2013 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

ვაგრძელებთ გასული, 2013 წლის მუსიკალურ შეფასებას. როგორც წინა ნაწილში ვთქვი, მძებნელისთვის არც წინა წელს იყო ქართული მუსიკის სიმწირე. პირველ ნაწილში 10 ალბომი შემოგთავაზეთ – ახლა გთავაზობთ კიდევ იმდენივეს.

11. Of Noah – Where Things Grow Without Light / WSIFOUW (EP)

of noah 1

of noah 2

post-metal, sludge metal

დიახ, დიახ, ქართული პოსტ-მეტალი. ჩაწერილი სახლში, 2 ადამიანის მიერ, მაგრამ იმდენად კარგად და იდეურად, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. წელს ამ დუეტმა 1 სრული ალბომი და ერთიც EP გამოსცა, სადაც მუსიკა ერთგულად მიყვება მოცემული სტილის ღირებულებებს. ეფექტი კი მსმენელზე ძალიან მარტივი გზით იქმნება: საჭიროა მხოლოდ გიტარის ჟღერადობის კედელი, ოდნავ იმპროვიზებული ბარაბნები და მომენტებში, შამანური ვოკალი. რეკომენდებულია: ორივე ჩანაწერი!

მოსასმენი ბმული 1: Where Things Grow Without Light

მოსასმენი ბმული 2: WSIFOUW

12. Portrait – City Of Sorrow

portrait

post-grunge

ძალიან კარგად შესრულებული, დრაივიანი პოსტ-გრანჟ ალბომი, რომელიც სამწუხაროდ, გამომცემელი ლეიბლის ლიმიტების გამო, საქართველოში არ იყიდება – მაგრამ რამდენიმე სიმღერა, რაც YouTube-ზე დევს, სტილის მოყვარულს ძალიან გაახარებს.

მოსასმენი ბმული: YouTube

13. Evidence The Lost – To The Fallen Creators (EP)

evidence

post-hardcore, death metal

ამ death metal-ნარევ პოსტ-ჰარდკორ ჯგუფს რომ უსმენ, პირველ რიგში შეატყობ, რომ თავიანთ საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა არ გამოირჩევა განსაკუთრებული ორიგინალობით, შესრულება არის მჭიდრო და კომპოზიციური დეტალები ზედმიწევნითაა გათვლილი და მუსიკა თავიდან ბოლომდე საინტერესოა. რელიზი ძალიან მოკლეა, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, სტილის უმაღლესი სტანდარტების!

მოსასმენი ბმული: To The Fallen Creators (EP)

14. Lady Heroine – Rise And Shine

lady heroine

grunge, britpop, alt. rock

სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი იმ ალბომთაგანია, რომელიც საერთოდ არ მომეწონა. რაღაც გარდამავალია გრანჟსა და ბრიტპოპს შორის; ერთისგან აღებულია სტანდარტული ჟღერადობა და მეორისგან – ფლეგმატური, გამაღიზიანებელი ვოკალი. კომპოზიციურადაც დიდი დასამახსოვრებელი არაფერი ხდება. თუმცა, ჩემს რამდენიმე მეგობარს ეს ალბომი ძალიან მოეწონა – ჰოდა, ალბათ სპეციფიკურად სტილის მოყვარულებმა სჯობს, რომ ნახოთ.

მოსასმენი ბმული: Rise And Shine

15. Papuna – Hypnagogia

papuna

ambient

კომფორტული, ცოტათი ბუნდოვანი ჟღერადობის მქონე ამბიენტ ალბომი პაპუნა ჭუმბურიძისგან. ალბომი ოდნავ მეხანგრძლივება და რამდენიმე როკ-ორიენტებულ ნაწარმოებს ამოვიღებდი, მაგრამ ამას გარდა, სასიამოვნო მოსასმენი წინ ბევრია, ზოგჯერ ნელი, ჰიპნოზური რიტმით.

მოსასმენი ბმული: Hypnagogia

16. Brusli – Brusli

cover

IDM, glitch, ambient

ამ მრავალმხრივი მუსიკოსის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ალბომი, სადაც იგი იდიოსინკრაზიულად ეხება ხან Autechre-სმაგვარ IDM-ს (ზოგჯერ გვარიანი რვაბიტიანი ესთეტიკით), ხანაც ადრეული Tim Hecker-ის ნაირ glitch / ambient-ს. ეკლექტური ალბომია, მაგრამ იმდენად ხალასად და ხალისიანად გაკეთებული, რომ თავიდან ბოლომდე მშვენიერად ისმინება.

გადმოსაწერი ბმული: http://allshares.ge/download.php?id=DC1A30EF98

17. ძველი რესურსი – გონივრული მოძრაობა

dzveli resursi

hip-hop, rap

ძველი რესურსისამორი ბალდეს, MC GroTask-ის და მათი კოლაბორატორების პროექტია. გულწრფელად გეტყვით, რომ ასეთი ქართული რეპ-ალბომი მე მეორე არ მომისმენია. ძალიან კარგი ჰიპ-ჰოპ პროდუსინგი და რაც მთავარია, ძალიან ჭკვიანური და დინამიკური ტექსტები. ბოლოსდაბოლოს ვიღაც მიხვდა, რომ დიდი ექსპრესიის მიღწევა მდარე ლანძღვა-გინების გარეშეც შეიძლება! ძალიან მინდა, რომ ამ ჯგუფმა, ასეთი მუსიკა კიდევ ბევრი შექმნას.

მოსასმენი ბმული: გონივრული მოძრაობა

18. Grizzly – 56 პრობლემა

grizzly

hip-hop, rap

ეს ალბომი ბოლომდე არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ რაც ამ ბმულზეა, საკმაოდ კარგად პროდუსირებული რეპია. ალბომის შესაძენად ინსტრუქციები იხილეთ ბმულზე.

მოსასმენი ბმული: 56 პრობლემა

19. Misho Urushadze – We Will Meet Again

misho

nu-jazz, electro-jazz

თანამედროვე ჯაზის, ელექტრონიკის და სხვა სტილების (ჰიპ-ჰოპი, სოული, ფანკი) ძალიან დახვეწილი და კარგად არანჟირებული სინთეზი. ხმის მშვენიერი ჟღერადობით, ეს პოპ-ნარევი ელექტრო-ჯაზ ალბომი ფართო აუდიტორიისთვისაა რეკომენდებული!

მოსასმენი ბმული: We Will Meet Again

20. Ennui – The Last Way

ennui

funeral doom metal

როდესაც Ennui-მ 2012-ში პირველი ალბომი, „მზე უკუნისა“ გამოსცა, ბევრს გაუკვირდა ამ ქართული მეტალ-დუეტის ასეთი ეპიკური მუსიკა. ეს ახალი ალბომი კი წინა მასშტაბებს ინარჩუნებს და ხარისხობრივად საერთოდ ახალ დონეზე ადის; დრამატული, ექსტრემალური ატმოსფერო თითქმის საათნახევრის მანძილზე, ნელა ცვალებადი, თითქმის სტატიკური მელოდიები და ძალზედ ორგანული ატმოსფერო… ჩემი აზრით, ეს ალბომი ერთ-ერთი საუკეთესოა წინა წელს გამოსულ ევროპულ doom metal-რელიზებს შორის. არ გამოტოვოთ, არავითარ შემთხვევაში!

მოსასმენი ბმული: The Last Way

6 thoughts on “2013 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

  1. […] წლის მუსიკალურ მიმოხილვას. პირველ და მეორე ნაწილეში 10-10 ალბომი შემოგთავაზეთ; […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s