რევიუ #41: პირველი გრამფირფიტები საქართველოში (1907 – 1914)

covvvvvver

folklore, archival recordings

ტრეკლისტი:

  • LP 1 – სანდრო კავსაძე და ვაჟთა გუნდი (1-6), დედას ლევანა, ბათო როსტომაშვილი და ვაჟთა გუნდი (7-11)
  • LP 2 – გიგო ერქომაიშვილი და სოფ. მაკვანეთის ვაჟთა გუნდი
  • LP 3 – მიხეილ კავსაძე და ვაჟთა გუნდი (1-7), სამუელ ჩავლეიშვილი და ვაჟთა გუნდი (8-17)
  • LP 4 – ძმები ხუხუნაიშვილები და ვაჟთა გუნდი (1-8), სხვადასხვა არაფოლკლორული და არამუსიკალური ჩანაწერები (ა. წერეთელი, ვ. აბაშიძე, ი. კართაგეთელი, ი. ტომაშევიჩი, დ. ფაღავა) (9-15)
  • LP 5 – სხვადასხვა (ქალაქური მუსიკა, ინსტრუმენტული ფოლკლორი) (1-6), ვანო სარაჯიშვილი (7-14)

უახლოესი პერიოდის განმავლობაში ბლოგი თავის მთავარ გეზს გადაუხვევს. შემდეგი ათი პოსტი მიეძღვნება მხოლოდ კლასიკასა და ფოლკლორს. ზუსტი ქრონოლოგია დაცული არ იქნება, ვინაიდან საქართველოში ამ ორივე ჟანრს 5 დეკადაზე გაცილებით უფრო მეტი ისტორია აქვს. მე ძირითადად ისტორიული ცნობებით და მოკლე პირადი შთაბეჭდილებებით შემოვიფარგლები.

დავიწყოთ ფოლკლორის სათავეებით – უფრო სწორად იმ უშორესი წარსულით, რისი გახსენებაც ჯერ კიდევ შეგვიძლია. წარმოგიდგენთ უძველესი ქართული ჩანაწერების კრებულს, რომელიც 1986 წელს 5 ვინილად გამოიცა. ამ ბოქს-სეტში მოთავსებული ჩანაწერები 1907-1914 წლებშია გაკეთებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ყველაზე ადრეული ქართული ჩანაწერები. იმის შემდეგ გამოცემულ რამდენიმე კრებულში კიდევ უფრო ადრინდელი, 1902 წელის ჩანაწერებია წარმოდგენილი.

ასეათუისე, ეს 5 დისკიანი კრებული ქართული ფოლკლორული ანტიკვარის ყველაზე დიდი  სკივრია. აქ ძირითადად წარმოდგენილია ბარის (კახეთი, იმერეთი, გურია) ფოლკლორი; შეხვდებით ბევრ ლეგენდარულ ფოლკ-შემსრულებელს: ს. კავსაძეს, დედას ლევანას, გ. ერქომაიშვილს, ძმებ ხუხუნაიშვილებს და ა.შ.

ძალიან დიდი კონტრასტი იგრძნობა ამ ძველ და საბჭოთა დროინდელ ფოლკლორს შორის. ამ კრებულში წარმოდგენილ ფოკლორს შემორჩენილი აქვს ის პირველყოფილი სიხალასე და იმპროვიზაციულობა, რომელიც საბჭოთა პერიოდის ფოკლორმა, მისი ინსტიტუციონალიზაციის და გამეცნიერების გამო დაკარგა.

კრებულის ბოლოსკენ წარმოდგენილია სხვადასხვა არაფოლკლორული ჩანაწერები, სადაც აქცენტი ძირითადად იმდროინდელი თბილისის მუსიკაზეა – აქ უძველესი ქალაქური ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშებიც კია მოცემული. კომპილაციას კი პირველი საქვეყნოდ ცნობილი საოპერო მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერები ხურავს.

ჩანაწერები გაკეთებულია მონოში და მათი ხარისხი იდეალური არ არის, მაგრამ მათი უმეტესობა საკმარისად კარგად ისმინება. ამ ყველაფრის ისტორიული და ეროვნული ღირებულების გადაფასება კი ფაქტობრივად შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, ჩვენ საუკუნისწინანდელ ხალხს ვუსმენთ.

10 / 10.

————————————————————————————————————

During the nearest future, the blog will take the detour. The next 10 posts will be dedicated to Georgian folklore and classical music. The exact chronology will not be kept, since these two styles in Georgia have traditions much longer than 5 decades. I will usually limit myself with giving some historical data and short personal impressions.

Let us start with the beginnings of the folklore – or to be more exact, with the farthest folkloric past we can still recall. Here we go with the compilation of the oldest Georgian recordings, that was officially released as a box-set in 1986. The material within was recorded in 1907-1914, so formally it is not the compilation of THE oldest Georgian recordings, since some CDs since then have released the material dating as far as 1902.

Anyways, this 5 LP box-set is the most comprehensive chest of Georgian folkloric antique. It is the lowlands (Kakheti, Guria, Imereti) folk that is mostly presented here; you’re gonna meet many legendary folk figures: S. Kavsadze, Dedas Levana, G. Erkomaishvili, brothers Khukhunaishvili etc.

There is the big contrast to be felt between pre-Soviet and Soviet Georgian folklores. The music presented in this compilation still keeps its primordial freshness and improvisational touch that institutionalised, refined Soviet Georgian folklore mostly lacks.

Near the end of the compilation you’ll find some miscellaneous non-folkloric recordings such as the music of a century-ago Tbilisi or even the beginnings of Georgian instrumental folk. Compilation is closed by the recordings of Vano Sarajishvili, Georgia’s first famous opera singer.

Everything is recorded in mono and clearly is not of ideal quality, but most of the music can be experienced well enough. And the historical and national value of it all cannot ever be overestimated… Just imagine, we’re hearing the people from a century ago.

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: The First Records In Georgia (1907 – 1914)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s