რევიუ #49: სულხან ცინცაძე – კვარტეტები სიმებიანებისთვის (1-11)

tsintsadze classical, string quartet ტრეკლისტი:

  1. კვარტეტი #1 (1947) (27:41)
  2. კვარტეტი #2 (1948) (28:50)
  3. კვარტეტი #3 (1951) (25:42)
  4. კვარტეტი #4 (1955) (28:45)
  5. კვარტეტი #5 (1962) (28:27)
  6. კვარტეტი #6 (1967) (19:24)
  7. კვარტეტი #7 – ბელა ბარტოკის ხსოვნას (1970) (20:31)
  8. კვარტეტი #8 (1974) (20:02)
  9. კვარტეტი #9 (1978) (20:48)
  10. კვარტეტი #10 – პოლიფონიური (1984) (26:39)
  11. კვარტეტი #11 (21:49)

ხაზგასმული კვარტეტების ჩანაწერები წარმოდგენილია შედარებით დაბალი ხარისხით. / Recording quality of underlined quartets is comparably lower.

შეგიძლიათ დამცინოთ – სანამ სულხან ცინცაძის სიმებიანი კვარტეტების ვინილი სრულიად შემთხვევით არ აღმოვაჩინე, მე ის უბრალოდ კინომუსიკის კომპოზიტორი მეგონა. ყოფილ საბურთალოს ქუჩას ახლა სულხან ცინცაძის ქუჩა ჰქვია, მაგრამ ბევრს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ვის ქუჩაზე ცხოვრობს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამ კომპოზიტორის მუსიკაზე წვდომა ძალიან შეზღუდულია. ინტერნეტში რამდენიმე წლის წინაც კი ვერაფერს იშოვიდი; სპეციალიზებულ ბიბლიოთეკებამდე მიღწევა კი ყველას არ შეუძლია.

ეს ძალიან დასანანია, ვინაიდან სულხან ცინცაძე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი იყო; ერთ-ერთი იმათგან, ვისი მუსიკის მასშტაბებიც, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად ძალზედ სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. ამ საკომპოზიციო ფორმაში მან 12 ერთი-მეორეზე უკეთესი ნაწარმოები დატოვა. გთავაზობთ პირველ 11-ს.

მათი სმენისას ნათლად სჩანს ცინცაძის საკომპოზიციო სტილის ევოლუცია. პირველ რამდენიმე კვარტეტს მყარი ფოლკლორული ფესვები აქვს. ყოველ მომდევნო ნაწარმოებში კი უფროდაუფრო დიდი დოზით იპარება მოდერნისტული დისსონანსი. ასე რომ, ბოლო კვარტეტებში ფოლკლორული ელემენტებიდან მხოლოდ მოჩვენებაა დარჩენილი, რომელიც თითქმის მთლიანად ავანგარდითაა ჩანაცვლებული.

სამწუხაროდ, ყველა კვარტეტის მაღალხარისხიანი ჩანაწერი ვერ მოვიძიე – მაგრამ რაცაა ესაა. ამ ყველაფრის გამოტოვება არაფრით არ იქნება. 10 / 10.

————————————————————————————————————

You can laugh at me – before the incidental discovery of the vinyl with Sulkhan Tsintsadze’s string quartets, I knew him as a mere soundtrack composer. One of the central streets in Tbilisi is named after Sulkhan Tsintsadze – yet people only barely know who’s street they are living on. This is all because of scarcity of Tsintsadze’s available music. You just couldn’t find anything by him on internet couple of years ago, and most of us just cannot reach the specialized libraries.

And that is so pity, because Sulkhan Tsintsadze was one of the best composers in the history of Georgian music. He was the one of those few whose music, despite being highly folkloric, was well beyond national-only interest. Tsintsadze’s music was very diverse (he has composed operas, concertos, piano music, soundtracks etc. ), but string quartet was his preferred form. He left 12 very strong string quartets of which I’m presenting first eleven.

Hearing them successively, one can easily observe the evolution of Tsintsadze’s compositional style. First few quartets are deeply rooted in folklore, but with every successive quartet the modernist elements creep in. In the last quartets only ghosts of the folklore remain, almost wholly replaced by avant-garde dissonance.

Unfortunately I couldn’t find all the quartets in high quality. But anyways, this is what I could do. Quality is enough for apprehension, and the music of such importance just must not be missed. 10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Sulkhan Tsintsadze – String Quartets

განახლება / update: String Quartet #3 (1951)

6 thoughts on “რევიუ #49: სულხან ცინცაძე – კვარტეტები სიმებიანებისთვის (1-11)

  1. chriscp1c says:

    thx! this is a new name to me, your description makes me keen to hear this.

  2. chriscp1 says:

    If you can recommend any other modernist composers I would be very grateful, this is superb! Thanks again, great blog.

    • thandrus says:

      Sure. Check out Nektarios Chargeishvili’s wonderful symphony (review #47). Also, Irakli Gabeli’s “Symphony #1” or Shavleg Shilakadze’s “Symphony #2”. You can find each one of them on YouTube. And then tell me how you like it🙂

      • chriscp1 says:

        hi thandrus, thanks for the suggestions. I checked them all out and liked all of them, especially the Irakli Gabeli. These are new names to me and have been trying to track them down, but without any luck. Amazon UK ( I live in London) has a compilation, two discs, of Armenian, Georgian etc composers, but it is not clear whether they are modern, Romantic, anything. And it is too large an area to cover with two CDs.
        Meanwhile, I have checked out the Mujician and Georgian Vocalists album live from Bristol: BRILLIANT! particularly considering it is an improvised album (or so I’ve read), was blown away, so thanks again.
        If you have any ideas about where I might be able to get some of Gabeli’s works or anything similar to the Mujician/Georgian vocals it would be much appreciated.
        If there is anything I can offer you, please let me know.
        Best wishes, Chris.

      • thandrus says:

        Well. I’m searching for Gabeli’s music too. It’s all to common problem of Soviet-era Georgian music: it’s been almost completely neglected and only handful of Soviet-era albums have been re-released on CD (including classical works). So I think if you find the complete rip of the Gabeli’s only vinyl released, you’ll get as lucky as you can. The piece you’ve listened takes up A side of that vinyl. I’m searching for B side too. You may also like Alexi Machavariani’s work. He’s one of the most important Georgian composers who left vast body of work, so you won’t have any problem finding it on the internet. I’d recommend you start from his symphonies and string quartets. As for so dissonant Georgian vocal music, my advice would be “Archaica’ by Gori Women’s Choir.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s