რევიუ #42: ნოკო ხურცია – უნიკალური ჩანაწერები (’30 – ’40 წწ.) @ 1986

IMG_20131112_011248

folklore, archival recordings                      [Cat. #: M 30 47951 000]

ტრეკლისტი:

  1. უტუს ლაშქრული (3:07)
  2. ჭიჭე ტურა (2:55)
  3. ვახტანგური (2:42)
  4. ართი ვარდი (2:31)
  5. ბიბა (3:46)
  6. თეშ იღბალი (2:19)
  7. კუხჩი ბედნიერი (2:10)
  8. ჩელა (2:51)
  9. შარათინ (1:41)
  10. ქართლ-კახური ლაშქრული (2:26)
  11. ოჩეშხვეი (3:03)
  12. აკიში (2:46)
  13. რაჭული სუფრული (2:59)
  14. სიქოულ ბატა (2:23)
  15. ჰარირა (3:30)

შემადგენლობა:

  • ნოკო ხურცია – ვოკალი
  • ელენე ჭუბაბრია – ვოკალი (2)
  • ვლადიმერ სვანიძე – ვოკალი (2, 3, 14)
  • კირილე პაჭკორია – ვოკალი (3, 14)
  • ნიკოლოზ ხვიტია – ვოკალი (3)
  • ილია ფალიანი – ვოკალი (5)
  • აკაკი გოჩალეიშვილი – ვოკალი (5)
  • ვ. ხოფერია – ვოკალი (6)
  • ნ. კაკაჩია – ვოკალი (6, 11)
  • ნოე ქორჩილავა – ვოკალი (11)
  • ვიქტორ აბშილავა – ვოკალი (11)
  • სერგო ბაქრაძე – ვოკალი (13)
  • ამირან ქორჩილავა – ვოკალი (13)
  • გამზარდია – ვოკალი (13)
  • რემა შენგელია – რეჩიტატივი (8)
  • ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი: კირილე პაჭკორიასა (1-3) და შალვა მშველიძის (4, 5, 9, 10, 11) ხელმძღვანელობით
  • გუნდი რემა შელეგიას ხელმძღვანელობით (6-8, 12-14)
  • აბაშის გუნდი ნოკო ხურციას ხელმძღვანელობით (15)
  • მეჩონგურეთა (2. 4) და  მეჭუნირეთა (5) ჯგუფი

საქართველოში ძლიერ ფოლკლორულ მომღერლებს ვინ მოსთვლის, მაგრამ ნოკო ხურციას ძალიან ცოტა თუ შეედრება – გინდ ბუნებისაგან ბოძებული ნიჭით, პროფესიონალიზმით ანდაც ფოლკლორისათვის გაწეული ამაგით. ნოკო ხურცია 1908 წელს, სენაკის მახლობლად, პატარა სოფელ მენჯში დაიბადა. მისი ნიჭი პატარაობიდანვე შეამჩნიეს და სკოლის წლებიდან ის ყოველთვის მღეროდა რამდენიმე გუნდში ერთად. საბოლოოდ 1936 წელს ის ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი სოლისტი გახდა.

მართლაც, ძნელია, ამ კაცის ხმას ნაკლი უპოვო: მას ჰქონდა უნაკლო, მელოდიური ტემბრი, დიდი დიაპაზონი და დამუშავებული ტექნიკა. ეს მას აძლევდა საშუალებას დიდი რეზერვით ემღერა და მღერისას სპონტანურად შემოეთავაზებინა მოულოდნელი ვოკალური სვლები. ხურცია მღეროდა აბსოლუტურად ყველაფერს ქართული ფოლკლურის ფარგლებში: კახურ, იმერულ, გურულ, სვანურ, აფხაზურ სიმღერებს – მაგრამ მის გულში განსაკუთრებული ადგილი მაინც მეგრულ სიმღერას ეკავა. მან აღადგინა რამდენიმე მივიწყებული სიმღერა (მაგ. „უტუს ლაშქრული“ და „ჰარირა“, რომელიც ამ კრებულშიცაა წარმოდგენილი) და თავისი შესრულებული სიმღერების უმრავლესობას თვითონ უკეთებდა არანჟირებას. მისი ლაღი და მელოდიური შემოქმედებითი ხედვის კვალი დღევანდელ მეგრულ სიმღერაშიც კი ძალიან შესამჩნევია.

სამწუხაროდ ხურციას ბევრი არ დასცალდა; ის 1948 წელს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბედნიეროდ არქივებმა შემოინახა მისი შემოქმედების ფრაგმენტები, რითიც შეგვიძლია შევაფასოთ მისი ფოლკლორული მნიშვნელობა, წვლილი და გავლენა.

10/10.

————————————————————————————————————

Although one couldn’t count great Georgian folk singers enough, still very few could compare to Noko Khurtsia – be it all about nature-given talent, professionalism or the folkloric work. B. 1908 in Menji, a small village near Senaki (Samegrelo region), his talents were discovered very early and from his school years he used to sing in different choirs at the same time. At last, in 1936, he became the lead soloist of State Ensemble Of Georgian Song & Dance.

It’s almost impossible to find any flaw in his voice: he possessed perfect, melodic timbre, wide vocal range and refined singing technique. This enabled him to sing with huge reserve and come up with extraordinary, idiosyncratic vocal moves spontaneously. Khurtsia used to sing everything inside Georgian folklore: Kakhetian, Imerian, Gurian, Svan, Abkhazian songs – but still, his true passion was the folklore of his native region, Samegrelo. He by himself collected and saved several Megrelian songs from pending oblivion (incl. “Utus Lashqruli” [1} and “Harira” [16], presented here) and arranged most of the song he performed. The traces of his free and melodic approach to arrangements can even be well-perceived in today’s Megrelian song.

Unfortunately, he left much undone. Noko Khurtsia died in 1948, aged 40. Luckily, the archives have saved the fragment of his creative work, by which we can appreciate his folkloric work, importance and influence. 

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Noko Khurtsia – Archival Recordings

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s