რევიუ #63: იაკობ ბობოხიძე – სიმღერები / ნაწარმოებები გალაქტიონ ტაბიძის ლექსებზე (1977/83)

7c557af2f1f4799e4e2d0d0e5850160dR-3635157-1338471763-2946

orchestral pop, folk,  funk, classical

ტრეკლისტი:

  1. მზეო თიბათვისა (3:02)
  2. ქარი ჰქრის (3:20)
  3. მოგონება (3:09)
  4. ცირა (3:21)
  5. ჩამავალ მზეს (4:43)
  6. ფიცი (3:00)
  7. მოდი გიამბობ (2:51)
  8. ხევსურის სიმღერა (2:18)
  9. მზე იცინის (3:32)
  10. ფიფქები (2:43)
  11. გაზაფხული (2:38)

ბონუსები 1983 წლის ვინილიდან:

  1. მთაწმინდის მთვარე (კანტატა 3 ნაწილად მთხრობელისა და გუნდისათვის) (15:38)
  2. თოვლი (5:25)
  3. ვერხვები (2:18)
  4. გარეთ წვიმს და თოვს (2:08)

შემსრულებლები:

  • ჰამლეტ გონაშვილი – 1, 7, 13
  • ნანი ბრეგვაძე – 2, 3, 5
  • ეკა მამალაძე – 2, 5
  • ეთერ კაკულია – 4, 6, 9
  • ლადო წივწივაძე – 1
  • ვახტანგ კიკაბიძე – 8
  • ელენე რაქვიაშვილი – 10
  • გურამ უჩანეიშვილი – 10
  • ზურაბ ცისკარიძე – 11
  • ზინაიდა კვერენჩხილაძე – 12
  • საქართველოს სახელმწიფო გუნდი – 11
  • ლევან ჯაფარიძე – 14
  • გია ჭირაქაძე – 15
  • ზურაბ ლომიძე – 15
  • გია დოლიძე – 15

იაკობ ბობოხიძე (1931 – 2007) ხშირად მიხსენებია, როგორც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სასიმღერო კომპოზიტორი. ჰოდა, როგორც იქნა, მისი ორივე ოფიციალურად გამოცემული საავტორო ფირფიტა ვიშოვე და ახლა სიამოვნებით გთავაზობთ თქვენც. ბობოხიძე განათლებით კლასიკური კომპოზიტორი იყო, მაგრამ მისი კლასიკური ნაწარმოებების შოვნა თითქმის შეუძლებელია (ვისაც მისი „კონცერტი საყვირისა და ორკესტრისთვის“ მოგეპოვებათ, გთხოვთ, გამიზიარეთ!).

რამდენიმე შტრიხია, რაც მის სიმღერებში განსაკუთრებით მიყვარს: 1) ძალიან თავისებური, ოდნავ მისტიკური მელოდიზმი, ძალზედ განსხვავებული მისი თანამედროვეებისაგან 2)  საოცრად ლამაზი ორკესტრირებები. მოისმინეთ ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული „თოვლი“ და „მოდი გიამბობ“ – არამგონია ვინმე არ დამეთანხმოთ.

ამ ორ ფირფიტაზე სხვადასხვა ყაიდის სიმღერაა. შეხვდებით მსუბუქ ოკესტრულ პოპს („მზე იცინის“, „ფიცი“, „ხევსურის სიმღერა“, „გაზაფხული“), წმინდად ორკესტრულ ბალადებს („ქარი ჰქრის“, „მოგონება“, „ჩამავალ მზეს“), სოლიდურ ფანკს („ცირა“) და რაც მთავარია, იმ ულამაზეს ორკესტრულ შედევრებს, რომელთაგან რამდენიმე უკვე ვახსენე („თოვლი“, „მოდი გიამბობ“, „მზეო თიბათვისა“). ასევე მოყვანილია რამდენიმე ძალიან ცნობილი სიმღერის თავდაპირველი ვერსიაც (ძალიან ლამაზი საბავშვო სიმღერა „ფიფქები“ ჩვენი თაობის ბავშვებშიც პოპულარული იყო. „ვერხვები“ კი ალბათ ბობოხიძის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა).

დაბოლოს, მეორე ფირფიტა, რომელიც გალაქტიონის პოეზიაზე დაწერილ მუსიკას შეიცავს, იხსნება რამდენიმენაწილიანი კლასიკური კანტატით გუნდისა და მთხრობელისთვის. ეს ძალიან უცნაური და საინტერესო ნაწარმოებია, სადაც ქართული ფოლკლორული და საეკლესიო სიმღერის ნიუანსები შერწმულია მინიმალურ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ძალზედ ეფექტურ ორკესტრირებასთან და ზინაიდა კვერენჩხილაძის რეჩიტატივთან. სტილით ეს მუსიკა უფრო ახლოს დგას იმ ფოლკლორულ სიმღერებთან, რომელსაც ბობოხიძე მოგვიანებით ფოლკლორულ გუნდ „აონი“-ს და „არაგვი“-სთვის წერდა ხოლმე.

მოკლედ, თქვენს წინაშეა ქართველი მსმენელისთვის ძალზედ მწირად წარმოჩენილი მართლაც დიდი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებასაც, იმედია, ისტორია ნელ-ნელა ამოატივტივებს. არ გამოტოვოთ – განსაკუთრებით მათ, ვინც ეძებთ ლაღიძის, ცაბაძის და ცინცაძის კალიბრის სასიმღერო კომპოზიტორებს.

8,5 / 10.

პ.ს. ვინაიდან პირველ და მეორე ფირფიტაში სიმღერები მეორდება, მეორე ფირფიტიდან დუპლიკატები ამოვიღე.

————————————————————————————————————

I’ve often cited Iakob Bobokhidze (1931 – 2007) as one of my favourite popular song composers. I finally got ahold of two vinyls containing his songs, so I’m eager to present them. Bobokhidze was a classical composer by education, but his classical works are almost impossible to find (if you happen to have his Concerto For Trumpet & Orchestra, please share!).

There are a couple of nuances that I especially cherish in his music: 1) very original, slightly mystic melodism which contrasted with that of his contemporaries 2) his unbelievably beautiful orchestrations (once you hear the freezing orchestral parts of “Modi Giambob” and “Tovli”, I don’t think you’ll disagree).

These two records contain different kinds of song. You’ll see light, orchestral pop songs (“Mze Itsinis[9], “Pitsi[6], “Khevsuris Simgera[8]. “Gazapkhuli[11]), completely orchestral ballads (“Qari Hqris[2], “Mogoneba[3], “Chamaval Mzes[5]), solid funk (“Tsira[6]), and most importantly, those heavily orchestrated masterpieces (aforementioned “Modi Giambob[7] and “Tovli[13], also “Mzeo Tibatvisa[1]. There are original versions of some of Bobokhidze’s most popular songs (“Fifqebi[10] is the children’s song that popular even among kids of my generation and “Verkhvebi[14] counts as one of his finest songs.)

And at last, the second vinyl which contains the pieces written on Galaktion Tabidze’s poetry, opens with “Mtatsmindis Mtvare[12] a sidelong, multipart cantata for a narrator and orchestra , where he combines the fine nuances of Georgian ecclesial and folkloric choral singing with simple but still very effective orchestration and recital. This music recalls the songs he started writing for folk choirs “Aoni” and “Aragvi” just a couple of years later.

So, here you have a great, so much underrepresented composer. I hope much more of his recorded work comes afloat someday soon. Not to be missed – especially by those who search for the best Georgian song composers of Laghidze, Tsintsadze and Tsabadze caliber.

8,5 / 10.

P.S. Because some recordings on those two vinyls are identical, I have removed the duplicates from the second vinyl.

გადმოსაწერი ბმული / download link: Iakob Bobokhidze – Songs / Pieces On Galaktion’s Poetry (1977 / 83)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s