რევიუ #72: The BearFox – The BearFox (EP, 2014)

bearfox

ambient pop

ტრეკლისტი:

  1. Holding You (4:16)
  2. Lullaby (3:34)
  3. Bright Days (5:00)
  4. Sky (4:35)
  5. Flow (3:34)
  6. Lullaby (Bonus Track, Slow Version) (2:47)

შემადგენლობა:

  • მერაბ “მებო’ ნუცუბიძე – ვოკალი, გიტარა
  • ირაკლი “ბეთხო” მანჩხაშვილი – ელექტრონული ინსტრუმენტები

The BearFox, თავისი მცირე ასაკის მიუხედავად, წლის ყველაზე პოპულარული როკ-პროექტია საქართველოში. მათმა ლამაზმა, ოდნავ მელანქოლიურმა და ადვილად გასაგებმა მუსიკამ უცებ მოიგო ფართო აუდიტორიის გული. 2013 წლის ბოლოს, ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილმა (ex-Green Room, Catch The Clouds) და მერაბ „მებო“ ნუცუბიძემ თანამშრომლობა დაიწყეს და მალევე ჩაწერეს ის რამდენიმე სიმღერა, რომელიც ამ EP-ზეა შესული.

ბლოგის ქართველი მკითხველებისთვის ამ სიმღერებს დიდი შესავალი აღარ სჭირდება, მაგრამ მაინც, ვისაც ამ ჯგუფზე პირველად ესმის, ვეტყვი, რომ უნაკლოდ პროდუსირებულმა და ნუცუბიძის მიერ ჰაეროვნად ნამღერმა Holding You-მ უმეტესობა უბრალოდ გააოცა. ჩანაწერზე არსებული სხვა სიმღერებიც დაახლოებით იმ იმავე ღირებულებებს ეფუძნება: უნაკლოდ შექმნილი ჯადოსნური, ზოგჯერ ჰიპნოზური ატმოსფერო, რომელსაც ზემოდან დანარნარებს ძალიან ლამაზი ვოკალი. მიახლოებითი მუსიკალური პარალელისთვის წარმოიდგინეთ, Sigur Ros-ს რომ შედარებით მარტივი მუსიკა რომ დაეკრა.

დღესდღეობით ამ დუეტს კიდევ სამი წევრი შეუერთდა (დრამერი აჩი შიოშვილი, გიტარისტი ბიკო ასკურავა და ბასისტი ცოტნე ჩიქობავა) და The BearFox-მა ცოცხლად დაკვრაც დაიწყო, ოდნავ დამძიმებული alternative/indie rock ჟღერადობით. ამ სადებიუტო EP-ს კი 8 / 10, ძალიან დიდი შემდგომი მოლოდინებით.

————————————————————————————————————

Despite its tender age, The BearFox is the most popular Georgian rock project of the year. Their beautiful, subtly melancholic, easy-to-understand music quickly won over an impressive breadth of audience.  In the late 2013, Irakli “Betkho” Manchkhashvili (ex-Green Room, Catch The Clouds) and Merab “Mebo” Nutsubidze began collaborating and soon recorded a handful of songs featured on this EP.

For Georgian readers of this blog, these songs already need little introduction. But still if anybody comes over the band for the first time, I’d say airily sung Holding You just amazed the most who heard it. Other songs on this recording are built upon the similar values: perfectly created magic, at times hypnotic atmosphere, flown over by soaring vocals. For approximate parallel, just imagine Sigur Ros doing a bit less complicated music.

At present, the band has added three more members (Achi Shioshvili on drums, Biko Askurava on guitar and Tsotne Chikobava on bass) and has commenced the live performances, with a bit heavier, alternative/indie rock sound. Meanwhile, this debut EP gets 8 / 10 from me with future expectations very high.

ალბომის მოსმენა შეიძლება BandCamp-ზე / Album can be streamed from BandCamp: The BearFox – The BearFox (2014)

რევიუ #71: რკინის რაინდი – ინგრევა მონობის კოშკი / მომეფერები (1991/92)

cover1

hard rock, heavy metal

ტრეკლისტი:

ინგრევა მონობის კოშკი (1991)

  1. ინგრევა მონობის კოშკი (6:49)
  2. შავი მხედარი (5:09)
  3. გაიხედე უკან (4:38)
  4. იესუს (3:56)
  5. მთვარესთან ერთად (4:46)

მომეფერები (1992)

  1. მომეფერები (5:54)
  2. პირველი თოვლი (6:05)
  3. სამოთხის ვარდო (4:24)
  4. ქარი ქრის (4:42)
  5. Ты Или Я (4:30)
  6. He Maйся (3:52)
  7. ილონა (ბონუსი) (4:17)

შემადგენლობა:

  • როინ მელაძე – ვოკალი, გიტარა
  • ვასილი იკონნიკოვი – კლავიშები, ბექ-ვოკალი
  • აჩიკო გუდიაშვილი – ბას-გიტარა
  • მამუკა გრიგალაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები

ოთხმოცდაათიანების დასაწყისში საქართველოში მცირე, მაგრამ ძალიან საინტერესო ჰარდ-როკ სცენამ დაიწყო ჩამოყალიბება. საგულისხმო ისაა, რომ ამ მოძრაობის საუკეთესო ბენდები სულაც არ იყვნენ დიდი ქალაქებიდან – მაგალითად „ბეთლემი“ მაღალმთიანი აჭარიდან იყო, „მეხის ქანდაკება“ – თელავიდან.

„რკინის რაინდი“ კი, 1990 წელს, გორში  შეიკრიბა. ამ ოთხკაციანმა ჯგუფმა, თავისი ძალზედ მცირე ფინანსური სახსრებით მოახერხა სამი ალბომის ჩაწერა. რუდიმენტური ეკიპირების და ძალზედ მცირე სტუდიური დროის მიუხედავად (თითო ალბომი თითო დღეში!), „რკინის რაინდმა“ ისტორიითვის დახვეწილი და ძალიან ლამაზი ჰარდ-როკის დატოვება მოახერხა. წარმოიდგინეთ ბენდი, რომელიც ერთმანეთს უთავსებს Rainbow-ს მელოდიზმსა და Iron Maiden-ის სტილის გიტარულ გალოპებს, სცენაზე Judas Priest-ისნაირი იმიჯით. ამ ყველაფერთან ერთად კი ქართული როკის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მომღერალითა და კომპოზიტორით. ვინაიდან მათი ალბომები არაა ხანგრძლივი, ერთის მაგივრად შემოგთავაზებთ ორს.

პირველი, 1991-ში ჩაწერილი ალბომი 4 ენერგიული სიმღერისაგან შედგება, რომელსაც ბოლოს ერთი ბალადა ხურავს. დრამატული „ინგრევა მონობის კოშკი“ ძალზედ ეფექტურად იყენებს Rainbow + Iron Maiden მიდგომას და თემატურად საბჭოთა იმპერიის იმდროინდელ გარდაუვალ ნგრევას ეხება. „გაიხედე უკან“-შიც მსგავსი სენტიმენტია. საინტერესოა, რომ მისი ტექსტი არის ვერა პუშკინას ორიგინალის თარგმანი რუსულიდან. იგივე ლექსი გამოიყენა რუსულმა heavy metal ჯგუფმა Ария-მ. „რკინის რაინდის“ მიერ შესრულებული თარგმანი ორიგინალს პოეტურობით არაფრით ჩამოუვარდება და ამ ენერგიულ სიმღერასაც საოცრად უხდება. კლასიკური ჰევი-მეტალ „შავი მხედარი“ და თითქმის როკენროლური „იესუს“ სავსეა ბიბლიური ალუზიებით, ამ ოთხი სიმღერის შემდეგ ბალადური „მთვარესთან ერთად“ დიდი სიურპრიზია, მაგრამ ჯგუფის თვითმყოფადობა ყველაზე მეტად ამ ბალადაში სჩანს – უცნაურად, ეს სიმღერა საერთოდ დაცლილია power ballad-ის კლიშეებისგან. ის ძალიან უპრეტენზიოდ, მაგრამ იმდენად ლამაზად სრულდება, რომ ამ საკმაოდ ინტენსიურ ალბომს მარგალიტად ადევს.

მეორე ალბომი შედარებით უფრო ლირიკულია, შედარებით ნაკლები ჰევი-მეტალით, მაგრამ ბალადები კიდევ უფრო დახვეწილია: „პირველი თოვლი“ და რუსულენოვანი “Ты Или Я” პირს დააღებინებს ნებისმიერს თავისი სილამაზით… „მომეფერები“ (ტერენტი გრანელის ლექსზე) და „სამოთხის ვარდო“-ც ძალიან კარგია, ოდნავი დრაივით, მაგრამ იდეა აქაც მაინც ბალადურია. „ქარი ქრის“ ერთადერთი შედარებით სუსტი წერტილია ამ ალბომის, „He Maйся“ კი ერთადერთი სუფთად ჰევი-მეტალ სიმღერაა აქ და წააგავს ზემოთხსენებულ Ария-ს. ბონუსად ალბომს მივაყოლე „ილონა“, რომელიც მართალია, ვოკალისტის სოლო ჩანაწერია, მაგრამ სტილის მხრის კარგად ჯდება ამ ალბომში.

ამის შემდეგ 1994 წელს ჯგუფმა კიდევ ერთი, ამჯერად რუსულენოვანი ალბომი ჩაწერა და დაიშალა. შემდეგ იყო პერიოდული შეკრებები, 2012 წლის რამდენიმე იმედისმომცემი კონცერტით. პირველ ორ ნამუშევარში კი „რკინის რაინდმა“ შემოგვთავაზა ძალიან ლამაზი და ენთუზიაზმით შესრულებული ჰარდ-როკი, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხისაა და მომენტებში („გაიხედე უკან“, „მთვარესთან ერთად“, „პირველი თოვლი“ “Ты Или Я’) უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს. მუსიკის ზოგადი, ნათელი მელოდიური და სიხალასე კი ჩანაწერის არცთუისე მაღალი ხარისხის მიუხედავადაც არ ჰკარგავს ეფექტს.

ასე რომ, ოდნავი პირადი ბონუსის გათვალისწინებით, ჩემგან ამ ორივე ალბომს 8,5 / 10. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მუსიკა ბევრს ჩემსავით შეგიყვარდებათ.

————————————————————————————————————

In the beginning of the 90s, a small but very interesting Georgian hard rock scene started to form. Interesting thing is that the best bands from this movement were not from Tbilisi or other big cities. For example, Betlemi came from the mountainous part of Achara region; Mekhis Kandakeba were from Telavi.

Rkinis Raindi got together in Gori (yeah, Stalin’s birthplace) in 1990. This four-piece band managed to record three short albums with their own very scarce finances (who had the money in Georgia then, anyways?). Despite the rudimentary equipment and very short studio time (each album was recorded within a day!), Rkinis Raindi gave a very beautiful and refined hard rock to history. Imagine a band merging the melodism of Rainbow and guitar gallops a-la Iron Maiden with Judas Priest-like stage presence. And plus having one of the most wonderful vocalists and composers ever seen in Georgian rock music. Due to shortness of their albums, I’ll present two of them instead of one.

First album, “Ingreva Monobis Koshki” recorded in 1991, features 4 energetic songs capped by a ballad. Dramatic title track [1] uses Rainbow + Iron Maiden approach very efficiently and thematically deals with the then-inevitable collapse of Soviet Union. “Gaikhede Ukan” [3] deals with the same issues put in the context, but its lyrics are actually a translation of Margarita Pushkina’s original, also used by Russian heavy metal band Aria. Rkinis Raindi’s Georgian translation is no less poetic than the original and fits this very intense song perfectly. Biblical allusions predominate in a classic heavy-metal “Shavi Mkhedari” [2] and almost rock’n’rolling “Iesus” [4]. After these four songs, closing ballad, “Mtvarestan Ertad” [5] comes as a big surprise, but I think here is where the bands talent shows the best: this seemingly unpretentious song is devoid of any power ballad cliché there is, making it a hidden sentimental gem in this quite intense recording.

The second album (recorded in 1992) is more lyrical, with relatively less heavy metal but with even more refined ballads: “Pirveli Tovli” [1] and “Ты Или Я[5] can make anybody’s jaw drop, and “Momeperebi” (a title track) [1] and “Samotkhis Vardo” [3] are also very good, a bit more driving but still with the essence of a ballad. “Qari Qris” [4] is the sole weak spot on the album, while “He Maйся” [6] is the only purely heavy metal song, recalling aforementioned Aria. I’ve inserted “Ilona” [7] as a bonus track, which, despite being vocalist’s solo recording, stylistically belongs here.

The band made one more, Russian-language album in 1994 and disbanded soon thereafter. There have been periodic reunions, the most recent of which was in 2012 with a couple of live performances that gave much hope. Nevertheless, the first two works by Rkinis Raindi offered us a very beautiful and hard rock played with much enthusiasm, of stably high quality and ability to give a huge impression at the moments (“Gaikhede Ukan” [3], “Mtvarestan Ertad” [5]. “Pirveli Tovli” [2.2], “Ты Или Я [2.5]). And the bright melodic qualities and overall freshness of music just doesn’t fade even in the settings of not-so-good sound quality.

Considering a small personal bonus, both albums get 8,5 / 10 from me. I’m sure many of you will love it as much as I do.

გადმოსაწერი ბმულები / download links:

რევიუ #70: რერო – რერო (1980)

F

jazz-funk, jazz-rock / fusion, pop

ტრეკლისტი:

  1. მზე ამოდის (2:30)
  2. ლურჯი ოცნება (3:03)
  3. გამოდი (3:13)
  4. რა ყოფილა გურია (2:10)
  5. ჩვენ გვიხარია (4:41)
  6. L-Dopa (9:46)
  7. Ave Maria (5:54)

შემადგენლობა:

  • ამირან ებრალიძე – სამხატვრო ხელმძღვანელი
  • მედეა კალანდაძე – ვოკალი (2)
  • სხვ.

საბჭოთა საქართველოში რამდენიმე დიდი, სახელმწიფოსგან დაფინანსებული საესტრადო ორკესტრი არსებობდა. მათგან ყველაზე პოპულარული და დიდი ისტორიის მქონე საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“ იყო. „რერო“ 1956 წელს, კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით შეიქმნა. პევზნერი გივი გაჩეჩილაძემ  შეცვალა, გაჩეჩილაძე კი ამირან ებრალიძემ. „რერო“-ს ფუნქცია ძირითადად საესტრადო მოღერლებისთვის აკომპანირება იყო, ასე რომ ამ 30-კაციან კოლექტივს დამოუკიდებლად ბევრი ჩანაწერი არ გაუკეთებია: ორი ალბომი და კიდევ რამდენიმე სინგლი ათწლეულების განმავლობაში. ეს ფირფიტები უმეტესად სამოცდაათიანების მეორე ნახევარში გამოვიდა.

ამ ორი ალბომიდან საუკეთესო მეორეა. პირველ მხარე მოკლე, მსუბუქი პოპ სიმღერებისგან შედგება, რომლიდან ზოგიერთის არანჟირებას ფანკის, ზოგიერთისას კი ჯაზ-როკის გავლენა დაკრავს. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ „ლურჯი ოცნება“ ძალიან ლამაზი ბალადაა, „რა ყოფილა გურია“ კი ქართული როკ-ჯგუფებისთვის დამახასიათებელ სტილში უთავსებს ქართულ ფოლკლორს მსუბუქ ჯაზ-როკს. გვერდს ბიგ-ბენდ კომპოზიცია „ჩვენ გვიხარია“ ხურავს.

მეორე გვერდზე განთავსებულია ორი კომპოზიცია: Keith Mansfield-ის „L-Dopa”-ს ქავერი, რომელიც მართლაც კარგადაა დაკრული, მაგრამ ძალიან ჰგავს Maynard Ferguson-ის fusion ვერსიას და „Ave Maria”-ს ოდნავ ბლუზური ვერსია, რომელიც რატომღაც რუსულადაა ნამღერი.

საბოლოო ჯამში ეს საშუალო ალბომია, მაგრამ მას დიდი რარიტეტული ღირებულება (სულ რამდენიმე ათასი ეგზეპლარია გამოსული) აქვს და ერთი-ორჯერ მოსასმენადაც გამოდგება, თუნდაც L-Dopa-ს ხანგძლივი fusion-ვერსიის და პირველი გვერდის რამდენიმე კარგი სიმღერის გამო. თუ მსუბუქ funk groove-ზე დაშენებული პოპიც გიყვართ, ალბათ ეს ალბომი ჩემზე მეტად მოგეწონებათ. ჩემგან კი ამ ნამუშევარს:

6,5 / 10.

————————————————————————————————————

There were a couple of state-sponsored variety orchestras in Soviet Georgia. Georgian State Variety Orchestra “Rero” was without a doubt the most popular and long-lived of all. It was created in 1956, directed by Konstantin Pevzner and later by Givi Gachechiladze and then Amiran Ebralidze. Orchestra’s main function was to accompany the pop / variety singers, so this collective of 30 musicians made only a few independent recordings: 2 LPs and a couple of singles, mostly issued in the second half of the 70s.

Out of these two LPs, the second one is the best. Side A consists of short, light pop songs, some funked up and some under a slight jazz/rock influence. Nothing special, but “Lurji Otsneba” [2] is a very beautiful ballad and “Ra Yofila Guria” [4] blends folklore and light jazz/rock in the way characteristic for Georgian rock bands of that period. The side is closed by “Chven Gvixaria” [5], a kind of big band composition.

Side B features two pieces. One is the cover of a Keith Mansfield’s “L-Dopa” (does it refer to the Parkinson disease drug?!), which is really well played but us very close to Maynard Ferguson’s fusion version. Album is closed by a slightly bluesy version of Ave Maria for some reason sung in Russian.

In all, this is an average album. However it has high rarity value (only a couple of thousand copies pressed) and could go for a couple of listens at least thanks to a long fusion version of L-Dopa and some good songs on the Side A. If you happen to love light pop built on funky grooves, you’re gonna like this album more than me. For my part, I’d rate this work as:

6,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Rero – Rero (1980)

რევიუ #69: ონისე – მალადეც (2006)

unnamed

alternative rock, comedy rock

ტრეკლისტი:

  1. ჩათლახი ბუზი (3:09)
  2. კომპოტი (3:21)
  3. გე-გე-გე (3:43)
  4. მალადეც (3:16)
  5. ბასანოჩკები (2:20)
  6. ურემი (2:55)
  7. ბოსი (3;39)
  8. ვარდო (3:53)
  9. ჰაერი (5:53)
  10. თუმანი (3:11)
  11. ბეტონი (2:42)
  12. ვარდო (2:09)

შემადგენლობა:

  • ონისე ფუტკარაძე – ვოკალი, გიტარა, აკორდეონი
  • სხვ.

69-ე განხილვისთვის შევარჩიე მუსიკოსი, რომელმაც პირველად ყურადღება დაახლოებით 10 წლის წინ, რამდენიმე კლიპით მიიპყრო. როდესაც „ვარდო“ და „კომპოტი“ „პირველ სტერეოზე“ ტრიალებდა, ამ არანორმატიული ლექსიკითა და უცნაური ქარაგმებით დატვირთულ სიმღერებს თითქმის არავინ აღიქვამდა სერიოზულად.

წლების შემდეგ კი, როდესაც აჟიოტაჟი ჩაცხრა და „პირველი სტერეოც“ უკვე ისტორიაა, შეგიძლია მშვიდად მოუსმინო ონისე ფუტკარაძის ძალზედ ორიგინალურ ალბომს და რაღაც-რაღაცეები გადააფასო. ალბომს „მალადეც“ ჰქვია და უკვე ხვდები, რომ ისიც ზემოთნახსენები კლიპებივით სპეციფიკური, აფსურდით გაჟღენთილი იუმორით იქნება სავსე. ხელმეორედ სმენისას კი ნელ-ნელა ამჩნევ, რომ ეს არაა ჩვეულებრივი კომედიური როკი. ამ ენაკვიმატი და სახალისო ფრაზების მიღმა საკმაოდ მელანქოლიას ამჩნევ. მაგალითად, „ბასანოჩკები“ ხატავს არარეალიზებული, იმედგაცრუებული ადამიანის სურათს; „ბეტონი“ კი, როგორც ონისეს კონცერტებზე უთქვამს, პირად პრობლემებს ეხება. ალბომში უხვადაა მიმობნეული სამედიცინო ტერმინოლოგია და ალუზიები, რაც მისი სამედიცინო განათლების გათვალისწინებით, არაა გასაკვირი. მუსიკალურად ალბომი არცთუისე რთული, მაგრამ ძალიან დახვეწილია, მრავალფეროვანი გავლენებით ალტერნატიული როკიდან რეგგიმდე. ალბომის ერთ, განსაკუთრებულ მომენტში კი ონისე სერიოზულდება და ამის შედეგია 6/8-ში გადაწყვეტილი, საოცრად ლამაზი აკუსტიკური ბალადა „ურემი“.

საბოლოო ჯამში, ჩვენს წინაშეა ალბომი, სადაც იგრძნობა ავტორის თვითმყოფადი, ძალიან საინტერესო მიდგომა. „მალადეც“-ის ღირსება სცილდება უბრალო სიახლის ეფექტს – მას ბევრი სმენის შემდეგაც კი დროდადრო სიამოვნებით ვუბრუნდები. და რაც მთავარია, ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს, (როცა „ნერვების დაჭიმულია ტროსი“) ეს მუსიკა მოგცემთ საშუალებას თქვენს უარყოფით ემოციებს მუსიკალური პარალელი მოუნახოთ, გაიცინოთ და ამ აბსურდული იუმორის საშუალებით სევდა გაფანტოთ. დღეს ონისეს ცოცხალი ბენდი ჰყავს შეკრებილი, სადაც სხვებთან ერთად, ამ ალბომის სიმღერებსაც უკრავს ახლებური არანჟირებით.

8,5 / 10.

————————————————————————————————————

For 69th review I decided to feature a musician that first came to prominence some 10 years ago. When videos of “Vardo” [8] and “Kompoti” [2] gained screenplay on Pirveli Stereo (one of the few strictly music channels at that time), nobody took this obscenity-filled music full with strange innuendos very serious.

But years after, when public agitation had long settled down and Pirveli Stereo is already a not-so-recent history, you can calmly have a listen to Onise Putkaradze’s very original album and revalue certain things. “Maladets” (a Russian-derived slang for “good job”) is the album name so it’s clear that going to be as full with the same kind of specific, quasi absurd humour as the aforementioned videos were. However, it’s not your usual comedy rock. On subsequent listens, you will definitely notice a great deal of melancholy beyond all these quirky and funny phrases. For example, “Basanochkebi” [5] depicts a non-self-realised, disillusioned man. “Betoni” [11], as Onise has himself noted, deals with personal problems. There’s a much of medical terminology and allusions scattered throughout the songs, giving a hint of Onise’s medical education.

Musically album is not very complex, but still it’s well-refined, utilizing various influences from alternative rock to reggae. At one special moment on the album, Onise turns serious and the result is a gorgeous acoustic ballad “Uremi” [6], decided in 6/8.

To sum it up, we have an album where the author’s original, very interesting approach is clearly perceptible. There’s much more to it than just a novelty effect – I still return to it after many listens. And what is more important, a listener can channel his/her own melancholy, have a laugh and make it better thanks to this absurd humour. Onise is leading a live band today, where he also performs songs from this album, among others.

8,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Onise – Maladets (2006)

რევიუ #68: ცინუკი დადიანი – ქართული ქალაქური სიმღერები (1978)

tsinuki

traditional urban music

ტრეკლისტი:

  1. როცა გიყვარდი (2:30)
  2. გადამივიწყე (3:54)
  3. გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო (3:54)
  4. შენ რომ დამტოვე (2:53)

შემადგენლობა:

  • ცინუკი დადიანი – ვოკალი
  • მედუდუკეთა ანსამბლი გრიგოლ ქსოვრელის ხელმძღვანელობით

ახალი თაობისთვის ცინუკი დადიანის შემოქმედებიდან ალბათ მხოლოდ „მაგნოლია“-ა ცნობილი, ისიც YouTube-ზე განთავსებული ვიდეოჩანაწერის წყალობით. ისინიც კი, ვისაც რომანსი დიდად გულზე არ ეხატება (მაგალითად, მე), დააფასებენ დადიანის სიმღერის საოცრად ელეგანტურ, არისტოკრატულ მანერას.

ის ექიმი იყო – სიმღერა კი უბრალოდ, მისი გატაცება. სამწუხაროდ, ამ ადამიანის შესახებ არასოდეს დაწერილა ბევრი; მისი ნამღერიც ძალიან იშვიათად ჩაწერილა. საბედნიეროდ, მივაგენი ერთ პატარა ფირფიტას, სადაც ცინუკი მედუდუკეთა ანსამბლის (ალბათ, „სოინარი“-ს.) აკომპანემენტით 4 ქალაქურ სიმღერას ასრულებს.

მან თავისი არისტოკრატიზმი ზუსტად მოარგო ორთოდოქსულ ქალაქურ სიმღერასაც. ყველაფერი ძალზედ ბუნებრივად ისმინება და საერთოდ არ დაკრავს ყალბი მანერიზმი, რომელიც ძალზედ ხშირია ამ მუსიკაში. იქმნება ორასი წლის წინანდელი, ჩირაღდნებით განათებული დუქნების ატმოსფერო და იმდროინდელი ცხოვრების შეგრძნება, რომელიც თავისი სიზანტით საკუთარი თავის შეცნობის დროს იძლეოდა. სიმღერების ავტორი (პირველის გარდა) თავად ცინუკი დადიანია.

თავისი სიმოკლის მიუხედავად, ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი ტრადიციული ქართული ქალაქური მუსიკის იდეალური მაგალითია და დაინტერესებულებმაც, სჯობს, სტილში გარკვევა აქედან დაიწყონ.

10/10.

————————————————————————————————————

Perhaps only “Magnolia is known from Tsinuki Dadianis creative work to the younger generation. And even that is only thanks to a Youtube video. Even people who don’t fancy musical romance style as much (I can serve as example), are going to be impressed with her wondrously elegant, aristocratic singing manner.

She was a doctor so singing for her was more a passion. Unfortunately very little has been written about her and her singing was seldom recorded. Yet, fortunately I found a small vinyl where she sings 4 urban songs with duduk ensemble (“Soinari”, perhaps) accompanying her.

She had perfectly adjusted her aristocracy to orthodox urban music. Everything sounds very natural and without any fake mannerism that plagues this style so often. There’s an atmosphere of the torch-lit oriental canteens of the centuries ago, a feeling of lazy life that leaves time for self-reflection. Tsinuki Dadiani wrote all the songs except for the first one.

I think despite its brevity, this recording is an ideal example of traditional Georgian urban music. Those interested better start researching this style from here.

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Tsinuki Dadiani – Georgian Urban Songs (1978)

რევიუ #67: Signs – Path Of The Damned (2012)

signspathofthedamned

symphonic black metal

ტრეკლისტი:

  1. Two Sides Of The Same Coin (5:34)
  2. Brothers In Sin (5:36)
  3. Coldness Of Humanity (7:46)
  4. Path Of The Damned (7:38)
  5. Embrace The Tide (7:31)
  6. Burned, Not Enslaved (6:53)
  7. Agony In Despair (6:46)
  8. Dominion Shall Fall (6:05)
  9. Illuminati (6:14)

შემადგენლობა:

  • სერგი შენგელია – ვოკალი, გიტარა
  • შოთა დარახველიძე – გიტარა
  • გენადი ბაგალიშვილი – კლავიშები
  • დიტო ყუბანეიშვილი – კლავიშები (7, 9)
  • ალექსანდრე გონგლიაშვილი – კლავიშები, დასარტყამი ინსტრუმენტები

ქართულ მეტალ სცენას თავისი რამდენიმე მახასიათებელი ასპექტი აქვს: აქცენტი მეტალის ექსტრემალურ სტილებზე, თითქმის არარსებული სუფთა ვოკალი, მუსიკოსთა მულტიინსტრუმენტალიზმი და სცენის წამყვანი ჯგუფების ერთმანეთთან ნათესაობა. Signs ქართული მეტალ სცენის ყველაზე დაკავებული მუსიკოსის, სერგი შენგელიას (Angel Of Disease, Ennui, No Regrets) მორიგი პროექტია და თან Tanelorn-ის კლავიშნიკიც უკრავს, ასე რომ მათი პირველი ალბომის მიმართ მოლოდინები უკვე ძალიან დიდი იყო.

ჩამოთვლილი ბენდებისგან გასხვავებით Signs მყარად იკავებს სიმფონიური black metal-ის ტერიტორიას. სტილისთვის ტიპიურ ჟღერადობრივ გიტარულ მეწყერს კარგად ავსებს ატმოსფერული კლავიშები და სოლო-გიტარის უეცარი, ძალზედ მელოდიური აფეთქებები. რიტმ-სექციის მხრივ მუსიკა ძალიან დინამიური და მრავალფეროვანია, რაც ალბომს მთლიანობაში დიდ სიხალასეს ანიჭებს. ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად, წარმოიდგინეთ მუსიკა Borknagar-ის ენერგიითა და ეპიკურობით და Old Man’s Child-ის ცივი, პიქრუში ატმოსფეროთი.

ხმის რეჟისურაც უმაღლესი დონისაა – ის აქცენტს აკეთებს sound wall-ზე და თან მცირე სიმფონიურ მომენტებსაც კი არ კარგავს; ამიტომაც, ალბომი ძალიან საინტერესოდ ისმინება. ნამუშევარი თავიდან ბოლომდე ძლიერია, თუმცა, ჩემი აზრით, მწვერვალი Path Of The Damned და Dominion Shall Fall-ია. ალბომი არ ამბობს მუსიკაში რაიმე ახალს, მაგრამ შესრულებულია სტილის საუკეთესო ტრადიციებში. ასე, რომ მეტალისტებისთვის თავისუფლადაა რეკომენდებული.

სექტემბერში ჯგუფი მეორე ალბომ „United In Tragedy”-ს გამოსცემს, ასე რომ არ გამოგრჩეთ!

8,5 / 10.

————————————————————————————————————

Georgian metal scene has its own characteristics: accent on extreme metal styles, scarcity of clean vocals, multi-instrumentalism of musicians and relatedness of the leading bands of the scene. Signs is yet another project of Sergi Shengelia (Angel Of Disease, Ennui, No Regrets), arguably the most active musician on the scene today and also features Tanelorn’s keyboardsman, so expectations of their debut album was very high.

In contrast to aforementioned bands, Signs stand firmly on symphonic black metal territory. Typical guitar avalanche is well filled with atmospheric keys and sudden, very melodic solo-guitar explosions. The rhythm section is very inventive thought the album – very dynamic and with much variety, giving much needed freshness to this black metal album. To get a broad picture, just imagine music combining the energy of Borknagar and the cold, grim atmosphere of Old Man’s Child.

Sound production is top-notch – it accentuates the sound wall not having to lose even a slightest symphonic background bit; so that’s why album can be listened throughout with much interest. The work is without any weak spots, but Path Of The Damned and Dominion Shall Fall come as highlights to me. Not saying anything new in music, the album still keeps the best traditions of the stile, so it can be easily recommended to the metalheads.

The band will release their sophomore album, “United In Tragedy” in September, so stay tuned!

8,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Signs – Path Of The Damned (2012)

რევიუ #66: თემურ ყვითელაშვილი – Classic-Jazz-Rock (1992)

classicjazzrock

jazz-rock / fusion, guitar virtuoso

ტრეკლისტი:

  1. Opera “Daisi”, Dance “Kartuli” (1:49)
  2. Love Fantasy (5:20)
  3. Dedicated To Chick Corea (7:22)
  4. Good Mood (3:43)
  5. Prelude And Fugue C-moll (2:43)
  6. March Alla Turca (2:10)
  7. Lyrical Piece (5:25)
  8. Perish Memory (4:42)
  9. Temuri – 21 Guitars (2:43)

შემადგენლობა:

  • თემურ ყვითელაშვილი – გიტარა, ვოკალი (2)
  • ოთარ ყუფუნია – სინთეზატორი (1, 3, 4, 5, 6), ფორტეპიანო (7)
  • გია მაჭარაშვილი – სინთეზატორი (2)
  • ბორის შხიანი – სინთეზატორი (6)
  • ა. შარაშენიძე – სინთეზატორი (8)
  • ანრი ბასილაია – ბას-გიტარა (4, 7)
  • ნუგზარ კვაშალი – დასარტყამი ინსტრუმენტები (4, 7)
  • სოსო პავლიაშვილი – ფორტეპიანო (4)

ყველა ქვეყანა ამაყობს თავისი guitar hero-ებით – ეს ბავშვური თავმოყვარეობა ალბათ ყველა წარმომავლობის მელომანში დევს. ჩვენც ბავშვობაში ბევრჯერ გვიკამათია, თემურ ყვითელაშვილი სჯობს თუ კაკო ვაშალომიძე. „ჩახედული სკეპტიკოსები“ გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ არც ერთი ვარგა და არც მეორე, მაგრამ როცა წამოვიზარდეთ, ვისაც ქართული მუსიკის ინტერესი ჯერ კიდევ შეგვრჩა, მივხვდით, რომ ამ ორი გიტარისტის მუსიკას საერთო თითქმის არაფერი აქვს და ორივე თავისი საქმის ოსტატია.

ვაშალომიძეზე უკვე ვილაპარაკეთ, ასე რომ ახლა ყვითელაშვილია ფოკუსში. მან მუსიკალური კარიერა ოთხმოციანებში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ ქართულ ბენდებში („დიელო“, „ორერა“, „ნატვრის ხე“, „ივერია“) ინსტრუმენტალისტებ  დიდად არ სჩანდნენ, მისი დაკვრის თავისებურმა, მეტად სკრუპულოზურმა სტილმა უკვე მაშინ მიიქცია დიდი ყურადღება. ოთხმოცდაათიანებში კი დაიწყო მისი მრავალფეროვანი დისკოგრაფია. მისი დღემდე გამოცემული 8 ალბომიდან უმეტესობა პოპით სენსიბილიზებული ჯაზ-როკის ორბიტაზე ტრიალებს, თუმცა ზოგიერთი ახლოსაა კლასიკურ fusion-თან (მაგ. Made In Georgia, 2010.).

მის დისკოგრაფიაში ყველაზე მეტად 1993 წლის ნამუშევარი „Classic-Jazz-Rock” მიყვარს. მისი სწორხაზოვანი სახელი ეფექტურად აღწერს ალბომს: აქ შეხვდებით კლასიკური მუსიკის რამდენიმე ადაპტაციას (ფალიაშვილი, ბახი, მოცარტი), Ritchie Blackmore-ს სტილის როკ-ინსტრუმენტალს (მაგ. Perish Memory), კლასიკურ fusion-ს, რომელიც მთელი თავისი სილამაზით ჩიკ კორეასადმი მიძღვნილ ნაწარმოებში სჩანს და რამდენიმე ნაკლებად მომთხოვნ ლირიკულ ნაწარმოებს.

ალბომს ოთხმოციანებიდან გამოყოლილი ზედაპირული ელექტრონული ჟღერადობა დაჰკრავს, მაგრამ ის შეძლებისდაგვარად მისადაგებულია მუსიკას, ასე რომ დიდად მუსიკას დიდად არ ვნებს. საინტერესოა ისიც, რომ ყვითელაშვილს ამ კომპოზიციებიდან მხოლოდ ბოლო ეკუთვნის, მაგრამ არც ეს აქრობს ალბომის ორგანულობას. შედევრს ამ ალბომს ვერ უწოდებ, მაგრამ აქ ძალიან კარგადაა წარმოჩენილი ყვითელაშვილის ვირტუოზული შესაძლებლობები და სტილური მრავალფეროვნება. ასე რომ, ეს ჩანაწერი რეკომენდებულია ყვითელაშვილის შემოქმედების გაცნობის დასაწყებად. საუკეთესო ჩემს მიერ ზემოთხსენებული ძალიან ლამაზი „Dedicated To Chick Corea”-ა, მაგრამ დანარჩენიც ძალიან კარგია.

7,5 / 10.

P.S.

ალბომის გაფორმებაც ერთობ უცნაურია: უკანა ყდაზე ინგლისურად გაპარულია რამდენიმე ლინგვისტური და ორთოგრაფიული შეცდომა, მაგრამ რაც ყველაზე სახალისოა, რუსეთში დაბეჭდილ და გამოცემულ ალბომში, ლოგოს და სერიული ნომერის გარდა, ერთი სიტყვაც კი არ წერია კირილიცაზე.

————————————————————————————————————

Every country is proud of their guitar heroes – perhaps this infantile pride is present in music lover of every origin. We have argued many times, who’s better – Kvitelashvili or Vashalomidze – some “advanced skeptics” would tell that neither were good, but as we grew up, we found music of those two to not really be related and that both were the masters of their trade.

We have already talked about Vashalomidze in the past, so Temur Kvitelashvili is in the spotlight today. His musical career started in eighties, and although instrumentalists in Georgian bands of that period were pretty much in the shadow, his meticulous playing style still managed to attract much attention. Nineties saw his recording career begin – so far he’s released 8 albums, mostly on pop-sensitized jazz-rock orbit, but some of the works are close to classic fusion (e.g. Made In Georgia, 2010).

Classic-Jazz-Rock”, released in 1992, is my favourite in Kvitelashvili’s discography. Its somehow linear name in fact very effectively describes the eclectic nature of the album. Here one can find classical adaptations (Paliashvili, Bach, Mozart), Ritchie Blackmore-styled rock instrumental (Perish Memory) and most of all, classic jazz-rock / fusion (a song dedicated to Chick Corea is an excellent example of this kind of music), and some lesser-key mellow pieces.

Album is somewhat tinged with a remnant-of-80s superficial electronic sound, but it’s reasonably well adapted to music so it doesn’t hurt much. Interesting that only one composition (the last one, namely) belongs to Kvitelashvili here, but he still manages to retain his own essence. You won’t call this album a masterpiece, but it’s a great showcase for Kvitelashvili’s virtuoso guitar skills and stylistic variety. So this recording is recommended to everybody as a starter to his recorded work. Aforementioned “Dedicated To Chick Corea” is surely the best cut on the album, but most of it is still very good.

7,5 / 10.

P.S.

The album sleeve is a bit strange: besides a couple of linguistic and spelling mistakes in English, the funny thing is that on an album released and printed in Russia, there’s not a single world in Cyrillic, except the label logo and the serial number.

გადმოსაწერი ბმული / download link: Temur Kvitelashvili – Classic-Jazz-Rock (1992)