რევიუ #54: Con-Fusion – Four October (2009)

Cover

jazz-rock / fusion

ტრეკლისტი:

  1. Confusion (5:35)
  2. Illusions (6:44)
  3. Five Miles (9:24)
  4. Major Sea (4:22)
  5. G & B (3:57)
  6. Almost Friends (6:21)
  7. Nia (5:54)
  8. Brook (5:13)
  9. So-so (6:33)

შემადგენლობა:

  • ლევან კემულარია – საყვირი
  • გრიგოლ ბენიძე – გიტარა
  • სოსო კაპანაძე – კლავიშები, ფორტეპიანო
  • ლევან რუსია – ბასი
  • გაგა ჩიბალაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები
  • დავით ჯაფარიძე – პერკუსია

მუსიკალურ სასწავლებლებში ბავშვების შეყვანა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. საბჭოთა მკაცრ ტრადიციებზე დაფუძნებული მუსიკალური განათლება ხშირად მოსწავლეთა დაშტამპვას და ზოგჯერ მუსიკისადმი უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბებასაც იწვევდა ხოლმე. ამიტომაც, სანაცნობოში ბლომად შეხვდებით ადამიანებს, ვისთვისაც „მუსიკალური შვიდწლედი“ მხოლოდ შორეული, უსიამოვნო მოგონებაა და ძალიანაც რომ სთხოვო, პიანინოს ცოცხალი თავით არ მიუჯდება.

მაგრამ თუ ბავშვი სწავლისას ასეთ სტრესებსა და აზროვნების ბორკილებს გადაურჩება, ეს საშემსრულებლო განათლებისთვის შემდეგ მადლობას იტყვის. ახლა სწორედ ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური კოლეჯის მოსწავლეთა მიერ შექმნილ ჯგუფს შევეხებით. Con-Fusion-ის შესახებ არაფერია ქარაგმული. მათი მუსიკალური არეალი მათივე სახელიდანაც მარტივად სჩანს; მათი მუსიკა კი მსუბუქი და მარტივად აღსაქმელია.

კომპოზიციის მხრივ, ალბომი საკმაოდ ნიუანსურია, მაგრამ ეს ყველაფერი, მიტანილი მაღალი საშემსრულებლო კლასის წყალობით, მსმენელამდე ძალიან თავისუფლად და კომფორტულადაა მიტანილი. ალბომის განმავლობაში, მუსიკალური მიდგომა ვარირებს მშვიდი ჯაზ-როკიდან ლათინო-ჯაზამდე (მაგ. “Major Sea”, “Brook”; რიტმ-სექციაზე კი ფანკის დიდი ზეგავლენით. ნაწარმოებებში ინსტრუმენტთა როლები თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული, მაგრამ მაინც, ლევან კემულარიას საყვირის ორიგინალური ჟღერადობა უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

გასაკვირი არაა, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის ისტორიის მქონე სტილში ეს ალბომი არ ამბობს არაფერს ახალს, მაგრამ ჩვენს წინაშეა ძალიან გულწრფელი და სოლიდური, სტილის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი ალბომი, სადაც ერთ ჩავარდნასაც ვერ ნახავთ. ორმა ნაწარმოებმა, „Five Miles”-მა და „Almost Friends”-მა თავისი სენტიმენტალურობით განსაკუთრებით მომხიბლა.

მოკლედ, ამ ალბომს თავისუფლად გავუწევ რეკომენდაციას jazz-rock / fusion-ის მსმენელებთან, განსაკუთრებით მათთან, ვისაც ამ სტილის მსუბუქი მხარე მოსწონს. სამწუხაროა, რომ Con-Fusion ამ ერთადერთი ალბომის გამოცემის შემდეგ მალევე დაიშალა.

7,5 / 10.

————————————————————————————————————

It is quite risky to take a child to the musical college. Musical education, still based on strict Soviet traditions, commonly stamps the children’s musical thinking and can even cause aversion to musical performing.  That’s why we commonly have somebody in our friend circle, for whom the musical college is no more than a distant unpleasant memory, and mostly they can’t be persuaded enough to even play some piano for you.

But if the child somehow evades those stresses and mental chains, he’s going to be thankful for his performing education for his whole lifetime. So now we are going to talk about a band that came straight out from a musical college. There’s nothing obscure about Con-Fusion. Their playing style is easily guessed by their band name and their music is quite light and easily comprehensible.

However, band’s compositions are quite nuanced, so it’s their high performing skills that let the music get so freely and comfortably to the listener. Throughout the album, musical approach varies from light jazz-rock/fusion to Latin jazz, with rhythm-section bearing a lot of funk influence. The instruments’ roles are almost evenly divided, but still Levan Kemularia’s original-sounding trumpet gets a bit more attention.

No surprise that this album gives nothing new to the style that’s almost half-a-century old, but what we have here is a heartfelt, skillfully performed and solid release, made in the genre’s best traditions. There are no weak points on this disc. Everything is above-average to strong throughout, with a couple of pieces (“Five Miles”, “Almost Friends”) being very impressive.

So this album can easily be recommended to jazz-rock fusion aficionados, especially to those who love the lighter side of the style. It’s a pity that this young band disbanded soon after this debut release.

7,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Con-Fusion – Four October (2009)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s