რევიუ #59: Nikakoi – Requiem For Deranged Robot (2009)

R-2081000-1262905066

electronic, ambient, modern classical

ტრეკლისტი:

CD1

  1. System Switch Off (17:58)
  2. Disarrange (17:02)

CD2

  1. Ghostfile#01 (3:53)
  2. Ghostfile#02 (5:26)
  3. Ghostfile#03 (6:41)
  4. Ghostfile#04 (5:13)
  5. Ghostfile#05 (3:05)
  6. Ghostfile#06 (5:18)
  7. Ghostfile#07 (4:23)
  8. Ghostfile#08 (7:43)
  9. Ghostfile#09 (5:18)
  10. Ghostfile#10 (4:52)
  11. Ghostfile#11 (11:04)
  12. Ghostfile#12 (2:55)

შემადგენლობა:

  • ნიკა მაჩაიძე – ელექტრონული ინსტრუმენტები

როდესაც ქართული ელექტრონული მუსიკის თემას ეხები, ქართველ მსმენელს, როგორც წესი, შემოქმედებითი კომუნა „Goslab”-ის წევრები (ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, გოგი ძოძუაშვილი) და მათთან ასოცირებული კიბერნეტიკული IDM ახსენდება. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ეს სამი მუსიკოსი წინა დეკადაში რეგულარულად გამოსცემდა იდეებით მდიდარ, ესთეტიკურად გამართულ და მსმენელისთვის ადვილად აღსაქმელ ელექტრონულ მუსიკას.

ნიკა მაჩაიძის ალბომები რამდენიმე ფსევდონიმის (Nikakoi, Goslab, Erast) ქვეშაა გამოცემული. მიუხედავად მისი მუსიკის მრავალფეროვნებისა, მისი შემოქმედება მაინც ძირითადად IDM-ს ორბიტაზე ტრიალებდა, თუმცა ალბომში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, იგი შორს გასცდა თავის შინაურ სტილს და ჩემი აზრით, სწორედ ეს ნამუშევარია მისი დისკოგრაფიის მწვერვალი.

Requiem For Deranged Robot ორმაგი ალბომია; პირველ დისკზე ორი ხანგრძლივი კომპოზიცია. System Switch Off ელექტრონული ეფექტებით მოდულირებული პიანინოს ფრაგმენტირებულ, თითქმის ინდეტერმინანტულ თემებზეა დაფუძნებული. ეს მსმენელში იწვევს ერთგვარ ბინარულ განყენებას; თითქოს ეს პატარ-პატარა ნაწილები ქვეცნობიერი დეკოდერით რაღაც ახალ, ჯერ არნახულ გრძნობად უნდა გარდაიქმნას. დანარჩენის ინტერპრეტაცია კი თვითონ გააკეთეთ – უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა ელექტრონულ მუსიკაში.

Disarrange-ც მსგავსი ატმოსფეროსკენ მიილტვის, მაგრამ ფონური, ღრმა აკორდებით შემთხვევითი კიბერნეტიკის გარდა კიდევ ძლიერი space ეფექტიც იქმნება, რაც პირველ ნაწარმოებთან ძალიან საინტერესო კონტრასტს ჰქმნის – თითქოს ერთსადაიმავე კონცეფციას ეს ორი ნაწარმოები ურთიერთსაპირისპირო მხრიდან განიხილავს.

მეორე დისკი შედგება 12 შედარებით მოკლე „Ghostfile“-სგან; მუსიკალურად მათ პირველი დისკთან ბევრი საერთო აქვს, მაგრამ აქ ძირითადად კინემატიკური განწყობა დომინირებს. თორმეტივე ნაწარმოების განმავლობაში, მუსიკა ნელ-ნელა მორფირებს სხვადასხვა შენიღბული მელოდიური თემის ირგვლივ, რაც საკმარისია სხვადასხვა ნაწილების განსხვავებული ემოციური ეფექტისთვის. შედეგად, მეორე დისკიც, თავისი ნაკლები მონუმენტურობის მიუხედავად, თავიდან ბოლომდე პირველივით ხალასად ისმინება.

ახალ საუკუნეში ციფრული ამბიენტის მომრავლების მიუხედავად, მართალი რომ გითხრათ, ამ ალბომისთვის მუსიკალური ანალოგების პოვნა მიჭირს. ჩემთვის ცნობილი მუსიკიდან ყველაზე ახლოს ალბათ Alva Noto-ს სოლო პროექტები და Alva Noto / Ryuichi Sakamoto-ს კოლაბორაციები დგას, ასე რომ მათი მუსიკის მოყვარულებთან ამ ალბომს განსაკუთრებულ რეკომენდაციას გავუწევ. ისე კი, ეს ნამუშევარი 21 საუკუნის ელექტრონულ ალბომებს შორის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, ჩემი აზრით ესაა სტილის შედევრი და შესაბამისადაც შევაფასებ:

10 / 10.

————————————————————————————————————

When you touch the topic of Georgian electronic music, members of “Goslab” (a creative commune which included Nika Machaidze, Tusia Beridze and Gogi Dzodzuashvili) and associated cybernetic IDM usually come to listeners’ minds first. No surprise, because those three musicians regularly released electronic artistically exquisite records that were full of ideas, yet easily comprehensible.

Nika Machaidze’s albums have been issued under a couple of pseudonyms (Nikakoi, Goslab, Erast). Still, despite his musical diversity, he mostly orbited IDM. The album I’m going to present right now sees him steer away from his homeground style and I think it resulted in the best work in his discography.

Requiem For Deranged Robot is a double album. CD1 contains two long compositions.  System Switch Off is based on electrically modulated, fragmented, almost indeterminant piano themes. Listener is put into a certain kind of binary detachment – it seems just as those small fragments should be decoded into new, yet not experienced feeling. Interpret it by yourself – I’d just like to tell that it is one of my all-time favourites in electronic music.

Disarrange aims for the similar atmosphere, but deep background chords add up the strong space effect to this cyber-randomness. It creates interesting contrast, as if the same concept is explored from opposite sides.

Second disc consists of twelve Ghostfiles. They have musically much in common with the first disc, but here it’s more cinematic mood that predominates. Throughout all twelve pieces, music slowly morphs around masked melodic themes and it’s enough to create the emotional diversity. So, the second disc, while not as monumental as the first one, is still sounds just as fresh and exciting.

Despite the plenty of digital ambient music in the new century, to be honest, I at trouble finding albums that would sound similar to it. From the music I’m aware of, the closest I can get is Alva Noto’s solo albums or Alva Noto / Ryuichi Sakamoto collaborations, so special recommendations to those who like aforementioned artists. To put it short, this is one of my fave electronic albums of 21st century – I think it is the masterpiece of this particular style. So I’ll rate it accordingly.

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Nikakoi – Requiem For Deranged Robot (2009)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s