რევიუ #17: რეზო ღლონტი – The Diary Of The Second Officer (2012)

rezo glonti - the diary

ambient, field recordings

ტრეკლისტი:

  1. Moved By (Airplane) (1:52)
  2. Lagos (4:44)
  3. Meeting With Red Botanic (3:28)
  4. Moved By (Ship) (2:08)
  5. Kagoshima (5:35)
  6. Goodbye Field Finders (3:14)
  7. North (3:40)
  8. Balcony Meetings (3:42)
  9. Moved By (Car) (1:38)
  10. Meter Meter (5:18)
  11. Chibati (3:56)
  12. Arrival (2:50)

შემადგენლობა:

  • რეზო ღლონტი – ელექტრონიკა, სემპლები

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ელექტრონულ მუსიკას უტრადიციოს ნამდვილად ვერ დაარქმევ, ambient მუსიკოსების რიცხვი ალბათ ცალი ხელის თითებზე დაითვლება. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ქართული ელექტრონული სცენის მკაცრი კიბერნეტიზება თითქოს ნაკლებ ნიადაგს ტოვებს ატმოსფერული ექსპერიმენტებისთვის. ამიტომაც ძალიან მაინტერესებდა, რას შემოგვთავაზებდა მხოლოდ ლეპტოპით და მიკროფონით ეკიპირებული რეზო ღლონტი თავის ახალ ნამუშევარში. ეს ალბომი მის მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება იყო. აქამდე, 2010-ში მას ერთი EP „Street Risen Wire” ჰქონდა გამოშვებული; როგორც მოსმენილი ნაწყვეტებიდან სჩანს, დაახლოებით ამავე სტილში.

პირველი წამებიდანვე ეტყობა, რომ მუსიკა კომპიუტერითაა შექმნილი. პერიოდულად განმეორებად ფორტეპიანოს მინორულ აკორდს ფონად რბილი ხმაური ადევს. საერთოდ, მთლიანი ალბომი მსგავსი ტემბრის ფონში თითქმის მთლიანადაა ჩაფლული, რაც ამ ბევრ, პატარა ნაწილებად დაყოფილ ალბომს ორგანულობას უნარჩუნებს. როგორც სჩანს, იგი შექმნილია field-სემპლებისა და კომპიუტერულად მიღებული ტემბრის მარტივი სინთეზით. თანამედროვე ელექტრონული მუსიკისთვის დამახასიათებელი განმეორებადობა აქაც საკმაოდ გვხვდება: ძირითადად ერთადერთი მინორული აკორდი ან ძალიან მოკლე მოტივი მეორდება, რაც ალბომის ამბიენტს რაღაცნაირ უცნაურ რიტმულობას ანიჭებს. დასინთეზებულ pad-ებს რაც შეეხება, ისინი მინიმალ(ისტ)ურად, რიგ შემთხვევებში ძალიან გემოვნებითაა გამოყენებული.

ესაა ილეთები და საშუალებები რაც, როგორც სჩანს, ავტორმა ალბომის შექმნისას გამოიყენა. ვინაიდან მთელს ალბომში ეს 2-3 კომპოზიციური პრინციპი მეორდება, სმენისას შიგადაშიგ მოწყენილობა იჩენს ხოლმე თავს; მაგრამ როდესაც ამ მომენტისკენ მიდიხარ, ჩნდება რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი, რომელიც ალბომისადმი ინტერესს გიახლებს. ალბომის რამენიმე ნაწილია გამოსარჩევი: North-ში მოკლე, განმეორებად მოტივს და რიტმულ ფონურ ხმაურს ნელ-ნელა ეპარება ძალიან ლამაზი აკორდული პროგრესია, რომელიც დებიუსის ნაწარმოებებს მომაგონებს. Chibati-ში კი გაერთიანებულია ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ალბომს გააჩნია: ლამაზი padding-ი, კარგი განმეორებადი მოტივი, დინამიკური ფონი. ალბომის ამ ორი პიკის გარდა დანარჩენი სოლიდური ნაწილებია, რომლებიც კარგად ქმნის ცივ, აბსტრაქტულ ატმოსფეროს.

რომ შევაჯამოთ, ალბომს შედევრობაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ის ღირსეულად ატარებს სტილის ღირებულებებს. მთავარი რეკომენდაციებიც სწორედ ambient-ისა და ზოგადად ელექტრონული მუსიკის მოყვარულისკენაა მიმართული; იდეალურია მარტო, ღამის სიმშვიდეში მოსასმენად და წარსულზე დასაფიქრებლად. თუ ეს შეძელით, მაშინ ალბომის თქვენთვის გაუმართლებია – თქვენც შექმნით საკუთარ მენტალურ დღიურს მეორე ოფიცერივით.

შეფასება: 7,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული: Rezo Glonti – The Diary OF The Second Officer (2012)

One thought on “რევიუ #17: რეზო ღლონტი – The Diary Of The Second Officer (2012)

  1. […] ხასიათში. წინა ალბომი კარგი იყო (იხ. რევიუ #17), მაგრამ ეს ჩანაწერი კიდევ უკეთესია. […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s