რევიუ #51: თამარ გვერდწითელი – აღსარება (1991)

cover

pop, pop/rock

ტრეკლისტი:

  1. მრავალჟამიერ (3:10)
  2. მე, შენ და ბავშვი (4:14)
  3. ერთადერთო (5:40)
  4. თეთრი გედი (6:10)
  5. სიმღერა მარიონეტებზე (3:57)
  6. ორი სამშობლო (5:48)
  7. მსახიობის აღსარება (3:44)
  8. საქართველო (5:03)

შემადგენლობა:

  • თამარ გვერდწითელი – ვოკალი, კლავიშები
  • ალექსანდრე რაქვიაშვილი – ვოკალი, კლავიშები
  • გია კვაშილავა – ვოკალი, დასარტყამი ინსტრუმენტები
  • ილია მაღრაძე – ვოკალი
  • ზურაბ შატბერაშვილი – გიტარა

მუსიკოსის რეპუტაცია და საერთოდ, ბედი, უცნაური რამაა. ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ შემოქმედის სახე ისე იგივდება მისი ერთ-ერთი წახნაგის სტერეოტიპთან, რომ მისი დანარჩენი მხარეები თითქოსდა არ არსებულა. ზოგი ახერხებს გარემოებათა ასეთი კლანჭებისაგან თავის დაღწევას, ზოგი – ვერა. შედეგად, მუსიკოსის შემოქმედების ერთი ნაწილი ფართე პუბლიკისთვის საერთოდ უცნობი რჩება.

თამარ გვერდწითელის სახელის ხსენებაზე ქართული მუსიკის ბევრი პურისტი და როკზე ორიენტებული მსმენელი უსიამოვნოდ შეიშმუშნება. მართლაც, სამწუხაროდ, გვერდწითელის პოპულარული სახე მსმენელისთვის არის classical crossover მომღერალი, ვისაც უფრო მეტი წვლილი რუსულ კულტურაში შეაქვს, ვიდრე ქართულში.

თუმცა, ოდნავი დაკვირვებისას, შეიმჩნევა, რომ მთლად ასეც არაა; მაგალითად მისი რამდენიმე წლის წინ გაცემული მთლიანად ქართული „7 ბალადა“ გამოგვადგება. თუმცა ამას გარდა არსებობს კიდევ ერთი ალბომი, რომლის წარმომავლობა და გარემოებები აქამდე მთლიანად ბურუსით იყო მოცული. 1991 წელს ჩაწერილ „აღსარება’-ს იშვიათად თუ შეხვდებით მის ალბომთა ჩამონთვალში და ის აქამდე ინტერნეტში არსად იშოვებოდა ნორმალური ხარისხით. საბედნიეროდ, ამასწინათ მეგობრებმა ეს ფირფიტა მიშოვეს და მეც გავაციფრულე; ახლა კი თქვენ გთავაზობთ.

აქ გვერდწითელი თავისი ჩვეული ამპლუისგან ძალზედ განსხვავებულად წარმოგვიდგება. იმის გარდა, რომ ალბომი მთლიანად ქართულია, ყველა სიმღერა მისი დაწერილია. სტილური ორიენტაციაც მისთვის არატრივიალურია: აქ სინთეზატორებზე დაუძნებული ლირიკული პოპ-როკი გვაქვს. 8 სიმღერიდან რამდენიმეს („მე, შენ და ბავშვი“, „სიმღერა მარიონეტებზე“, „მსახიობის აღსარება“) ჩვეულებრივი საესტრადო მიდგომა აქვს, მაგრამ დანარჩენი სიმღერებიდან უმეტესობაში ვლინდება ამ ალბომის მთავარი ღირებულება: „ერთადერთო“ ძალიან ლამაზი მელოდიის და გრძნობის მქონე ბალადაა; „თეთრი გედი“ და „ორი სამშობლო“ მელანქოლიური, ხანგრძლივი სიმღერაა, სადაც მოხდენილი არანჟირება კიდევ უფრო მეტად უკეთებს აქცენტს გვერდწითელის ემოციურ შესრულებას. ალბომის ბოლო ნაწარმოები, „საქართველო“ ძალიან ლამაზი პატრიოტული ჰიმნია, იდეალური შესრულებით.

როგორც აღვნიშნე, ძალიან მეუცნაურება ამ ალბომის წარმომავლობა. ის ჩაწერილია რუსულ ლეიბლზე, მაგრამ ფირფიტაზე ერთი სიტყვაც კი არ წერია კირილიცაზე. ასევე, ამ პერიოდიდან მალევე გვერწითელი ემიგრანტი გახდა. ალბათ ის მიხვდა, რომ იმდროინდელ საქართველოში კომერციული წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო და შეეცადა ამ ალბომით მაინც დაეტოვებინა რაიმე ქართული კულტურისთვის.

ასეათუისე, გვაქვს ძალიან უცნაური და საინტერესო ნამუშევარი, თავისი პლუსებითა და მინუსებით; თუმცა პლუსები აშკარად სჭარბობს. ეს განსაკუთრებით ვოკალურ შესრულებას ეხება; გვერდწითელის მიერ შესრულებული საკუთარი სიმღერები გაცილებით უფრო ავთენტურად და ემოციურად ისმის.

ვის გავუწიო ამ ალბომის რეკომენდაცია? არამგონია ფუნდამენტალისტებს ამ ალბომმა გვერდწითელის შემოქმედებისადმი წარმოდგენა მკვეთრად შეუცვალოს, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ენანებოდა მისი დიდი ნიჭის ფლანგვა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ეს ალბომი ძალიან გაუხარდება. ასევე ვურჩევდი უბრალოდ, ლამაზი საესტრადო ვოკალის დამფასებლებს და კოლექციონერებს, ვინაიდან, დამიჯერეთ, ეს ალბომი ძალიან, ძალიან იშვიათია.

7 / 10.

————————————————————————————————————

The musician’s reputation, just like fate, is quite a strange thing.  As sometimes happens, artist’s face is equaled to one of his/her facet’s stereotype, as if the artist didn’t possess anything else. Some successfully manage to set themselves free from this kind of shackles, but yet some don’t. So a certain part of the musician’s work is left unknown by wide public.

Tamar Gverdtsiteli’s name could elicit an unpleasant grimace among Georgian music purists and rock-oriented listeners. In fact, Gvertsiteli’s public face is one of a classical crossover singer, who contributes more to Russian than to Georgian music.

But by closer observation it’s clearly seen that it is not all like that. Recently released, fully Georgian “7 Ballads” could serve as a good example. However there’s one more album by her, with the circumstances completely shrouded by the mist. “Agsareba”, recorded in 1991, is rarely even mentioned in her official discography, and had been unavailable over internet so far. Fortunately, friends provided me with this ultrarare (at least in Georgia) vinyl; I digitized it and now offering it to you with pleasure.

Here Gverdtsiteli presents herself in clearly different way. Besides album being all-Georgian, she assumes the role of songwriter throughout the album, stylistic orientation is also not very trivial to her: here we have synth-oriented lyrical pop-rock. Three of these 8 songs (“Me, Shen Da Bavshvi” [2], “Simgera Marionetebze” [5], “Msakhiobis Agsareba” [7]) have usual variety approach, but the real strength of the album lies in the rest: “Chemo Ertaderto Sikvarulo” [3] is a beautiful ballad with a very evocative melody. “Tetri Gedi” [4} and “Ori Samshoblo” [6] are slow, melancholic dirges, where well-appropriated arrangements accentuate Gverdtsiteli’s passionate singing. Album closer “Sakartvelo” [8] is a very majestic, patriotic hymn, ideally sung.

As I’ve already noted, everything about the album seems strange to me. Released on Russian label, the vinyl itself doesn’t even have anything on Cyrillic. Also, Gverdtsiteli emigrated soon thereafter. Perhaps knowing about impossibility of commercial success in her homeland, she still wanted to leave something for Georgian culture with this album. But hypotheses aside, we have a strange and interesting work, with its own advantages and drawbacks, but pluses clearly predominated – it mainly concerns Gverdtsiteli’s powerful and passionate singing, which might even be the best from her, because she sounds more authentically emotional singing her own creations.

So whom to recommend this release? I fear it won’t change fundamentalist’s stance on Gverdtsiteli’s work, but those who pity the wasteaway of her huge talent abroad, will be clearly fascinated with this obscure release. Also it’s gonna be enjoyable for appraisers of good singing. And also to collectioners – believe me, this album is very, very rare.

7 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Tamar Gverdtsiteli – Agsareba (1991)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s