რევიუ #60: ეთერ კაკულია – მეგრული სიმღერები (1987)

eter_kakulia

folk

ტრეკლისტი:

  1. ცირა (2:37)
  2. ვა გიორქო მა (არ გიყვარვარ მე) (3:10)
  3. ჩონგური (2:27)
  4. მარებელი (მაჭანკალი) (2:49)

შემადგენლობა:

  • ეთერ კაკულია – ვოკალი
  • სერგო ნაცვალაძე – გიტარა
  • თენგიზ გამიდაძე – გიტარა

ამ ჩანაწერს გთავაზობთ განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ მინდა, შემსრულებლებზე, რომელთაც წლების განმავლობაში ქართული კულტურისთვის არცთუისე ცოტა გაუკეთებიათ, ჩვენს თაობას არაობიექტური და ხშირად დამცინავი შთაბეჭდილება დარჩეს. დღევანდელი ახალგაზრდობა ეთერ კაკულიას იცნობს როგორც მხოლოდ კოლორიტულ, უცნაური სალაპარაკო მანერის მქონე ადამიანს, რომელიც „პროფილს“ ხშირად სტუმრობს. მისი ნამღერის ცნობადობა დღევანდელი მსმენელისთვის „და მე არ მინდა სხვა შედარება“-თი, რამდენიმე პაროდიით და YouTube-ს იმ ვიდეოთი შემოიფარგლება, სადაც მას საქართველოს ჰიმნის ფონოგრამა გამოერთო.

ეს კი ყოველთვის ასე არ ყოფილა – როდესაც კაკულია ძირითადად მუსიკით იყო დაკავებული, მან გამოსცა რამდენიმე კარგი საესტრადო ფირფიტა. თუმცა მისი საუკეთესო ჩანაწერი ჩემი აზრით არის ერთი მინიონი, სადაც 4 მეგრული სიმღერაა განთავსებული. ამ ლამაზ, ძალიან მელოდიურ სიმღერებს კაკულია ამ რეგიონის ფოლკლორული მანერის დიდი შეგრძნებით ასრულებს. მუსიკა იმდენად ფერადი და გემრიელია, რომ ალბათ ამ მოკლე ჩანაწერის რამდენჯერმე მიყოლებით მოსმენასაც მოგანდომებთ.

მოკლედ აი ეს მინიონი; ისიამოვნეთ და იმსჯელეთ მუსიკით – ნუ მისცემთ თქვენსავე უპირობო ცინიზმს თქვენს აღქმაზე მეფობის საშუალებას!

8 / 10.

————————————————————————————————————

I’m offering this record especially because I don’t want our generation to have non-objective and often cynical impression about the performers who did quite a favour to Georgian culture. Today’s youth knows Eter Kakulia as just a picturesque woman with strange talking manner, commonly appearing in a certain talk-show. Recognition of her singing by today’s audience is limited to a couple of songs, parodies and that viral YouTube video, where she could not recall the national anthem melody when the playback went off.

It hasn’t always been like that: when Kakulia was actively performing, she managed to release a couple of good pop records. But still I regard one folk EP as her best recording. Here she presents 4 songs sung in Megrelian (one of the most important regional languages in Georgia). These very melodious and beautiful songs are sung with great understanding of the regional folkloric manner.The resulting colour and taste of music could drive you to repeated listens.

So, here’s this EP; enjoy and judge by music – don’t let your own unconditional cynicism reign over your perception!

8 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Eter Kakulia – Megrelian Songs (1987)

რევიუ #55: გია ბეშიტაიშვილი / ხუტა გაგუა – მოიდანახე (1988)

cover

synthpop, new wave, art rock

ტრეკლისტი:

  1. პეპელა (4:16)
  2. ნანაია (4:24)
  3. ივერია (4:09)
  4. მთვარიანი ხეივანი (3:46)
  5. ჩიტი (2:27)
  6. მუსიკა (5:11)
  7. მოიდანახე (8:56)

შემადგენლობა:

  • გია ბეშიტაიშვილი – ვოკალი
  • გოგი ბეშიტაიშვილი – ვოკალი (1, 6, 7)
  • ია ბეშიტაიშვილი – ვოკალი (1, 2, 6)
  • ხუტა გაგუა – ტექსტები
  • ინსტრუმენტული ბენდი გ. ბეშიტაიშვილის ხელმძღვანელობით

საოცარია, თუ როგორ სდუმს ინტერნეტ სივრცე შემსრულებლებზე, ვინც არცთუისე დიდი ხნის წინ მოღვაწეობდნენ და რეგულარულად ალბომებსაც უშვებდნენ. Google-ში რომ „გია ბეშიტაიშვილი“ მოძებნოთ, ვერ მიიღებთ აბსოლუტურად ვერანაირ (!) ინფორმაციას. არადა მართლაც გაუგებარია, როგორ ვერ დატოვა ასეთმა ორიგინალურმა შემსრულებელმა მაშინდელ მსმენელზე თუნდაც რაიმე კვალი.

კარგით, მაშინ მასზე ის მწირი ინფორმაცია ამოვკრიფოთ, რასაც მისი ფირფიტების უკანა ყდაზე გვიწერენ. იგი მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, ძალიან ლამაზი საოპერო ტენორით, მაგრამ მან კლასიკას საესტრადო მოღვაწეობა არჩია. ოთხმოციანების შუაში, თავის ძმასთან ერთად გამოუშვა რამდენიმე EP და ერთი სრულმეტრაჟიანი ფირფიტა, სადაც უცხოური სერენადების პოპ-ვერსიები ანდაც უბრალოდ მარტივი პოპ სიმღერები იყო.

დეკადის მეორე ნახევარში მისი შემოქმედება უფრო საინტერესო გახდა. მან დაიწყო თანამშრომლობა პოეტ ხუტა გაგუასთან და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერებით მან ორი ალბომი „ბედი“ და „მოიდანახე“ გამოსცა. თუ მათ პირველ, ძალიან არათანაბარ ალბომში მუსიკალური მიდგომა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული (რთულ, მრავალთემიან სიმღერებთან ერთად გვხვდებოდა ძალიან სუსტი პოპ-სიმღერებიც), „მოიდანახე“-ში უკვე იგრძნობა ის მიმართულება, რაც ამ დუეტის შემოქმედებას მაშინდელი ქართული მუსიკისაგან ცალკე აყენებს.

მართალი რომ გითხრათ, „მოიდანახე“ სტილის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ალბომია, რაც კი ოდესმე მომისმენია. ძალიან მეძნელება ამ ალბომის აღწერა; წარმოიდგინეთ, რომ Midge Ure-ს მაგივრად Ultravox-ში Roy Orbison-ს ემღერა და ერთად არტ-როკული წიაღსვლები გადაეწყვიტათ. ტექსტებში უმეტესად პატრიოტულ-ფოლკლორული თემები და მაჟორულ და მინორულ სიმღერებს შორის დიდი ემოციური განსხვავება კიდევ უფრო ამძაფრებს მუსიკალურ კონტრასტებს.

ალბომის არანჟირება იმ პერიოდის ქართულ მუსიკაში, ალბათ საუკეთესოა – ძალიან ლამაზადაა დასმული სინთეზატორული ჟღერადობა; შედარებით მსუბუქ, მაჟორულ სიმღერებს („პეპელა“, „მუსიკა“) ჟღერადობა თითქმის იდილიურ განწყობას სძენს, მაგრამ ალბომის უფრო ფასეული მხარე ლამაზი, სევდიანი სიმღერებია, სადაც ჭკვიანური არანჟირებით დიდი სივრცის მქონე, პირქუში ატმოსფერო იქმნება. „ნანაია“ და ხანგრძლივი „მოიდანახე“ საქსოფონის ინსტრუმენტული პასაჟებითაა გალამაზებული, მაგრამ ჩემი აზრით, აქ საუკეთესო სიმღერა „მთვარიანი ხეივანი“-ა, სადაც ძალიან ემოციური საოპერო ვოკალი და მოულოდნელი new wave დინამიკა დამანგრეველ კომბინაციას ჰქმნის.

აქ არის სუსტი წერტილებიც („ჩიტი“). მაგრამ მთლიანობაში ალბომი იმდენად საინტერესო და ხალასია, რომ გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომღერალი ამ ალბომის შემდეგ ასე უგზო-უკვლოდ გამქრალიყო. როგორც სჩანს ის შიგადაშიგ აგრძელებს თავის მუსიკალურ საქმიანობას (მაგალითად, რამდენიმე წლის წინ თამარა გვერწითელთან ერთად იმღერა ერთი სიმღერა).

ამ ალბომის მოსმენას კი ვურჩევ ყველას – ალბათ ამაზე ეკლექტიკური ცოტა რამე გექნებათ მოსმენილი. შეფასებაც მერთულება, მაგრამ ზემოთ ნახსენები ნიუანსებისა და პერსონალური ბონუსის გათვალისწინებით, ამ ნამუშევარს დავუწერ:

8,5 /10.

————————————————————————————————————

It is unexplainable how does the internet keep silence about performers who were regularly active and releasing albums not so long ago. If you Google “Gia Beshitaishvili”, you’ll get absolutely no info. Clearly a mystery, how such an original performer like him could leave no trace on Georgian music community.

So let us gather some info about him from the rear sleeves of his records. He graduated from Moscow Conservatoire, had very beautiful lyrical tenor timbre, but preferred pop music to opera.  In the mid-80s, with his brother (who had similar voice) he issued several EPs and an LP of pop covers of foreign serenades and easy pop songs.

In the second half of the decade, things grew more interesting. He started collaboration with Khuta Gagua, a poet upon who’s poetry Beshitaishvili wrote songs worth two next albums, “Bedi” and “Moidanakhe”. Their first collaborative LP wasn’t really creatively focused and one could find weak pop songs next to multi-themed longer-format pieces. But the second LP possesses the creative direction that sets it apart from all of the Georgian music of that time.

Honestly, “Moidanakhe” is stylistically one of the strangest albums I’ve ever heard. I find very hard to describe it – just imagine, if Midge Ure was replaced by Roy Orbison on Ultravox records with the band deciding to take more art-rock approach. Patriotic-folkloric topics in lyrics and big emotional difference between major and minor-key songs add up much to album’s stark musical contrast.

Arrangements are arguably the best in Georgian music of that period – synthesizers sound very beautiful, drum programming is simple but very effective, lighter and major-key songs (“Pepela” [1], “Musika” [6])have almost idyllic feeling, but most of the album’s value lies in sad, beautiful songs where the clever arrangements create spacious and dark atmosphere. “Nanaia” [2] and long “Moidanakhe “[7] are very much embellished with saxophone solos, but “Mtvariani Kheivani” [4] comes out as the best song of the album, where operatic vocals and unexpected new wave dynamics form a killer combination.

Yes there are some weak spots too (e.g. “Chiti” [5]), but still this work is so original and fresh that I can’t really get how could this singer just plainly disappear after this album. It seems that he still keeps his low-profile music activity (for example, he sang a song with Tamar Gverdsiteli on one of her concerts). I’d advise this album to everybody – you won’t hear much as strange and eclectic as this. Rating it is not easy either – but still, because of aforementioned nuances and some personal bonus, I’d give it a

8,5 /10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Gia Beshitaishvili + Khuta Gagua – Moidanakhe (1988)

რევიუ #45: აონი – აონი (1985)

aoni

folklore, choral

ტრეკლისტი:

  1. მამულო (2:20)
  2. ხევსურული იავნანა (2:30)
  3. შირაქის ველზე მივდივარ (2:03)
  4. ხოხბის ყელივით ლამაზი (3:03)
  5. შინმოუსვლელი (2:07)
  6. თუ ასე ტურფა იყავი (2:20)
  7. ძველი თბილისის გახსენება (2:38)
  8. სიმღერა ტყეებზე (2:38)
  9. ლომო, შე ლომის მოკლულო (2:46)
  10. ხმალი მომეც და ხანჯალი (2:09)
  11. ლელაო, ჩემო ლელაო (2:04)9
  12. ხევსურს რა უნდა მეტი (3:15)
  13. ქალავ ბრძოლის ველს გიხილე (2:12)0
  14. ჯვარული (2:15)

შემადგენლობა:

  • იაკობ ბობოხიძე – მხატვრული ხელმძღვანელი
  • მაია ბობოხიძე – დირიჟორი
  • თენგიზ გელოვანი – ვოკალი (1, 3, 5, 8, 12, 14)
  • გივი ყულალაღაშვილი – ვოკალი (4, 6, 7, 11-13), აკორდეონი (6, 11), ფანდური (4, 12)
  • გივი ბადურაშვილი – ვოკალი (7, 14), აკორდეონი (3, 7, 10, 13)
  • ნოდარ ბადურაშვილი – ვოკალი (7)
  • გრიგოლ ივანაური (10)
  • ლალი დავლაშერიძე – ვოკალი (9), ფანდური (9)
  • ნიკო გურგენიშვილი – ვოკალი (12)

ვინაიდან მალე ფოლკლორიდან კლასიკაზე გადავალთ, ამ ალბომით ცოტათი დავუახლოვდეთ მას. წინა განხილვებში მოკლედ ვახსენე იაკობ ბობოხიძე, ბრწყინვალე კომპოზიტორი, რომელსაც არაერთი ულამაზესი სიმღერა შეუქმნია. იგი რეალურად კლასიკური კომპოზიტორი უფრო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი კლასიკური შემოქმედების პოვნა ძალიან რთულია. ბობოხიძის შემოქმედებას განსხვავებული წახნაგი ჰქონდა: იგი შეყვარებული იყო ქართულ ფოკლორზე და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო მივიწყებული ქართული სიმღერების აღდგენასა და დამუშავებას. ოთხმოციანებში მისი ხელმძღვანელობით ორი საფოლკლორო გუნდი, „აონი“ და „არაგვი“ შეიქმნა. ორივე გუნდის მიზანი იყო, აღედგინათ და შემოენახათ სპეფიციკურად მათი რეგიონის მახასიათებელი სიმღერები.

აონი“ თიანეთიდან იყო, ასე რომ მათი რეპერტუარი მეზობელი მთისა და ბარის მუსიკის ნაზავია. რამდენიმე სიმღერა [1, 8] თვით ბობოხიძის დაწერილია და მათ მისი საფირმო მელოდიზმი ეტყობა. გუნდის შემადგენლობა შერეულია და ეს ვოკალური პარტიების მოქნილად არანჟირებების საშუალებას იძლევა. მოკლედ, ძალიან კარგი ალბომია, მშვენიერი შემსრულებლებით და ბობოხიძის მკაფიო მხატვრული ხელწერით. „არაგვი“-ს ფირფიტას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა დროა გადავიდეთ კლასიკაზე.

8 / 10.

————————————————————————————————————

Soon we are going to move from folklore to classical music, so let us approach it with this folk album. In one of the previous reviews I shortly mentioned Iakob Bobokhidze – an excellent composer, who has left many beautiful songs. But actually, he was the classical composer; unfortunately, his classical work is very hard to find. Bobokhidze’s creative work had yet another side: he was in love with Georgian folklore, so he spent much of his lifetime recovering old, forgotten songs and putting them back to life with new arrangements. In the eighties he created two regional folkloric choirs, “Aoni” and “Aragvi” with the only objective to recover and keep the forgotten, specifically regional songs active.

Aoni” was from Tianeti – so, their repertoire consisted of songs from neighboring highlands and lowlands. A couple of songs [1, 8] were written by Bobokhidze himself, all containing his characteristic, original melodism. The choir was mixed (male/female – you don’t often find such choirs in Georgia), so it allowed very flexible vocal arrangements; so as a results album shines in its most solo vocal moments. Putting it short, it’s a good release with great performers and Bobokhidze’s characteristic approach. I will present “Aragvi” sometime later. Now let us move on to classical music.

8/10. 

გადმოსაწერი ბმული / download link: Aoni – Aoni (1985)

რევიუ #40: ენგური – ენგური (1981)

enguri

progressive folk, pop/rock, funk, symphonic prog

ტრეკლისტი:

  1. მგზავრული (2:05)
  2. სამშობლო ჩემი (2:30)
  3. ბედის ბორბალი (2:46)
  4. სევდიანი შემოდგომა (4:35)
  5. უდარდელა (2:54)
  6. გული მღერის (3:35)
  7. დოლაბაი (2:52)
  8. გაგითენდება სხვა დილაც (3:41)
  9. სალაღობო (2:49)
  10. სიყვარულის გაზაფხული (2:15)
  11. Too Much, Too Little, Too Late (2:57)
  12. პრელუდია (2:58)

შემადგენლობა:

  • გივი გაბუნია – სამხატვრო ხელმძღვანელი
  • სერგეი ნონიაშვილი – ვოკალი (2, 9)
  • მარინა კიკილაშვილი – ვოკალი (3, 11)
  • სეირან ივანიშვილი – ვოკალი (4, 11)
  • მარინა კახიანი – ვოკალი (5, 6, 10)
  • მარინა კახიძე – ვოკალი (8)
  • სოსო ჟვანია – ვოკალი (8)
  • ლევან შახბაზიანი – ორღანი (12)

საბჭოთა კავშირის და დასავლეთის მუსიკალურ ინდუსტრიებს მართლაც თითქმის არაფერი ჰქონდათ საერთო. ამ ორ მსოფლიოში რარიტეტების თვისებებიც კი დიდად განსხვავდებოდა. დასავლური რარიტეტები ძირითადად დამოუკიდებლად, ბოლით სავსე სარდაფებში იყო ჩაწერილი; მათგან საუკეთესოები, დაუმუშავებელი მარგალიტები დიდ სცენაზე უბრალოდ ასპარეზის სისავსის გამო ვეღარ აღწევდნენ.

საბჭოთა რარიტეტი კი სრულიად განსხვავებული რამეა. ხშირად იშვიათ ჩანაწერებს ძალიან მაღალ დონეზე პროდუსირებული, სტუდიური ჩანაწერები წარმოადგენს, რომლებიც ან პოლიტიკური მოტივების გამო დაიბლოკა (ამ ჩანაწერების მოძიება ჩაკეტილ, პერსონალურ არქივებს გარეთ თითქმის შეუძლებელია) ან რაღაც მთლიანად ირაციონალური მიზეზების გამო გამოიცა მინიმალური ტირაჟით და ანონიმურობის მაქსიმალური დაცვით (ბევრ ასეთ ფირფიტაზე მუსიკოსების შემადგენლობაც კი არაა მოცემული). მსმენელამდე ამ ტირაჟების მხოლოდ ნაწილი აღწევდა – დანარჩენი ნებსით თუ უნებლიედ უგზო-უკვლოდ ქრებოდა.

ენგური”-ს ერთადერთი ალბომი რარიტეტების მეორე კატეგორიას განეკუთვნება. ახალი თაობისათვის ეს თითქმის უცნობი ჯგუფი 1980 წელს დაარსდა გივი გაბუნიას მიერ, რომელიც იქამდე ”დიელო”-ში მღეროდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ეტყობა, რომ ჯგუფმა მოღვაწეობის დაწყება რამდენიმე წლით დააგვიანა. ოთხმოციანი წლების დასაწყისში ჯაზ / ფსიქოდელიურ როკზე ორიენტებული ვია-ბუმის ფლაგმანანებიც (75, ივერია, დიელო) უკვე ღიად უახლოვდნებოდნენ პოპ-როკს და თანაც პოპულარობის პიკში იმყოფებოდნენ. ამიტომაც, მოკრძალებული ”ენგური” მაშინ ძალიან ცოტამ თუ შეამჩნია.

ეს ძალზედ დასანანია, ვინაიდან ჯგუფის ამ ერთადერთ ფირფიტაზე მოთავსებულია ბევრი ძალიან ეფექტური სიმღერა და ერთი bona fide შედევრი. საერთო ჟღერადობაც ”ენგურს” ქართულ როკ-ჯგუფებს შორის ყველაზე დახვეწილი ჰქონდა. აუცილებელ ფოლკს და ფსიქოდელიას სიმფონიურ წახნაგებს ძალიან ლამაზი ფლეიტა და საინტერესოდ გამოყენებული, მრავალფეროვანი კლავიშები (ფორტეპიანო, სინთეზატორი) მატებდა. მომენტებში კი მუსიკაში მოულოდნელად ჰიპერაქტიული, wah-wah / quack გიტარით დატვირთული ფანკი ერთვებოდა.

ამ რეცეპტმა შედეგად ძალიან საინტერესოდ არანჟირებული, მრავალფეროვანი პოპ-როკ მუსიკა მოგვცა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ულამაზესად გაფორმებული ”დოლაბაი”, ვაჟა დურგლიშვილის ფოლკლორით გაჟღენთილი ”მგზავრული” და ”სალაღობო”, ჰიპნოზური ”სამშობლო ჩემი”. ორიგინალური ფანკ-არანჟირება აქვს უდარდელა”-ს და ”სიყვარულის გაზაფხულს“.

სამწუხაროდ, ამ მაღალი დონის ალბომში ერთი ერთი filler-ი მაინც შემოერია. ესაა ”გული მღერის”, რომელსაც ვერაფრით მივაკუთვნებთ დურგლიშვილის საუკეთესო კომპოზიციებს – განსაკუთრებით მისამღერია გამაღიზიანებელი.

მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი არ დამთავრებულა. ალბომის ბოლოს ჯგუფი გვასაჩუქრებს ერთი საოცარი ინსტრუმენტული კომპოზიციით, რომელიც თავისუფლად დაუდგება გვერდში ევროპული სიმფონიური პროგრესივის საუკეთესო ნიმუშებს. არანჟირებაში ადგილი დრამის სოლოსაც გამოენახა, რომელიც ნაწარმოებში ძალიან ორგანულად ზის. როცა ”პრელუდია” მთავრდება, ინატრებდი, რომ მთელი ალბომი ასეთი ყოფილიყო…

საბოლოო ჯამში გვაქვს ერთი სიმფონიური პროგ-საოცრება, რამდენიმე ძალიან ეფექტური და ბევრი კარგი სიმღერა და ერთი filler-ი, რომელსაც უმეტესწილად გამოვტოვებ ხოლმე. ამ ყველაფრის, თანმდევი ფაქტორების (დახვეწილი ჟღერადობა, სტილების უძალადო სინთეზი, ალბომის უკიდურესი რარიტეტულობა) და პირადი ბონუსის გათვალისწინებით, ამ ალბომს შევაფასებ, როგორც: 8,5/10.

გარდა ალბომის ზოგადი ხარისხის და სიხალასისა, აქ არის ერთი-ორი ისეთი მომენტი, რასაც სხვაგან ქართულ მუსიკაში ვერ იხილავთ. ასე რომ, რეკომენდებულია მთელი გულით.

————————————————————————————————————

The Soviet and Western musical industries had almost nothing in common. Two world’s respective rarities were also quite different. Western rare albums were mostly independent works, conceived and recorded in the basements full of smoke. The best of them, the rough diamonds wouldn’t make it to the top just because the musical space was already overcrowded. 

The Soviet rarities were a completely different thing. Often the Soviet rarities constitute well-produced studio works, that have been repressed for political motives (and it is almost impossible to find them) or, for some irrational reasons, were pressed with minimal amount of copies, almost anonymously (you can’t even find the line up on the cover sleeve). Moreover, only a part of the copies was available to the listeners. The remainder would just disappear without any trace. 

Enguri’s only album belongs to this second category. The band was formed in 1980 under Givi Gabunia, who sang in Dielo in the previous years. Enguri appeared as a Johnny-come-lately on the Georgian scene, because the psychedelic / jazz-rock movement in Georgia was years past the peak. Even the stalwarts of that movement (Dielo, 75, Iveria) were clearly approaching pop/rock territories and were at the height of their success. In this environment few people really noticed modest Enguri and the record slowly sank into the oblivion without making much impact.

Well and that’s quite a pity, because this album contains some very effective songs and even a bona fide masterpiece. Enguri’s sound was the most refined among the peers – the beautiful flute and versatile keyboards added the symphonic face to their default psychedelic folk.  At the moments, high-energy funk would invade the music unexpectedly.

This recipe gave us very well-arranged, fresh and versatile pop/rock music. Very beautifully done “Dolabai” [7], hypnotic “Samshoblo Chemi” [8] and Vazha Durglishvili’s folkloric “Mgzavruli” [1] and “Salagobo” [9] come as the most impressive. A couple of pieces (Udardela [5], Siyvarulis Gazapxuli [10]) contain the original funky arrangement, full of wah-wah / quacking guitar.

However, as great as this album is, it’s still not without a filler. “Guli Mgeris” [6] bears this unfortunate role. The chorus is especially irritating.

But it’s not yet over. At the end of the album, the band makes us the gift of “Prelude” [12], an instrumental wonder-piece that could proudly stand beside the best European symphonic prog masterworks. This Ekseption-styled composition even finds a place for a short drum solo that actually comes as an essential part of an arrangement. When it finishes, you actually wish for whole album to have been like this.

At the end of the day, here we have one symphonic prog wonder, a couple of very effective and many good songs and one filler I usually skip. Considering all of this, some other factors (great sound, very natural synthesis of many styles, the extreme rarity of the album) and my personal bonus, I’ll rate it as 8,5/10.

Besides the albums overall quality and freshness, there are some nuances here that you won’t find anywhere else in Georgian music – so, it’s wholeheartedly recommended.

გადმოსაწერი ბმული / download link: Enguri – Enguri (1981)

რევიუ #35: ჯორჯია – ჯორჯია (1989)

georgia

pop/rock, AOR, jazz-rock/fusion

ტრეკლისტი:

  1. ჯორჯია (4:51)
  2. ჩემი კუნძული (2:58)
  3. თეთრი ყვავილი (3:28)
  4. საყვარელი ქალაქი (2:50)
  5. თეთრი ფარდა (3:45)
  6. იისფერი მთები (3:10)
  7. ორომტრიალი (3:45)
  8. მარიამი (3;27)
  9. ევა (3:42)
  10. ილია (3:24)

შემადგენლობა:

  • რობერტ ბარძიმაშვილი – ვოკალი (1, 10), ხელმძღვანელი
  • ზურაბ კობეშავიძე – ვოკალი (5, 10), გიტარა
  • ზაურ მურვანიძე – ვოკალი (4, 6, 9), ბასი
  • ირაკლი მენთეშაშვილი – ვოკალი (3, 9), კლავიშები
  • დათო მაღლაკელიძე – ვოკალი (2, 8) ტრომბონი
  • ზურაბ ჩაჩუა – საქსოფონი, ვოკალი
  • თეიმურაზ მამასახლისი – საყვირი, ვოკალი
  • ავთანდილ თაბუკაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი
  • ლევან ლაზარიშვილი – ვოკალი (10)

ოთხმოციანების ბოლოს ისტორია ისევ განმეორდა: 75-ის დაშლის შემდეგ, რობერტ ბარძიმაშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ანსამბლი შეექმნა. მან შემოიკრიბა 75-ის ახალგაზრდა მუსიკოსი ირაკლი მენთეშაშვილი (კლავიშები), ზურაბ კობეშავიძეთეატრონი“-დან და სხვა ახალგაზრდა მუსიკოსები; ასე, 1988 წელს, შეიქმნა „ჯორჯია“. ჯგუფს სახელი მათი ყველაზე პოპულარული სიმღერის მიხედვით დაერქვა. მუსიკალურად, მათი ერთადერთი ალბომი ახლოს დგას 75-ის გვიანდელ პოპ-როკ პერიოდთან; ცოტათი უფრო დასინთეზებული ჟღერადობითა და ჯაზ-როკის ოდნავ უფრო მეტი გავლენით.

ეს მსუბუქი, პლასტიკური, მელოდიური სიმღერები მსმენელს ოთხმოციანების Chicago-ს გაახსენებს („თეთრი ფარდის“ შესავალი Chicago-ს „Hard Habit To Break“-ისადმი პირდაპირი რევერანსია). „ჯორჯია“-ს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ Chicago-ს ყველა პოპ-როკ ალბომთან შედარებით, ეს გაცილებით თანაბარი და სტაბილურად მაღალი ხარისხისაა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ძალიან დახვეწილი ვოკალური ჰარმონიები, რომლების მასიური გამოყენება ამ ტიპიურად ოთხმოციანების მუსიკას თავისებურ სიხალასეს ანიჭებს.

როგორც ზემოთ ვთქვი, ყველა სიმღერა კარგია, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით ეფექტურია: პირველი ესაა ალბომის გამხსნელი სიმღერა, „ჯორჯია“, ბარძიმაშვილის თბილი ვოკალითა და ძალიან ლამაზი, ოდნავ პოპმპეზური მისამღერით. დინამიკური, „ორომტრიალი“ და „ევა“, რომელსაც მსგავსი სტილის ამერიკული ბენდებიც სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს; და ძალიან ლამაზი, ატმოსფერული ბალადა „მარიამი“, რომელიც Phil Collins-ის საუკეთესო ტრადიციებშია შესრულებული. ალბომს კი „ჯორჯიას“ მსგავსი, ლამაზი და ამაღლებული „ილია“ ასრულებს.

ალბომი არ აცხადებს პრეტენზიას არაფერზე pop/rock როლის გარდა; მაგრამ ყველაფერი რაც აქაა, პოპ-კომპოზიცია, არანჟირება, ვოკალი – უაღრესად დახვეწილია. ამიტომ, ვისაც მოგწონთ ოთხმოციანების Chicago და მსგავსი პოპ-როკი ჯაზის გავლენით, ეს ალბომი თქვენთვისაა, არ გამოტოვოთ. შეფასება: 8 / 10.

————————————————————————————————————

History repeated itself once again at the end of eighties: after “75” split, Robert Bardzimashvili ventured to create yet third major band under his leadership. He invited 75’s keyboardist Irakli Menteshashvili, Zura Kobeshavidze from “Teatroni” along with some other young musicians; thus, “Georgia” was born in 1988. The name derived from their most popular song. Musically, Georgia’s only album can be viewed as a successor for 75’s later, pop/rock period, with a bit more plastic, synthesized sound and a bit more of jazz-rock influence.

These lightweight, plastic, melodic songs recall 80’s “Chicago” very much (e.g. the intro of “Tetri Parda” [4] is a direct nod to Chicago’s “Hard Habit To Break”). But it has to be said, that Georgia’s only album is more consistent than any of the Chicago’s pop/rock releases. The quality stays high throughout. Powerful vocal harmonies deserve special mention: they add a welcome freshness to that typical 80’s plasticity.

As noted above, every song is good here, but some are particularly effective. “Georgia”, the album’s opener, features Robert Bardzimashvili’s warm vocal delivery paired with very beautiful, a bit pompous chorus sung in harmony. “Oromtriali” [7] and “Eva” [9] are kind of songs that every American pop/rock band would put its signature upon; “Mariami” is a beautiful, atmospheric ballad in the best Phil Collins traditions; and “Ilia” finishes the LP in a positive, majestic way.

Album doesn’t pretend for anything beyond its pop/rock role, but everything present here – be it pop-composition, arrangements or vocals – is very refined and exquisite. That’s why if you happen to like jazz-influenced pop/rock of Chicago and the like, look no further, this album is for you. Rating: 8/10.

გადმოსაწერი ბმული / Download link: Georgia – Georgia (1989)

რევიუ #30: მზიური – სათაგური (როკ-ოპერა, 1982)

mziuri

art rock, rock opera

ტრეკლისტი:

  1. ნაწილი პირველი (19:16)
  2. ნაწილი მეორე (18:39)

შემადგენლობა:

  • მაია ენუქიძე – პაპა ესტატე
  • ქეთინო რაზმაძე – ზარმაცი კატა
  • ლელა ამირანაშვილი – სოფლის მასწავლებელი
  • ქეთინო ჯავახიშვილი – კაპიტანი
  • ხატია ურიგაშვილი – უფროსი
  • ნინო გელეიშვილი – სოფლის მღვდელი
  • სოფიო ბერაძე – ფიცხელა
  • ირმა ენდელაძე – სუსნია
  • ეკა ბუხრაშვილი – ნემსა
  • ნათია გიორგობიანი – ფხორა
  • მარინა ბედოშვილი – კუდა
  • მაია ჯორჯაძე – ცქმუტა
  • ირმა კალმახელიძე – ბეცა
  • გურამ ჯაიანი – სამხატვრო ხელმძღვანელი
  • ვაჟა დურგლიშვილი – კომპოზიტორი
  • გივი ჭიჭინაძე – ლიბრეტო

2000-ების დასაწყისში, ალბათ ყველას გვეცინებოდა მოზღვავებულ ბავშვ „მომღერლებზე“, რომლებიც მშობლების დიდძალი დაფინანსების წყალობით მთავარ მუსიკალურ არხებზე ტრიალებდნენ და ალბომებსაც იწერდნენ. თუმცა, ბევრს ისიც მოგეხსენებათ, რომ საბავშვო პოპ-სიმღერას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ საქართველოში ძალიან ბევრი საბავშვო პოპ, როკ და ფოლკლორული ანსამბლი მოღვაწეობდა, მაგრამ მათი მონაწილეები არა პროტექციით. არამედ მუსიკალური ნიჭის მიხედვით ირჩეოდნენ და მათი საშემსრულებლო ოსტატობა დიდების ანსამბლებსაც კი უწევდა კონკურენციას. ეს საბავშვო საესტრადო მოძრაობა საქართველოში 1971 წელს, ერთი ფენომენალური ანსამბლის ჩამოყალიბებით დაიწყო.

მზიური“ თბილისის პიონერთა სასახლეში, რაფაელ კაზარიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ანსამბლში მხოლოდ 14 წლამდე ასაკის გოგონები შედიოდნენ, რომლებიც სიმღერის გარდა, ინსტრუმენტებზეც თვითონ უკრავდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კოლექტივს სათავეში გურამ ჯაიანი ჩაუდგა. „მზიურის“ წარმატებამ მალევე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ანსამბლის არსებობის მანძილზე პიონერთა სასახლეში მილიონზე მეტი (!!) წერილი შევიდა. თავიდან ანსამბლმა ქართული და უცხოური საბავშვო სიმღერებით დაიწყო, მაგრამ ჯაიანი მალევე მიხვდა, რომ ბავშვების მუსიკალური ნიჭი და საშემსრულებლო ოსტატობა გაცილებით უფრო დიდი შემოქმედებითი ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებას იძლეოდა. ასე, 1976 წელს, ჩაიწერა რუსულენოვანი როკ-ოპერა / მიუზიკლი „Наш Друг Буратино“, რომელიც საშემსრულებლო კლასით თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ სამოცდაათიანების მოზრდილთა ანსამბლების საუკეთესო ნამუშევრების გვერდით. ამ პერიოდში ჯგუფში მოღვაწეობდნენ პატარა თამარ გვერდწითელი, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი და ა.შ.

დროის სვლასთან ერთად ბავშვები იზრდებოდნენ და მათ ანსამბლის დატოვება უწევდათ, მათ ადგილზე კი ახალი თაობა მოდიოდა. ასე რომ, 80-იანების დასაწყისში პირველი თაობა ახალმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. ახალი ბავშვებიც არანაკლებ ნიჭიერები აღმოჩნდნენ და ჯგუფმა კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ჩაიფიქრა. 1982 წელს მათ ჩაწერეს ვაჟა დურგლიშვილის მიერ დაწერილი საბავშვო როკ-ოპერა „სათაგური“, ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მოტივებზე.

დურგლიშვილს უკვე განთქმული ჰქონდა სახელი წინა დეკადაში, როგორც სასიმღერო კომპოზიტორს; „სათაგური“ კი მასშტაბური კომპოზიციის შექმნის მისი პირველი მცდელობა იყო. ეს კარგად აისახება მუსიკაშიც – ოპერის შემადგენელი აგურები ცალკეული სიმღერებია, რომელსაც საერთო თემა და არანჟირების ნიუანსები აერთიანებს. სასიმღერო ნაწილები ძალიან დახვეწილი და მრავალფეროვანია; ამ კონტრასტების ინსტრუმენტული არანჟირებებით შეერთება კი ნამუშევარს ძლიერ არტ-როკულ ელფერს აძლევს. არანჟირებებიც, მიუხედავად თავიანთი დახვეწილობისა, დაცლილია ზედმეტი პომპეზურობისგან და ძირითადად ვოკალური მელოდიების გამოსაკვეთად და შესალამაზებლად გამოიყენება. ეს მელოდიები მრავალფეროვანი და ორიგინალურია, ხშირად ფოლკლორული ობერტონებით – კიდევ ერთხელ, იგრძნობა დურგლიშვილის საკომფორტო საკომპოზიციო ზონა. განსაკუთრებით ლამაზია ოპერის პირველი ნაწილი, სადაც თემები ერთი-მეორეზე უკეთესია; თითქმის ყველას საჰიტე პოტენციალი აქვს. მეორე გვერდზე კი ერთ-ერთი თემაა „ესა-მესა“, რომელიც დღევანდელ მსმენელს დუეტ Georgia-ს შესრულებით ექნება მოსმენილი. თვითონ შეაფასეთ, რომელი შესრულება სჯობს.

ჩვენს წინაშე მართლაც უნიკალური ალბომია. 14 წლამდელი გოგონების მიერ შესრულებული პროგრესული / არტ როკ-ოპერა (!!) და რაც მთავარია ძალიან მაღალ დონეზე, კიტჩისადმი ყოველგვარი მინიშნების გარეშე. ნამუშევარი ჩაფიქრებული იყო, როგორც საბავშვო პროექტი, მაგრამ სმენისას ნათელი ხდება, რომ ამ მუსიკის აუდიტორია მხოლოდ ბავშვებით ვერ შემოიფარგლება. კომპოზიტორის მიერ შექმნილი რამდენიმე საუკეთესო თემაც სწორედ ამ ოპერის ნაწილია. ამ მუსიკალური და გარკვეული სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ალბომს დავუწერ 9/10-ს. ასეა თუ ისე, ეს საბჭოთა კავშირში შექმნილი და შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი (არტ) როკ-ოპერაა. ვისაც ეს ამბავი გეუცნაურებათ, დარწმუნებული ვარ, რომ ალბომის მოსმენა ეჭვებს სრულად გაგიფანტავთ. ამ ნამუშევრის შემდეგ მზიურმა კიდევ 10 წელიწადს, 1992 წლამდე იარსება და კიდევ სამი თაობა გამოიცვალა.

გადმოსაწერი ბმული: მზიური – სათაგური (1982)

რევიუ #25: საუნჯე – საუნჯე (1989)

C30_29689_003_S1-1_big

instrumental folk

ტრეკლისტი:

  1. აისი (3:30)
  2. თუშური (3:28)
  3. პოპური (2:30)
  4. ხევსურული (6:04)
  5. ცეკვა ქართული (ოპერა “ქეთო და კოტე”-დან) (1:40)
  6. გაღმით შენ ხარ, გამოღმით მე (3:02)
  7. უნგრული ცეკვები (ბრამსი, მონტი) (3:16)
  8. Besame Mucho (2:57)
  9. Moliende Café (2:33)
  10. ტოროლა (3:33)
  11. ანტრაქტი ბიზეს “კარმენ”-იდან (2:03)
  12. Yesterday (3:10)
  13. გამოსათხოვარი ცეკვა (4:02)

შემადგენლობა:

  • ნიკო ნადირაშვილი – სალამური, ფანდური (9), დაირა (13)
  • რაულ ნადირაშვილი – ფანდური, მარაკასი (9)
  • გია ასანაშვილი – ფანდური, კასტანეტები (9)

ისტორიის მანძილზე, ქართული ინსტრუმენტული ფოლკლორი ვოკალურის ჩრდილში იმყოფება. იმ დროს, როცა სასიმღერო ტრადიციამ დიდ სიმაღლეებს მიაღწია, ქართული ფოლკლორი საკრავებთა სიმდიდრით ნამდვილად არ გამოირჩევა და ინსტრუმენტალი ყოველთვის აღიქმებოდა უბრალოდ სიმღერის ფონად. შედეგად, დამოუკიდებელი ფოლკ-ინსტრუმენტალის განვითარება ვოკალურთან შედარებით შეფერხებული იყო.

თუმცა ინსტრუმენტული ფოლკ მოტივები ირიბად მაინც ვითარდებოდა: თავიდან, ქართველი კლასიკური კომპოზიტორების უმეტესობა იღებდა მარტივ ქართულ მელოდიებს და მათ კლასიკური ტრადიციებით ართულებდა. სამოცდაათიანების დასაწყისში კი გაჩნდა როკ-მუსიკოსების პლეადა, რომელთა საფუძველსაც უმეტესად ფოლკლორი შეადგენდა. იმ პერიოდშივე, გამოჩნდენ წმინდად ფოლკლორული ფორმაციები, რომლებმაც ხალხური საკრავებით ინსტრუმენტული მუსიკის დაკვრა დაიწყეს.

ერთ-ერთი პირველი ასეთი კოლექტივი ტრიო „საუნჯე“ იყო. ის 1972 წელს ჩამოაყალიბა სამმა მოზარდმა – ნიკო ნადირაშვილმა, რაულ ნადირაშვილმა და გია ასანაშვილმა. ნიკო და გია მაშინ 13 წლისანი იყვნენ, რაული – 9-ის. წლიდან წლამდე მათი საშემსრულებლო ოსტატობა იზრდებოდა და ამ 1989 წელს ჩაწერილ ალბომში ჩვენ წარმოგვიდგა ხალხურ საკრავთა სამი ვირტუოზი.

ალბომზე 2 ფანდური (რაული, გია) და სალამური (ნიკო) უკრავს; სამივე ინსტრუმენტი „ბოლომდე იხარჯება“ და საოცრად დინამიკურ მუსიკას ჰქმნის. ალბომის პირველი გვერდი ქართულ ფოლკლორულ მოტივებს აქვს დათმობილი, მეორე კი – უცხოური კლასიკის და პოპულარული სიმღერების ინტერპრეტაციებს. ამ ფირფიტაზე ჯგუფი არა მხოლოდ ქართული ფოლკ-ინსტრუმენტალს ავითარებს, არამედ ზოგადად ქართული ხალხური საკრავების ძალიან ფართო სტილისტურ არეალსაც ცხადჰყოფს.

საშემსრულებლო ოსტატობის გარდა ნაწარმოებების არანჟირებაც ძალიან კარგია. მაგალითად, „აისი“-ს მელოდია ამ დამუშავებით წლების შემდეგაც ძალიან პოპულარული იყო. „ხევსურულ“-ში კი მეჩხერი არანჟირება პარადოქსულად ჰქმნის საკმაოდ ხანგრძლივ, გავნითარებად კომპოზიციას, სადაც მსმენელი, ყურადღებით დაკვირვებისას, მთის ფოლკლორისთვის არატიპიურ აკორდულ პროგრესიებსაც შეამჩნევს. მეორე გვერდის არანჟირებები ბორის შხიანს ეკუთვნის; ისინი ძალიან კარგადაა მორგებული ფოლკლორული ინსტრუმენტებისთვის და თითოეულს თითქმის ყველა ნაწარმოებში აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას (თუმცა ყველაზე მეტად მაინც სალამური ბრწყინავს);  ბრამსთან და ბიზესთან ერთად აქ “Besame Mucho“-ს და “Yesterday“-ს „ფოლკლორულ“ ვარიანტებსაც შეხვდებით.

ჩვენს წინაშეა ძალიან კარგად შესრულებული და დაკრული ალბომი, რომელსაც თავისი სტილური სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ არ ეყოლება ფართო, სტაბილური აუდიტორია, მაგრამ ის, თუნდაც თვალსაწიერის გასაფართოებლად, მაინც ყველასათვისაა რეკომენდებული. ქართული მუსიკისთვის ამ ალბომის და ზოგადად „საუნჯის“ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ბევრი მსგავსი ფორმატის ტრიო, რომელიც შემდგომ წლებში გამოჩნდა (მაგ. „გეორგიკა“) და ფოლკლორული მუსიკისადმი ეს მიდგომა კიდევ უფრო მეტად დაამკვიდრა. რაც შეეხება „საუნჯეს“, მისი წევრები აშშ-ში გადასახლდნენ და ტრიო ახლა იქ მოღვაწეობს.

ალბომს კი, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით 8 / 10-ს დავუწერ.

გადმოსაწერი ბმული: საუნჯე – საუნჯე (1989)