რევიუ #57: Innerhiss – Innerhiss (2013)

artworks-000026045607-p8k8cg-t500x500

crossover progressive rock, alt. rock

ტრეკლისტი:

  1. Enchanted (5:41)
  2. Butterfly (4:53)
  3. Breaking Bounds (5:15)
  4. Chasing Signs (5:15)
  5. Cry For Peace (3:32)
  6. Not Hard To Analyze (4:07)
  7. Precious (4:08)
  8. Time (4:56)
  9. Train (4:25)
  10. Unwary Steps (3:35)

შემადგენლობა:

  • თაკო დავითაშვილი – ვოკალი, კლავიშები
  • ზურა კიკნაძე – გიტარა
  • გიორგი სურგულაძე – ბასი
  • თორნიკე გორდაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები

მეგობარმა, რომელიც ამ ბლოგის დიდი გულშემატკივარიცაა, გამაცნო ძალიან საინტერესო ჯგუფი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. უცნაურია, მაგრამ მათი ალბომი უკვე 1 წელია, რაც soundcloud-ზე დევს, მე კი მათი არსებობა მხოლოდ ახლა გავიგე – რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ქართულ მუსიკალურ სივრცეში ინფორმაციის დიფუზიის პრობლემას.

Innerhiss 2012 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, მაგრამ ის ფაქტობრივად Comic Condition-ისა და Tako + Green Mama-ს გაგრძელებაა. ამ სამი პროექტის განმავლობაში შემადგენლობის ცვლილება მინიმალური იყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში საკმაო ევოლუცია განიცადა Green Mama-ს პირველი შემადგენლობის დრაივიანი, ორიგინალურად არანჟირებული post-grunge / hard rock-იდან (იხ. რევიუ #39) Innerhiss-ის ფორტეპიანოზე დაფუძნებულ, ალტერნატივანარევ, მელოდიურ crossover prog-ამდე.

ალბომის სიმღერები სტრუქტურულად ვოკალურ პარტიებზეა დაფუძნებული, თუმცა ინსტრუმენტულ ექსკურსიებს და არანჟირების ნიუანსებს საკმარისი დრო ეთმობათ ჩრდილიდან გამოსასვლელად. ადვილი შესამჩნევია ყველგანმყოფი ელექტროპიანინო და უცნაური, stripped-down ჟღერადობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მუსიკოსებმა ტექნოლოგიური ლიმიტების გამოყენება მუსიკისვე სასარგებლოდ შეძლეს – ელექტრონული დრამი არა აკუსტიკურის იმიტაციად, არამედ ალბომის ტმოსფეროს ინტეგრალურ ნაწილადაა ქცეული; სიმებიანების იშვიათი გამოყენებით მოშიშვლებულ ფონს კი გიტარის მოკლე პასაჟები / რიფები, ფორტეპიანო და ვოკალი ავსებენ. შედეგად ალბომს აქვს სახასიათო, პირდაპირი, მსმენელთან ახლო საუნდი, ტიპიური ატმოსფერული პროგ-განყენებულობის გარეშე.

ალბომის განმავლობაში ჯგუფი არ ერიდება მეინსტრიმული ფორმატისა, მუსიკალური დისსონანსებისა და სიმძიმის დაპირისპირებას, თან ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად ხდება, რომ მუსიკა მაინც მარტივად აღსაქმელი და სასიამოვნო მოსასმენი რჩება. ამის ნათელი მაგალითები ალბომის პირველი 4 სიმღერაა, სადაც წინწამოწეულ ვოკალურ თემებს სიმღერის ბოლოში ფონიდან ინსტრუმენტული ნაწილები უსხლტება და სიმღერები კულმინაციებამდე აჰყავს. და მაინც, თაკო დავითაშვილის ექსპრესიული ვოკალი ალბათ ჟღერადობის მთავარი განმსაზღვრელია: ის მოჯაზო ვოკალურ მელოდიებს ტრიპ-ჰოპის მანერულობით წარმოადგენს ხოლმე და ხშირად ეს სიმღერის სათანადო არანჟირების სტიმული ხდება.

მთლიანობაში, ალბომი კარგი და თანაბარია, რამდენიმე განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მომენტით (Enchanted, Butterfly, Breaking Bounds, Chasing Signs, Time). საუნდის პირდაპირობის და ნაკლებვარიაციულობის გამო შეიძლება ის ყურში მთლად კომფორტულად არ მოგხვდეთ ან ბოლოში შემოგეერთფეროვნოთ, მაგრამ ეს გრძნობა მეორე-მესამე მოსმენისას გაივლის. ეს ნამუშევარი არ იგონებს რაიმე რევოლუციურს, მაგრამ ჯგუფი აშკარად გამოხატავს პროგრესული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტილის თავისებურ ხედვას და ამასთან ერთად ფართო აუდიტორიისთვისაც მიმზიდველი რჩება – ჰოდა, ეს ყველაფერი გვაძლევს უფლებას, რომ ალბომს მაღალი შეფასება მივცეთ და დიდი ინტერესით დაველოდოთ Innerhiss-ის შემოქმედების განვითარებას – მათი პოტენციალი აშკარაა. ჩემი რეკომენდაციები ყველას, ვისაც გიყვართ ალტერნატიულ როკთან ახლოს მდგომი პროგრესული როკი ქალის ვოკალით.

8 / 10.

————————————————————————————————————

The friend who cares much about this blog showed me a very interesting band that I’m going to present right now. Strange that their album has been on Soundcloud for over a year, but I knew nothing about their very existence until recently. This points out the problem of inadequate information diffusion quite clearly once more.

Innerhiss was born in early 2012, but it is practically a continuation of Comic Condition and Tako + Green Mama. Throughout those 3 projects line-up change has been minimal, but sound has still undergone quite an evolution from driving, riff-filled non-trivially arranged post-grunge /hard rock of original Green Mama line-up (see rev. #39) to Innerhiss’ female-fronted, electric piano-led, alt.rock-mixed melodic crossover prog.

The songs on the album are structurally based on vocal lines, but instrumental excursions and arrangement nuances get enough attention to step out from the shadow. Omnipresent electric piano and strange, stripped-down sound are easily observed, but it must be said that musicians managed to use technologic limitations in their music’s favor: for example, electric drums sound as the integral part of album’s atmosphere, and the bareness of background caused by scarcity of strings is filled by short guitar passages / riffs, piano and pinpoint vocals. As a result album sounds quite direct, moody and close to the listener, without detachedness so typical of modern atmospheric prog.

Band is not shy to contrast the mainstream song format with musical dissonances and heaviness. Moreover, it comes out so naturally that music remains easily to comprehend and pleasurable. The first 4 songs would serve as a perfect example, where near the end of the songs, instrumentation escapes the shackles of fronting vocals, and develops them to impressive climaxes. Still, Tako Davitashvili’s vocals are perhaps the main determinant of the band’s sound: her presentation of jazzy vocal lines with trip-hop mannerism is often a stimulus for the respective instrumental arrangements.

Overall, we have a good and equal album, with a couple of very impressive moments (Enchanted, Butterfly, Breaking Bounds, Changing Signs, Time). Stripped-down sound and a relative lack of its variation might not provide a definite comfort upon the first listen, but this effect will vanish on subsequent listens: it is a definite grower. This work presents nothing revolutionary, but the band clearly expresses their own vision of one of the most modern progressive rock styles, while retaining attractiveness for the broad audience. This lets us to rate this album highly and wait for Innerhiss’ creative development with much interest – the potential is clear. My recommendations go to all who love female-fronted crossover prog with the touch of alternative.

8 / 10.

მოსასმენი ბმული / Streaming link: Innerhiss – Innerhiss (2013)

5 thoughts on “რევიუ #57: Innerhiss – Innerhiss (2013)

  1. ალბომის ლინკი შეგიძლია დადო?😕

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s