რევიუ #56: ბეთლემი – ხავსმოდებული ზარების ექო (1992)

betlemi

progressive rock, heavy prog, heavy metal

ტრეკლისტი:

  1. ივერთა მხარე (5:12)
  2. აპოკალიფსი (მზის ლიგის რაინდი) (6:27)
  3. Verbum Sapientubus (7:55)
  4. კლდის ვეფხვი (8:07)
  5. არწივი მეხია მთის (6:01)
  6. ნოსტრადამუსი (7:21)
  7. მარათონი (6:52)
  8. ხიხანო (6:23)
  9. ღვინობისთვე (5:14)

შემადგენლობა:

  • ნუგზარ გუჩმანიძე – ვოკალი
  • თემურ დიასამიძე – გიტარა, ვოკალი
  • ჯუმბერ ბოლქვაძე – ბასი, ვოკალი
  • მალხაზ დუმბაძე – კლავიშები
  • ბეგლარ მიქელაძე – კლავიშები
  • გურამ ქობულაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები

ქედა, მაღალმთიანი აჭარა. ქუჩაში რიგით გამვლელს ამ ტოპონიმთან 1000 ასოციაციის ჩამოთვლა რომ დაავალონ, ალბათ როკ-მუსიკა მის სიაში მაინც ვერ მოხვდება. მაგრამ ზუსტად ქედაში შეიქმნა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი ქართული როკ-ჯგუფი, რომლის შემოქმედება გადასწვდა ჰარდ როკს, ჰევი-მეტალს, სიმფონიური ელემენტებით გაჟღენთილ მძიმე სიმფონიურ პროგრესივს და ეს ყველაფერი თავისი ორიგინალური ხელწერით შეურწყა ქართულ ფოლკლორს.

ბეთლემი“ 1987 წელს შეიქმნა. ჯგუფს თავიდან ტრადიციული ჰევი მეტალის დაკვრა ჰქონდა განზრახული, მაგრამ შემდეგ მათ მუსიკაში დიდი დოზებით პროგ-როკის გავლენა შემოიჭრა, რომელმაც საბოლოოდ სტილთა და მიდგომათა ეს ორიგინალური სინთეზი ჩამოაყალიბა. ქართულ Wikipedia-ზე ჯგუფის შესახებ ძალიან ვრცელ ინფორმაციას შეხვდებით – აქ კი უბრალოდ დავძენ, რომ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების შემდეგ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში უკვე ჩამოყალიბდა ის ოპტიმალური ბირთვი, რომელმაც 1992 წელს, მოსკოვში ალბომი „ხავსმოდებული ზარების ექო“ ჩაწერა.

ალბომის გამხსნელი სიმღერა „ივერთა მხარე“ დასაწყისის ცხენოსნური რიტმიდანვე მსმენელს რაღაც ძალიან საინტერესოს მოლოდინს უჩენს. ლამაზი ჰარდ-როკ მისამღერს და პასაჟებს უცბათ Emerson, Lake & Palmer-ისეული კლავიშები ენაცვლება. სიმღერის შუაში ბევრი თვისობრივად ძალიან განსხვავებული იდეაა წარმოჩენილი (პომპეზური კლავიშები, ატმოსფერული აკორდების პროგრესია, დაბრუნება gallop-ში, მცირე აკუსტიკური ინტერლუდია და ბოლოს გიტარის ლამაზი სოლო Ritchie Blackmore-ს სტილში) და ამ ყველაფრის შემდეგ სიმღერა ძალიან ბუნებრივად უბრუნდება მთავარ ჰევი-მეტალურ თემას. შესანიშნავი დასაწყისია.

აპოკალიფსი“ კი ჩემი აზრით. შედევრია. ეს ბალადა ძალიან ლამაზ ვოკალურ თემაზე დაფუძნებული, რომელსაც მთავარი lead-ვოკალი მიყვება, მეორე ეპიზოდური lead-ი კი ძალიან მოულოდნელ ვარიაციად ირთვება. როდესაც მომენტებში მთავარი მისამღერი მრავალ ხმაში იშლება, მცირე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აკორდული ვარიაციებით, ბევრ მსმენელს გააჟრიალებს… ამას ბონუსად მოყვება ორი ძალიან ლამაზი სოლო: აკუსტიკური და ელექტროგიტარების. კიდევ ერთხელ, საოცრებაა.

Verbum Sapientubus ხანგრძლივი ინტროთი და რეჩიტატივით იწყება, რის შემდეგაც ლამაზი, ნელი ვოკალური თემა შემოდის. სიმღერა მეტწილად ატმოსფერულია, თუმცა შუა ნაწილში მეტალური თემა ძალიან კარგად ზრდის დრამატიზმს, რომლის კულმინაციად ბოლოს ნელი, Marillion-ის მსგავსი გიტარის ნელი სოლოა მოვლენილი.

კლდის ვეფხვი“ მთასვლელ მიხეილ ხერგიანის ხსოვნას ეძღვნება. აკუსტიკური გიტარის შესავალის შემდეგ ატმოსფერული კლავიშები გამოჩნდებიან და შემდეგ რიფებით დატვირთულ ჰარდ-როკერად გადაიქცევა.

არწივი მეხია მთის“ კი ამ ალბომის კიდევ ერთი მწვერვალია, სადაც გამოყენებული მელოდიური პასაჟიდან უკლებრივ ყველა ძალიან ძლიერია. შესავლის ძალიან საინტერესო აკორდულ პროგრესიაში მოულოდნელი გრიგალივით იჭრება საოცარი ვოკალური თემა, რომლის მსგავსი მე ინგლისურ ჰარდ-როკშიც ძალიან ცოტა მაქვს მოსმენილი. სიმღერის მთავარი ნაწილი (შუაში სინთეზატორით დომინირებული გადასვლით) სიმღერის ბოლოში საოცრად დაწერილ, დრამატულ კომბინაციას აღწევს და ბოლოს ჩანჩქერივით ეშვება, ქართულ ფოლკორ მოტივში სადაც „ჰარალალო“ და სინთეზატორის სოლო ერთმანეთთან კონტრაპუნქტში მოდიან. ულამაზესია.

ნოსტრადამუსი“ (რომელიც იმ დროს ახალგარდაცვლილ ფრედი მერკურის მიეძღვნა) კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სიმღერაა. მიუხედავადა იმისა, რომ სიმღერა თითქმის მთლიანად რიფებზეა დაფუძნებული, აქ ბევრი რამე სჩანს: Iron Maiden-ის გავლენები, თანამედროვე power metal-ი საწყისები, ორიგინალური პროგ-როკული ვარიაციები (დიახ, ჰევი-მეტალ სტრუქტურის დარღვევის გარეშე, უბრალოდ მოულოდნელი აკორდებით!) და ბოლოს, დამამთავრებელ პასაჟს, რომელზეც ალბათ არც თვით Queen-იც არ იტყოდა უარს.

მარათონი“ ალბათ ამ ალბომიდან ყველაზე მეტადაა ინსპირირებული რიჩი ბლეკმორის Rainbow-თი. ელექტროორღანის ინტრო, რომელიც უნებურად “Can’t Let You Go”-ს მოგაგონებთ, შემდეგ „Spotlight Kid”-ის ნაირი რიფი, ხანგრძლივი სოლო შუა ნაწილში და შემდეგ მოულოდნელად სიმღერა ბალადურ რელსებზე გადადის და მას “Anybody There”-ს დარი მგრძნობიარო სოლო ასრულებს.

ხიხანო“-ც გამოდგება ალბომის სავიზიტო ბარათად – აქ ალბომში ღირებული ყველა კომპონენტი იყრის თავს: დრაივიანი, ჰარდ-როკული მისამღერი, დიდი რაოდენობით ქართული ფოკლორი, საინტერესო პროგ-როკ არანჟირებები და უცაბედი, ატმოსფერული გადასვლები. პლუს ამას დასარტყამების სოლო და ლამაზი აკუსტიკური ეპილოგი.

„ხიხანოს“ აკუსტიკური გიტარა ალბომს კარგად დაამთავრებდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩანაწერის კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილი, ალბომის სტანდარტებისათვის სუსტი „ღვინობისთვე“ ხურავს. ეს იდეაში საშუალო ტემპიანი, განმეორებადი soft rock ბალადაა, სტროფების მწკლარტე მელოდიით. ასე რომ, კარგი იქნება, ამ სიმღერას უბრალოდ ბონუსად თუ მიიჩნევთ.

როგორც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, „ხავსმოდებული ზარების ექო“ მოულოდნელი, საინტერესო და რაც მთავარია უმეტესად ძალიან ძლიერი ალბომია, როგორც კომპოზიციურად, ასევე შესრულების მხრივ. განსაკუთრებით ნუგზარ გუჩმანიძის ვოკალია აღსანიშნავი, რომელიც თავისი ტემბრით მართლაც წააგავს David Coverdale-ს, მაგრამ გაცილებით უფრო ფართო დიაპაზონი, ძალა და ტემბრული ვარიაციის უნარი აქვს, რაც სიმღერიდან სიმღერამდე ძალიან კარგად სჩანს. ალბომის ევროპული, heavy prog ორიენტაციის მიუხედავად ალბომს უნიკალური, ქართული მუხტი აქვს, ამიტომაც ჟღერადობის მხრივ ანალოგის მოძებნა ძნელია. მომენტებში საუნდი ახლოს დგას Rainbow-სთან, Iron Maiden-თან, ანდაც ოთხმოციანების / ოთხმოცდაათიანების უფრო მძიმე, გიტარულ ჟღერადობაზე დაფუძნებულ ნეო-პროგრესულ როკ ჯგუფებთან (Pallas, Aragon და ა.შ.). რათქმაუნდა, ალბომი იდეალური არაა, მაგრამ მოსმენისას ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს 1) ორიგინალური იდეების 2) შესრულების და 3) სტილთა სინთეზის გამო. ასე რომ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე: 9 / 10. ეს ქართული როკ-ისტორიისთვის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომია, რომელიც რეკომენდებულია როკ-მუსიკის ყველა მოყვარულისთვის.

————————————————————————————————————

Keda, Highland Achara Region. If you ask a passer-by to make 1000 associations with that particular place, rock music will still have almost no chance of making the list. But it was exactly Keda who gave birth to one of the most original and unparalleled Georgian bands, who effectively synthesized heavy metal, symphonic progressive rock and their unique vision of Georgian folklore.

Betlemi (Georgian for “Bethlehem”) was born in 1987.The band had plans of playing traditional heavy metal, but suddenly the progressive rock influences stormed in and it changed band’s orientation towards the original synthesis of the aforementioned styles and creative visions. For those who understand Georgian, band’s comprehensive biography can be found on Georgian Wikipedia. Here I’ll just mentioned that by the beginning of 90s, after a couple of line-up changes, the optimal core had been established, which went on to record band’s only album “Khavsmodebuli Zarebis Eqo” (“Echo Of The Moss-Grown Bells”) in 1992.

The beginning gallop rhythm of the album starter “Iverta Mkhare” (“Land Of Iverians”) sets the listener up to interesting expectations. Beautiful hard-rock chorus and motives are unexpectedly followed by Emerson, Lake & Palmerlike keyboards. The middle of the song holds many essentially different ideas (pompous keys, atmospheric chord progression,, return to gallop, brief acoustic interlude and beautiful guitar solo a-la Ritchie Blackmore). After all this, song naturally returns to main heavy metal theme. An impressive start!

It is followed by “Apokalipsi” (“Apocalypse”), a masterful power ballad based on a very beautiful main lead vocal theme, with second, episodic lead providing unexpected variations. When chorus expands polyphonically, with small but important chord variations, it just gives goosebumps. As a bonus we get two beautiful acoustic and electric guitar solos. Again, wonderful.

Verbum Sapientubus” holds a very long intro with reciting vocals. It’s mostly atmospheric but then in the middle it evolves to metallic theme which culminates in Marillion-like slow guitar solo.

Kldis Vepkhvi” (“Rock Tiger”) is dedicated to memory of the alpinist, Mikheil Khergiani. Acoustic guitar introduction is followed by atmospheric keyboards which soon evolves into riff-heavy hard-rocker.

Artsivi Mekhia Mtis” (“Eagle Is The Thunder Of The Mountain”) is the albums one more highlight, based on very many melodic passages, all of them very strong. Very interesting introductory chord progression is invaded by breathtaking vocal theme, which could make any English hard-rock legend envious. The main part of the song (with synth-dominated middle segment) develops into wonderfully composed, dramatic climax, which waterfalls to Georgian folkloric motive, where the native “Haralalo” and synthesizer solo counterpoint each other. Fantastic.

Nostradamusi” (“Nostradamus”) (dedicated to then-newly deceased Freddie Mercury) is also very strong. Despite being mostly based on riffs, here you can see everything from Iron Maiden influences, beginnings of modern power metal, progressive variations (yes, without disrupting heavy metal structure, just by unexpected chord changes) and then, of course, the closing motive, which could make Queen proud.

It is followed by “Maratoni” (“Marathon”), a song mostly having Ritchie Blackmore’s Rainbow influence: An electric organ intro, reminiscing “Can’t Let You Go”, the riff with “Spotlight Kid” dynamics and the ending guitar solo with “Anybody There” sensitivity.

Khikhano” (“Khikhani Fortress”) could also serve as the album’s trademark, as all of the band’s valuable components are presented here: driving, hard-rocking chorus, Georgian folk in great amounts, interesting progressive arrangements and sudden, atmospheric changes, plus drum solo and an acoustic epilogue.

This acoustic guitar would be ideal to end this album but unfortunately this job is given to “Gvinobistve” (“October”), a very out-of-context song. This is a mid-paced, repetitive ballad with cheesy melody in verses. So it’s better considered as a bonus track.

Anyways, after all. “Khavsmodebuli Zarebis Eqo” is an unexpected, original and mostly very strong album, with great composition and performance. Nugzar Guchmanidze’s vocals are worthy of special mention – with timbre akin to David Coverdale, but being broader in both range and timbral variation skills, that is well audible song after song. Despite European heavy progressive rock orientation, the album still possesses the specific, Georgian vibe, making very hard to find anything similar. Still, at times, sound comes close to Iron Maiden, Rainbow and harder-edged neo progressive bands of the 80s / 90s (Pallas, Aragon etc.). Album is not flawless, but it leaves great impression thanks to 1) original ideas, 2) strong performance 3) and original synthesis of styles. Plus, in retrospect, it is one of the most important records in independent Georgia’s rock music history; hence, it’s recommended to every rock music lover.

With clear conscience: 9 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Betlemi – Khavsmodebuli Zarebis Eqo (1992) 

2 thoughts on “რევიუ #56: ბეთლემი – ხავსმოდებული ზარების ექო (1992)

  1. Jumber Bolkvadze says:

    ამ ჯგუფის კლასიკური შემადგენლობის, პირადად ჩემი სახელით მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი მიმოხილვის ავტორს. ფაქტიურას, ასე პროფესიონალურად, ღრმა ხედვით და ანალიზით ჯერ არავის შეუფასებია “ბეთლემის” შემოქმედება საქართველოში. ერთადერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსი უფრო ყოვლისმომცველს გახდიდა ამ მუსიკალურ ანალიზს, ჩემი აზრით: ბენდის კომპოზიციების მუსიკალური ფორმები, სტრუქტურა უშუალოდ, არაირიბად ურთიერთკავშირშია ამო კომპოზიციების თემატიკასთან, ტექსტებთან. ამ კუთხით ბენდის მუსიკის განხილვა უფრო მეტ ფილოსოფიურ დატვირთვას მისცემდა მის მთლიანობაში ხედვას. თუ ამ პატარა ლაფსუსის მიზეზი ტექსტები უქონლობაა, ამ პრობლემის მოხსნა ადვილად შეიძლებ: მხოლოდ შემატყობინეთ და მოგაწვდით.
    კიდე ერთხელ მადლობითა და ღრმა პატივისცემით,
    “ბეთლემის” კლასიკური შემადგენლობის ბას გიტარისტი და ლირიკის ავტორი
    ჯუმბერ ბოლქვაძე.
    მადრიდი. 27,05,2014

  2. Koma says:

    ერთ-ერთი საუკეთესოა, მიყვარს ამ ალბომის მოსმენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s