(ჩემი აზრით)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s