რევიუ #15: თეატრონი – გაუფრთხილდით სიყვარულს (1983)

Teatroni - Gauprtxildit Siyvaruls 1983

soft rock, pop, blue-eyed soul

ტრეკლისტი:

  1. ნათია (4:29)
  2. ვეღარ დავიბრუნებთ წარსულს (3:17)
  3. საქანელა (5:25)
  4. უკვდავება (მოდიოდა თეთრი გოგო) (5:29)
  5. იები (3:18)
  6. არ დაიჯერო (5:43)
  7. ღამე და თოვლი (5:52)
  8. ვარდებსა და გვირილებში (3:27)

შემადგენლობა:

  • მერაბ სეფაშვილი – ვოკალი
  • ზურა კობეშავიძე – გიტარა, ვოკალი
  • ნუგზარ ერგემლიძე – ბას-გიტარა
  • გია მაჭარაშვილი – კლავიშები, ვოკალი
  • თემურ ნიკოლაიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები

ოთხმოციანებში საბჭოთა კავშირში თემატური ალბომების / კომპილაციების მოდა შემოვიდა. თემები ძირითადად რომანტიკული იყო, შემსრულებლები კი ხშირად ანონიმურები რჩებოდნენ. 1983 წელს გამოვიდა ფირფიტა „გაუფრთხილდით სიყვარულს“, რომლის უკანა ყდაზეც, შემსრულებლად „საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი“ იყო მითითებული. ამ „მრავლისმეტყველი“ სახელის უკან კი ჯგუფი „თეატრონი“ იმალებოდა.

თეატრონი“ საგულისხმოა იმით, რომ აქ თავისი მუსიკალური მოღვაწეობა მერაბ სეფაშვილმა დაიწყო. მის გარდა ამ ალბომში კიდევ ორი ვოკალისტი, გია მაჭარაშვილი და ზურაბ კობეშავიძე მღერიან.

არაა გასაკვირი, რომ ეს მივიწყებული ალბომი მთლიანად ბალადებისაგან შედგება. აქ ბევრი მელოდიურად ძლიერი სიმღერაა; რამდენიმე მათგანი დღემდე სეფაშვილის რეპერტუარშია და ალბათ ახალ თაობასაც კარგად ახსოვს („უკვდავება“, ანუ „მოდიოდა თეთრი გოგო“; „იები“ და ა.შ.) სტილის მხრივ ალბომი სოულის, პოპის და მსუბუქი როკის გემოვნებიანი ნაზავია. მუსიკის პოპ-ორიენტაციის მიუხედავად, ბევრი სიმღერა ხანგრძლივ ინსტრუმენტულ პასაჟებს შეიცავს, კლავიშები კი ალბომის ჟღერადობას დიდძალ ატმოსფერულობას ანიჭებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მაჭარაშვილი თავის სიმღერებს სეფაშვილზე არანაკლებად მღერის.

პირველი მოსმენისას ალბომი შეიძლება ცოტათი ერთფეროვნად მოგეჩვენოთ და ეს ალბათ სწორი შთაბეჭდილება იქნება; მაგრამ ამის დადებითი მხარეც აქვს: ეს მუსიკა ძალიან სასიამოვნო ფონს შექმნის რომანტიკული სიტუაციებისთვის – ალბომი კი სწორედ ამისთვის იყო ჩაფიქრებული. არამგონია საუკეთესო სიმღერების გამორჩევას აქ რაიმე აზრი ჰქონდეს, ვინაიდან ალბომი თანაბარია, სუსტი სიმღერების გარეშე. Phil Collins-ის მუსიკის და მსგავსი სოულ-ნარევი soft rock-ის მოყვარულებს ის ნამდვილად მოეწონებათ.

ჩემი შეფასება კი იქნება 7,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული: Teatroni – Gauprtxildit Siyvaruls (1983)

2 thoughts on “რევიუ #15: თეატრონი – გაუფრთხილდით სიყვარულს (1983)

  1. Darius Liddell says:

    hi, i love your blog and this music. I am American, but i cannot access where the files are hosted here in the US. “allshares.ge” won’t load for me. I was wondering can you upload this album and the ‘soft eject, nine mountains away’ album to mediafire, rapidshare, 4shared, or some other server where you have an account? This music is probably hard to find anywhere else! Thanks for your time! Great music.

  2. thandrus says:

    Hi Darius, just updated those two links. Enjoy!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s