რევიუ #40: ენგური – ენგური (1981)

enguri

progressive folk, pop/rock, funk, symphonic prog

ტრეკლისტი:

  1. მგზავრული (2:05)
  2. სამშობლო ჩემი (2:30)
  3. ბედის ბორბალი (2:46)
  4. სევდიანი შემოდგომა (4:35)
  5. უდარდელა (2:54)
  6. გული მღერის (3:35)
  7. დოლაბაი (2:52)
  8. გაგითენდება სხვა დილაც (3:41)
  9. სალაღობო (2:49)
  10. სიყვარულის გაზაფხული (2:15)
  11. Too Much, Too Little, Too Late (2:57)
  12. პრელუდია (2:58)

შემადგენლობა:

  • გივი გაბუნია – სამხატვრო ხელმძღვანელი
  • სერგეი ნონიაშვილი – ვოკალი (2, 9)
  • მარინა კიკილაშვილი – ვოკალი (3, 11)
  • სეირან ივანიშვილი – ვოკალი (4, 11)
  • მარინა კახიანი – ვოკალი (5, 6, 10)
  • მარინა კახიძე – ვოკალი (8)
  • სოსო ჟვანია – ვოკალი (8)
  • ლევან შახბაზიანი – ორღანი (12)

საბჭოთა კავშირის და დასავლეთის მუსიკალურ ინდუსტრიებს მართლაც თითქმის არაფერი ჰქონდათ საერთო. ამ ორ მსოფლიოში რარიტეტების თვისებებიც კი დიდად განსხვავდებოდა. დასავლური რარიტეტები ძირითადად დამოუკიდებლად, ბოლით სავსე სარდაფებში იყო ჩაწერილი; მათგან საუკეთესოები, დაუმუშავებელი მარგალიტები დიდ სცენაზე უბრალოდ ასპარეზის სისავსის გამო ვეღარ აღწევდნენ.

საბჭოთა რარიტეტი კი სრულიად განსხვავებული რამეა. ხშირად იშვიათ ჩანაწერებს ძალიან მაღალ დონეზე პროდუსირებული, სტუდიური ჩანაწერები წარმოადგენს, რომლებიც ან პოლიტიკური მოტივების გამო დაიბლოკა (ამ ჩანაწერების მოძიება ჩაკეტილ, პერსონალურ არქივებს გარეთ თითქმის შეუძლებელია) ან რაღაც მთლიანად ირაციონალური მიზეზების გამო გამოიცა მინიმალური ტირაჟით და ანონიმურობის მაქსიმალური დაცვით (ბევრ ასეთ ფირფიტაზე მუსიკოსების შემადგენლობაც კი არაა მოცემული). მსმენელამდე ამ ტირაჟების მხოლოდ ნაწილი აღწევდა – დანარჩენი ნებსით თუ უნებლიედ უგზო-უკვლოდ ქრებოდა.

ენგური”-ს ერთადერთი ალბომი რარიტეტების მეორე კატეგორიას განეკუთვნება. ახალი თაობისათვის ეს თითქმის უცნობი ჯგუფი 1980 წელს დაარსდა გივი გაბუნიას მიერ, რომელიც იქამდე ”დიელო”-ში მღეროდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ეტყობა, რომ ჯგუფმა მოღვაწეობის დაწყება რამდენიმე წლით დააგვიანა. ოთხმოციანი წლების დასაწყისში ჯაზ / ფსიქოდელიურ როკზე ორიენტებული ვია-ბუმის ფლაგმანანებიც (75, ივერია, დიელო) უკვე ღიად უახლოვდნებოდნენ პოპ-როკს და თანაც პოპულარობის პიკში იმყოფებოდნენ. ამიტომაც, მოკრძალებული ”ენგური” მაშინ ძალიან ცოტამ თუ შეამჩნია.

ეს ძალზედ დასანანია, ვინაიდან ჯგუფის ამ ერთადერთ ფირფიტაზე მოთავსებულია ბევრი ძალიან ეფექტური სიმღერა და ერთი bona fide შედევრი. საერთო ჟღერადობაც ”ენგურს” ქართულ როკ-ჯგუფებს შორის ყველაზე დახვეწილი ჰქონდა. აუცილებელ ფოლკს და ფსიქოდელიას სიმფონიურ წახნაგებს ძალიან ლამაზი ფლეიტა და საინტერესოდ გამოყენებული, მრავალფეროვანი კლავიშები (ფორტეპიანო, სინთეზატორი) მატებდა. მომენტებში კი მუსიკაში მოულოდნელად ჰიპერაქტიული, wah-wah / quack გიტარით დატვირთული ფანკი ერთვებოდა.

ამ რეცეპტმა შედეგად ძალიან საინტერესოდ არანჟირებული, მრავალფეროვანი პოპ-როკ მუსიკა მოგვცა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ულამაზესად გაფორმებული ”დოლაბაი”, ვაჟა დურგლიშვილის ფოლკლორით გაჟღენთილი ”მგზავრული” და ”სალაღობო”, ჰიპნოზური ”სამშობლო ჩემი”. ორიგინალური ფანკ-არანჟირება აქვს უდარდელა”-ს და ”სიყვარულის გაზაფხულს“.

სამწუხაროდ, ამ მაღალი დონის ალბომში ერთი ერთი filler-ი მაინც შემოერია. ესაა ”გული მღერის”, რომელსაც ვერაფრით მივაკუთვნებთ დურგლიშვილის საუკეთესო კომპოზიციებს – განსაკუთრებით მისამღერია გამაღიზიანებელი.

მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი არ დამთავრებულა. ალბომის ბოლოს ჯგუფი გვასაჩუქრებს ერთი საოცარი ინსტრუმენტული კომპოზიციით, რომელიც თავისუფლად დაუდგება გვერდში ევროპული სიმფონიური პროგრესივის საუკეთესო ნიმუშებს. არანჟირებაში ადგილი დრამის სოლოსაც გამოენახა, რომელიც ნაწარმოებში ძალიან ორგანულად ზის. როცა ”პრელუდია” მთავრდება, ინატრებდი, რომ მთელი ალბომი ასეთი ყოფილიყო…

საბოლოო ჯამში გვაქვს ერთი სიმფონიური პროგ-საოცრება, რამდენიმე ძალიან ეფექტური და ბევრი კარგი სიმღერა და ერთი filler-ი, რომელსაც უმეტესწილად გამოვტოვებ ხოლმე. ამ ყველაფრის, თანმდევი ფაქტორების (დახვეწილი ჟღერადობა, სტილების უძალადო სინთეზი, ალბომის უკიდურესი რარიტეტულობა) და პირადი ბონუსის გათვალისწინებით, ამ ალბომს შევაფასებ, როგორც: 8,5/10.

გარდა ალბომის ზოგადი ხარისხის და სიხალასისა, აქ არის ერთი-ორი ისეთი მომენტი, რასაც სხვაგან ქართულ მუსიკაში ვერ იხილავთ. ასე რომ, რეკომენდებულია მთელი გულით.

————————————————————————————————————

The Soviet and Western musical industries had almost nothing in common. Two world’s respective rarities were also quite different. Western rare albums were mostly independent works, conceived and recorded in the basements full of smoke. The best of them, the rough diamonds wouldn’t make it to the top just because the musical space was already overcrowded. 

The Soviet rarities were a completely different thing. Often the Soviet rarities constitute well-produced studio works, that have been repressed for political motives (and it is almost impossible to find them) or, for some irrational reasons, were pressed with minimal amount of copies, almost anonymously (you can’t even find the line up on the cover sleeve). Moreover, only a part of the copies was available to the listeners. The remainder would just disappear without any trace. 

Enguri’s only album belongs to this second category. The band was formed in 1980 under Givi Gabunia, who sang in Dielo in the previous years. Enguri appeared as a Johnny-come-lately on the Georgian scene, because the psychedelic / jazz-rock movement in Georgia was years past the peak. Even the stalwarts of that movement (Dielo, 75, Iveria) were clearly approaching pop/rock territories and were at the height of their success. In this environment few people really noticed modest Enguri and the record slowly sank into the oblivion without making much impact.

Well and that’s quite a pity, because this album contains some very effective songs and even a bona fide masterpiece. Enguri’s sound was the most refined among the peers – the beautiful flute and versatile keyboards added the symphonic face to their default psychedelic folk.  At the moments, high-energy funk would invade the music unexpectedly.

This recipe gave us very well-arranged, fresh and versatile pop/rock music. Very beautifully done “Dolabai” [7], hypnotic “Samshoblo Chemi” [8] and Vazha Durglishvili’s folkloric “Mgzavruli” [1] and “Salagobo” [9] come as the most impressive. A couple of pieces (Udardela [5], Siyvarulis Gazapxuli [10]) contain the original funky arrangement, full of wah-wah / quacking guitar.

However, as great as this album is, it’s still not without a filler. “Guli Mgeris” [6] bears this unfortunate role. The chorus is especially irritating.

But it’s not yet over. At the end of the album, the band makes us the gift of “Prelude” [12], an instrumental wonder-piece that could proudly stand beside the best European symphonic prog masterworks. This Ekseption-styled composition even finds a place for a short drum solo that actually comes as an essential part of an arrangement. When it finishes, you actually wish for whole album to have been like this.

At the end of the day, here we have one symphonic prog wonder, a couple of very effective and many good songs and one filler I usually skip. Considering all of this, some other factors (great sound, very natural synthesis of many styles, the extreme rarity of the album) and my personal bonus, I’ll rate it as 8,5/10.

Besides the albums overall quality and freshness, there are some nuances here that you won’t find anywhere else in Georgian music – so, it’s wholeheartedly recommended.

გადმოსაწერი ბმული / download link: Enguri – Enguri (1981)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s