რევიუ #43: ჰამლეტ გონაშვილი – საუკეთესო ჩანაწერები (1996)

cover

folklore, archival recordings

ტრეკლისტი:

CD1:

  1. ურმული (5:03)
  2. გუშინ შვიდნი გურჯანელნი (4:42)
  3. ნამგალო (3:08)
  4. კვირია (3:11)
  5. დაიგვიანეს (6:04)
  6. ნანინა (3:35)
  7. მწყემსური (2:50)
  8. მირანგულა (2:26)
  9. ზღვის ფერი გაქვს თვალები (2:29)
  10. შინმოუსვლელო სადა ხარ (3:59)
  11. სიმღერა ჭიჭიკო ბენდელიანზე (3:01)
  12. იეთიმ გურჯის სადღეგრძელო (9:14)
  13. მერცხალო (3:55)
  14. მოდი გიამბობ (2:57)
  15. თოვლი (5:26)
  16. მზეო თიბათვისა (3:05)
  17. თუ ასე ტურფა იყავი (3:14)

CD2:

  1. სატრფიალო (3:38)
  2. ოროველა (5:25)
  3. გაფრინდი შავო მერცხალო (4:32)
  4. ჩელა (2:57)
  5. წინწყარო (3:52)
  6. შავი შაშვი (3:44)
  7. იმერული ნანა (2:24)
  8. ჭონა (5:17)
  9. ზარი (2:44)
  10. კალოსპირული (3:07)
  11. ბერიკაცი ვარ (5:37)
  12. შენ, ბიჭო, ანაგურელო (4:42)
  13. დაიგვიანეს (სხვა ვარიანტი) (5:55)
  14. კახური ნანა (3:14)

შემადგენლობა:

  • ჰამლეტ გონაშვილი – ვოკალი
  • იაკობ ბობოხიძე – კომპოზიტორი (14-16)
  • ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი
  • ანსამბლი “რუსთავი”

როკ-მუსიკის რომც საერთოდ არაფერი იცოდეთ, მაინც ყველას გეცოდინებათ და უმეტესობას გეყვარებათ The Beatles. ქართული ფოლკლორის რომ არაფერი გაგეგებოდეთ, ყველას ყველას გეცოდინებათ და გეყვარებათ ჰამლეტ გონაშვილი. დიახ, ამ ორ სრულიად განსხვავებულ მუსიკალურ ფიგურას თავიანთი მუსიკალური სტილებისათვის თანასადარი მნიშვნელობა აქვს.

ჰამლეტ გონაშვილი 1928 წელს, სოფ. ანაგში დაიბადა. 1953-1969 წლებში იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, 1969 წელს კი ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავში“ გადაბარგდა, რომლის წევრიც იყო თავის ტრაგიკულ დაღუპვამდე. გონაშვილი უნიკალური ტემბრის მქონე ტენორი იყო. მისი მშვიდი, ერთგვარად ინტროვერტული სიმღერის სტილი მის შესრულებულ სიმღერებს დიდ მისტიკურობას ანიჭებდა – ეს განსაკუთრებით სჩანს ნელ, ატმოსფერულ სიმღერებში (მაგ. „დაიგვიანეს“,ნანინა“, „წინწყარო“ და სხვ.). მის სასიმღერო ნიჭს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი ჰქონდა: მას გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან ჰამლეტის ხმას თავისი რამდენიმე ძალიან შედევრი („მოდი გიამბობ“, თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) მოარგო.

ჰამლეტ გონაშვილზე რაიმეს წერა ათასჯერ დაწერილის გამეორებას ნიშნავს, ამიტომაც მგონი მეტის არაფრის თქმაა საჭირო; ასე რომ, აგერ მსოფლიოს განძი – დანარჩენი თქვენზეა. დაე მუსიკამ გიამბოთ, თქვენ კი იგრძენით.

10+/10.

————————————————————————————————————

Even if you know nothing about rock music, still you’d be aware and likely love The Beatles. Even if you don’t understand anything about Georgian folk music, still you would know and love Hamlet Gonashvili. Yes, these two different musical figures had a comparable importance to their respective genres.

Hamlet Gonashvili was born in 1928, in the village called Anagi. In 1953-1969 he was the member of State Ensemble Of Georgian Song & Dance. Then he switched to “Rustavi”, folk-ensemble that he was a main part of up to his premature, tragic death in 1985. He possessed a wide-range tenor voice of a magical timbre. His calm, introvert singing style added much mysticism to the songs he performed. This shows the most in slow, drone-based songs (Daigvianes [5, 30],  Nanina [6], Tsintskaro [22] etc.). His singing talent had yet another important side: he could articulate the singing melody immaculately. This was used well by the gifted composer Iakob Bobokhidze, who arranged some of his masterpieces to Gonashvili’s voice.

Whatever you write about Hamlet Gonashvili, you’re gonna merely repeat what was written thousand times before, so I think we don’t need to add anything more. So, here is the world treasure – now it’s all up to you. Let the music speak, let yourself feel.

10+/10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Hamlet Gonashvili – The Best (1996)

2 thoughts on “რევიუ #43: ჰამლეტ გონაშვილი – საუკეთესო ჩანაწერები (1996)

  1. სანდრო, დიდი მადლობა ამ დისკებისთვის. უბრალოდ, მინდა ვთქვა ჩანაწერის შესახებ. საშინელებაა! მეორე ფირფიტის ჩანაწერის დონე (ხარისხზე არ ვლაპარაკობ) საოცრად დაბალია და თუ პირველი დისკის მერე, მეორეს მოსმენას იწყებ, ხმას მაქსიმალურად უნდა აუწიო. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ანალოგური ჩანაწერები არ არის დამუშავებული იმისათვის, რომ ციფრულზე კარგად ჟღერდეს. რამდენადაც ვიცი, ესაა ოფიციალური დისკი, რომელიც იყიდებოდა, სწორედ ამიტომ ვწერ ამას, თორემ სახლში გაკეთებული ჩანაწერი რომ იყოს პრეტენზია არ მექნებოდა. გონაშვილი ამერიკელი ან თუნდაც რუსი ყოფილიყო, ეს დისკები უმაღლესი ხარისხის იქნებოდა. თუმცა, ალბათ მადლობა უნდა ვთქვათ, ესეც რომ შემოგვრჩა და ვიღაც ქლიავებმა არ გაანადგურეს სხვა ქართული უნიკალური ჩანაწერებივით.

    • thandrus says:

      ლაშა, გეტყვი, ჩემი აზრით, აქ რაც მოხდა. ეს კრებული ორ დისკად გამოვიდა ცალ-ცალკე. მეორე დისკის ტრეკლისტი თითქმის იდენტურია Jaro Records-ის მიერ გამოცემული კრებულის. როგორც სჩანს არც ჩვენებს, არც Jaro Records-ს არ ჰქონდა წვდომა მასტერ ტეიპებთან (ვინაიდან 1992 წელს “მელოდიის” სტუდიის დახურვის და იქ ფეხსაცმელების ცეხის გახსნის შემდეგ იქ რამე მხოლოდ შემთხვევით თუ გადარჩებოდა. ამიტომაც მოუწიათ პირდაპირ ვინილიდან გაციფრულება, რომელიც სულ მთლად გაუხსნელი უნდა იყოს, რომ უნაკლო ჟღერადობა მოგცეს, თანაც ახალი ტექნოლოგიებით. ოთხმოცდაათიანების შუაგულში კი ეს ვინილები უმაღლეს დონეზე რომ ვერ გაციფრულდა, მე არ მიკვირს. რაც შეეხება Jaro-ს და ჩვენების კრებულის ხარისხის შედარებას, Jaro-ს გაციფრულებული ცოტათი სჯობს. ამიტომაც, იდენტური სიმღერები Jaro-ს ვერსიებით შევცვალე, რომელიც ცოტათი უფრო დაბალ ხმაზეა ნორმალიზებული, მაგრამ გაცილებით ნაკლები ფონური შიშინი აქვს. დამიჯერე, ისევ ხმამაღლობაში განსხვავება სჯობდა ამ შემთხვევაში იმ ზედმეტი შიშინის მოსმენას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s