ყურადღება! ცვილება ბლოგის ფორმატში

ძვირფასო მკითხველებო, მალე ბლოგის დაარსებიდან 1 წელი გავა. ამ პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბლოგის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, შევცვალო მისი ფორმატი. ჩამოვყვები პუნქტების მიხედვით, რა ცვლილებებს ვგეგმავ:

  1. პირველ რიგში, მთავარი, რაშიც დავრწმუნდი, ისაა, რომ ალბომის ვრცელი მიმოხილვები დიდად არ იწვევს თქვენს ინტერესს – ყოველ შემთხვევაში, გადმოწერების რაოდენობიდან და თქვენი აქტიურობიდან, ასე სჩანს. შემდგომში, ალბომების აღწერები იქნება მოკლე და კომპაქტური.
  2. ვინაიდან ასეთი მოკლე განხილვების წერა გაცილებით ნაკლებ დროს და შრომას მოითხოვს, შედეგად ბლოგი განახლდება გაცილებით უფრო ხშირად, რაც ნიშნავს მსმენელთათვის კიდევ უფრო მეტ მუსიკას.
  3. ბლოგის სტილისტური არეალი გაფართოვდება: ამიერიდან ის მოიცავს კლასიკას და ტრადიციულ ფოლკლორსაც, რასაც აქამდე ვერიდებოდი, ვინაიდან მათ სკრუპულოზურ განხილვას პროფესიონალური თეორიული ცოდნა სჭირდება.
  4. აქამდე, ბლოგის მასალა მკაცრად იყო ქრონოლოგიზებული, რათა ყველა დეკადას თანაბარი დრო დათმობოდა. ახლა ეს აუცილებელი არ იქნება, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ ძალიან ტენდენციური არ გავხდე.
  5. აქამდე ბლოგზე თითო ჯგუფის თითო ალბომი იდო, რომ რაც შეიძლება მეტი კოლექტივის გაცნობა მოგვესწრო. მაგრამ ახლა უკვე ამის საჭიროება აღარ არის, ასე რომ ამიერიდან ერთიდაიმავე ჯგუფის რამდნიმე სხვადასხვა ალბომსაც შეხვდებით.
  6. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ვრცელფორმატიანი განხილვებიც დაიდოს, მაგალითად ახალი, ძალიან კარგი ალბომის გამოსვლის ან მსმენელის კონკრეტული სურვილის შემთხვევაში.
  7. ალბომის მოკლე აღწერა დაიწერება ინგლისურადაც.

მოკლედ, ამ ცვლილებების მთავარი იდეა ასეთია: ნაკლები პროზა და მეტი მუსიკა. იმედია, თქვენც ცოტათი გამოიღვიძებთ და გააქტიურდებით🙂 სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ბლოგთან მიმართებით.

პატივისცემით,

Thandrus

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s